ვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის მეორე ტურში ირლანდიამ საქართველოს ნაკრები კონორ ჰურიჰანის მიერ გატანილი საჯარიმოთი 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მეკარე გიორგი ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა.

ალბათ, გახსოვთ ის ეპიზოდი. მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ჩვენი გუნდის გოლკიპერი კარგა ხანი აყენებდა კედელს, თვითონაც მივიდა თანაგუნდელებთან და რაღაც უთხრა.

მაინც გავიდა გოლი. სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ამ სურათზე კი ისე მოჩანს, რომ კედელში ჩამდგარმა მცველმა შონ დაფმა საბა კვირკველია გაწია და ჰურიჰანმა გაჩენილ ვიწრო
სივრცეში უნაკლოდ გააძვრინა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნამდვილად არ მიმიქცევია ამ მომენტისთვის ყურადღება მაგრამ გამოჩნდა თუ რა მიზეზებს ეძებს და რას ებღაუჭება ეს ადამიანი. ყოველთვის ფეხბურთელებს აკრიტიკებს და ხაზს უსვამს როგორი დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს თავად თითქოს ყველაფერში მართალი იყოს! ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია ადამიანზე...
12
კი მაგრამ შეიძლება ცოცხალ კედელზე მიწოლა თანაც დარტყმამდე? აშკარა ჯარიმა იყო. ამ ჩვენ დებილებს პროტესტი მაინც გამოეხატად.ამაზე რატომ არაფერს ამბობს არავინ.
ჩემი აზრით.........
22:49 27-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული