საქართველოს ნაკრების წევრებმა დავით ხოჭოლავამ და ოთარ კაკაბაძემ ირლანდიასთან (0:1) მატჩის შემდეგ "პირველ არხთან" კომენტარი გააკეთეს.
"თავიდან დაბნეულები ვიყავით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ და უკმაყოფილოები ვართ, რადგან მთავარი შედეგია. თუმცა ჯერ ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ", - განაცხადა ოთარ კაკაბაძემ.
"გუნდმა ფეხბურთის თამაში მეორე ტაიმში დაიწყო, როდესაც დასაკარგი არაფერი გვქონდა. აღარ იყო მორიდება, რაც თამაშზეც აისახა. მაგრამ ჩვენი პრობლემაა, რომ პირველ და მეორე ტაიმებს სხვადასხვაგვარად ვთამაშობთ და ეს უნდა გამოვასწოროთ", - აღნიშნა დავით ხოჭოლავამ.
წყარო: 1tv.ge
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ირლანდიასთან მატჩში
ვლადიმირ ვაისი: ლორიამ კედელი არასწორად დააყენა - მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
მიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა
საქართველოს ნაკრები ირლანდიასთანაც დამარცხდა - ვართ უქულოდ და უგოლოდ [VIDEO]