ვლადიმირ ვაისი თვლის, რომ ირლანდიასთან გაშვებული გოლი გიორგი ლორიას ბრალია - მართლა ასეა? [VIDEO]

AutoSharing Option
ევროშესარჩევი ტურნირის მეორე ტურში ირლანდიამ საქართველოს ნაკრები კონორ ჰურიჰანის მიერ გატანილი საჯარიმოთი 1:0 დაამარცხა. ნამატჩევს "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ მეკარე გიორგი ლორიამ ცოცხალი კედელი არასწორად დააყენა.

ალბათ, გახსოვთ ის ეპიზოდი. მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარეს და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. ჩვენი გუნდის გოლკიპერი კარგა ხანი აყენებდა კედელს, თვითონაც მივიდა თანაგუნდელებთან და რაღაც უთხრა.

მაინც გავიდა გოლი. სხვადასხვა რაკურსიდან სხვადასხვანაირად ჩანს. ამ სურათზე კი ისე მოჩანს, რომ კედელში ჩამდგარმა მცველმა შონ დაფმა საბა კვირკველია გაწია და ჰურიჰანმა გაჩენილ ვიწრო
სივრცეში უნაკლოდ გააძვრინა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნამდვილად არ მიმიქცევია ამ მომენტისთვის ყურადღება მაგრამ გამოჩნდა თუ რა მიზეზებს ეძებს და რას ებღაუჭება ეს ადამიანი. ყოველთვის ფეხბურთელებს აკრიტიკებს და ხაზს უსვამს როგორი დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს თავად თითქოს ყველაფერში მართალი იყოს! ეს ძალიან ცუდის მანიშნებელია ადამიანზე...
ra
27 მარტი 2019 21:10
12
მართლაც მასეა, მაგრამ რეალურად რომ გავუსწოროთ თვალი, ხომ მართლა დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს ნაკრებში?, 1-2 კაცია ვინს ასე ვთქვათ "ბურთი იცის"...... მერე და ეს ქლიავი კაცი რას მიახტა ლორიას? მაკარიძე 2 თავით მაღლა დგას
გელა 67
27 მარტი 2019 22:14
6
ლორია ,ლორია,მარა ამათაც ძროხებივით, რომ გაიწიეს გვერდზე, რავა მოერია ერთი კაცი 2-სა და 3-ს.
დათო
28 მარტი 2019 11:25
2
კი მაგრამ შეიძლება ცოცხალ კედელზე მიწოლა თანაც დარტყმამდე? აშკარა ჯარიმა იყო. ამ ჩვენ დებილებს პროტესტი მაინც გამოეხატად.ამაზე რატომ არაფერს ამბობს არავინ.
ჩემი აზრით.........
27 მარტი 2019 22:49
1
ერთადერთი რაშიც ვაისს შეიძლება დაეთანხმო, კედელი მართლაც არასწორად იდგა
გოგა
27 მარტი 2019 19:52
2
ნაკრები რომ ორი თამაშია ვერ იტანს ეგ ვის ბრალია
a
27 მარტი 2019 19:19
4
ეგ,დანამდვილებით ლორიას ბრალია.
სოსო
27 მარტი 2019 22:03
1
კლასი თავისას შვრება , თან ნახევარი ჩვენი გუნდი თავის გუნდებში უთამაშებლები არიან,თან რანაირ გუნდებში ... ირლანდიელებს 4 ინგლისის პრემიერლიგის და დანარჩენი ჩემპიონშიპის მოთამაშეები არიან...დანარჩენი თქვენ განსაჯეთ...
გოჩა
27 მარტი 2019 20:37
10
ბიჯო ირლანდიამ გაიტანა გაიტან ჩვენები რომ ორი ციკლია (ერთა ლიგა არა მაქვს მხედველობაში) ბუმბულს წეწავნ ვაისთან ერთად ეგ არის თუ არა სიმართლე!?
მწვრთნელი
27 მარტი 2019 19:37
2
აკი ახალი წესებით არ შეიძლებაო 1 მეტრით კედელთან მიახლოებაო მეტოქისასო ....თუ ჩვენთვის ეგ არ მუშაობს ....მოკლედ ამ ვიდეოგამეორების არ ქონამ შესარჩევებზე ისევ უკუნეთში დააბრუნა ფეხბურთი ....ბულგარეთს პენალტი მისცეს კუთხურის ალამთან კაცის წაქცევაზე ...ჩვენ თბილისში ჯარიმა დაგვაბრალეს პენალტის მოცემის მაგივრად ბევრი სუფთა გოლები არ ჩათვალეს ბევრიც კი თამაშგარედან ჩაითვალა ...უეფა აუუუუ 21 საუკუნე დადგა უკვეეე..!!!
Auee
27 მარტი 2019 19:17
5
შეეშვით ამ კაცის და ფეხბურთელების ლანძღვას, დავაცადოთ კიდე ცოტახანი. აშკარად უკეთ თამაშობს ჩვენი ნაკრები ამ ბოლო დროს, შვეიცარიასთან და გასვლაზე ირლანდიასთან მოგება ჯერ ესე ადვილი არ არის, მაგრამ მჯერა მაგის დროც მოვა უახლოეს წლებში. მთავარია ერთა ლიგიდან მომვხდეთ ეხლა ევროპის ჩემპიონატზე და მერე ჩვენი ფეხბურთელებიც იმედია უკეთეს კლუბებში გადავლენ და მაქედან უნდა დაიწყოს ჩვენი ფეხბურთის აღორძინება. ტობოლებით და ჭ კლასის გუნდებით ჯერ ვერ გავფრინდებით შორს და რაღაც პონტში მართალია ვაისი. თუმცა მეც მაღიზიანებს მისი ესეთი განცხადებები მუდამ და დაგვიანებული შეცვლები, სხვა მხრივ წინსვლა იგრძნობა ჩემი აზრით ნაკრების თამაშში, თუნდაც დაბალი დონის გუნდებთან. მაგათთანაც კი სანატრელი გვქონდა ბოლო ხანებში გამარჯვება. გაუმარჯოს საქართველოს!!!
ოპტიმისტი გულშემატკივარი
28 მარტი 2019 10:11
8
ვაისი სუსტი გუნდების წინააღმდეგ კარგია, იმიტომ რომ მათი დამარცხების იმედი აქვს. ძლიერი გუნდების წინააღმდეგ წინასწარ აგებს თამაშს ასეთი სიტყვებით: "შეხედეთ რა კარგ გუნდებში თამაშობენ!"
ჟირესსაც ძალიან უკვირდა: "ქართველებს დიდი ამბიციები აქვთ. დიდი გუნდების დამარცხება უნდათ".
ქართველი გულშემატკივარი
28 მარტი 2019 04:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული