Breaking News: ირლანდიას საქართველოსთან მატჩში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ Sportall.ge წერდა, რომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში დუბლინში გამართული ირლანდია-საქართველოს მატჩის დროს მომხდარ ფაქტზე უეფამ დისციპლინური პროცედურები დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ირლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადმოყარეს, რის გამოც თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და შემდეგ საჯარიმო დარტყმიდან ჩვენმა ნაკრებმა გოლი გაუშვა.

ირლანდიური მედიის ინფორმაციით, უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტმა გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა და გულშემატკივრების არასათანადო ქცევის გამო ირლანდიის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, ხოლო ოფიციალურად ამის შესახებ უეფა 16
მაისს გამოაცხადებს.

გარდა ტექნიკური წაგებისა (0:3), ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ჯარიმის სახით 50 000 შვეიცარიული ფრანკის გადახდა მოუწევს.

შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით მეორე ადგილს იკავებს, შვეიცარია 4 ქულით ჯგუფს ლიდერობს, ირლანდიის ნაკრები კი გიბრალტართან მატჩში მოპოვებული 3 ქულის ამარა დარჩა.

სწორედ ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში ადგილები, დღეს პირველი აპრილი რომ არ ყოფილიყო :)

მკითხველის კომენტარები / 53 /
რას ეკაიფებით ამ გამწარებულ ხალხს არ გცხვენიათ ტო???! რა სახუმარო თემაა. არ დაბლოკოთ ეს კომენტარი თუ წესიერი ხალხი ხართ
მამუკა
01 აპრილი 2019 23:55
9
ეს ტერმინი მკლავს რა "გამწარებული ხალხი" :D :D ჩვენს ქვეყანაში მასობრივად ცხოვრობს ამ კატეგორრის ხალხი რომელიც გვიკრძალავს გართობას, ხუმრობას, დღესასწაულებს და ა.შ. ყველაფერი ცუდად ხვდებათ გულზე გამწარებულ ხალხს და მაგიტომ არაგამწარებულებმაც უნდა შევწყვიტოთ ცხოვრება.
პ.ს. ზოგადად მაინტერესებს საქართველოს ნაკრების თამაშმა გაამწარა ეს ხალხი თუ რამე სხვა მიზეზია?
წესიერი ადამიანი (იმედი მაქვს)
04 აპრილი 2019 14:02
1
რასიბოროტეა არადა როგორ გამიხარდა
საქართველო
01 აპრილი 2019 14:29
4
ვაუ....მაგარი იყო, ჩაგეთვალათ)) ვიფიქრე +1 ბურთი უკვე გვაქვს და იქნებ რამე გავიფორთხიალოთ მეთქი. გილოცავთ 1 აპრილს ყველას.
Geo_Dinamo
01 აპრილი 2019 22:37
3
თქვე მეისპეთ, თქვენა :DD
Biannkoneri
01 აპრილი 2019 15:05
1
მე მაინც გადავამოწმე uefa.com-ზე. დაიწვას სწრაფი ინტერნეტი, რა უცებ ჩაქრა იმედი. :D
დათო30
01 აპრილი 2019 18:35
2
ჩაგეთვალათ,კარგი იყო.მართლა რომ ჩაუთვალონ წაგება მერე ნახე შენ.
გოჩა
01 აპრილი 2019 16:35
2
საპირველაპრილო ხუმრობასაც ნიჭი უნდა ბიძიკო
მერაბ გ.
02 აპრილი 2019 07:00
0
რას გავს ეს საქციელი?????
გოგა
02 აპრილი 2019 01:16
1
ეჰ, მე კიდევ ანგარიში დავიწყე რა შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან: გიბრალტართან ორი მოგება, დანიასთან გასვლა ფრე, ირლანდიასთან სახლში მოგება...
ჩაგეთვალათ!
ლექსო
01 აპრილი 2019 16:26
2
არაა სასაცილო
dato
01 აპრილი 2019 16:19
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული