"მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები" - ინტერვიუ გოგა ბითაძესთან

AutoSharing Option
გავლენიანმა საკალათბურთო გამოცემა eurohoops.net-მა საქართველოს ნაკრების და "ბუდუჩნოსტის" ცენტრ გოგა ბითაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- როგორ შეეწყვეთ ევროლიგას და რა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში მას შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში იღებთ მონაწილეობას?
- ეს ჩემთვის ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. უმაღლესი დონის მოთამაშეებთან ერთად თამაში ნამდვილად კარგი გამოცდილებაა. ბევრი რამ ვისწავლე. არ ვიცოდი, თუ ამ დონეზე თამაში შემეძლო, თუმცა ყველაფერი კარგადაა.

- ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ თამაში გაგიჭირდა?
- ჯორდან მიკისთან, ის შესანიშნავად ისვრის.

- რას ნიშნავს თქვენთვის
ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია?

- როცა ვიზრდებოდი, ისინი ჩემთვის მისაბაძი მაგალითები იყვნენ. ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ ისინი ეროვნულ ნაკრებში. როდესაც ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა მაღალ დონეზე თამაში, თუმცა ვფიქრობდი, რომ თუ მათ მოახერხეს, მეც შევძლებდი.

- გრძნობთ თუ არა დამატებით ზეწოლას მას შემდეგ, რაც ლუკა დონჩიჩის შემდეგ ევროპული კალათბურთის ტალანტად ითვლები?
- არა, ზეწოლას არ ვგრძნობ, რადგან თითოეულ მატჩზე ვკონცენტრირდები და სხვა საკითხებზე არ ვფიქრობ. მთელ ჩემს ენერგიას 100 პროცენტით ამაზე ვხარჯავ. გავდივარ პარკეტზე და ვასრულებ იმ საქმეს, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ.

- ვინ არის თქვენი საკალათბურთო კერპი და ვის ბაძავთ ყველაზე მეტად?
- სანამ NBA-ს ყურებას დავიწყებდი, ასეთები ზაზა ფაჩულია, თოკო შენგელია და გიორგი შერმადინი იყვნენ. როდესაც გავიზარდე, კევინ გარნეტისა და ჰაკიმ ოლაჯუონის ყურება დავიწყე. რთულია, მათი შედეგები გაიმეორო, თუმცა მათი დამოკიდებულება თამაშისადმი ახლაც მაოცებს და მათ მომენტებს დღესაც ვუყურებ ხოლმე.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სამქულიანი სროლა გააუმჯობესოთ?
- სროლაზე ყოველდღიურად ვმუშაობ. ვიცი, რომ ეს შემიძლია და აბა ლიგაში ვისვრი კიდეც. ამაზე მთელი ზაფხული ვმუშაობდი და ვფიქრობ, რომ გავაუმჯობესებ.

- რას ეტყოდით მათ, ვინც გოგა ბითაძეს არ იცნობს, რა არის თქვენი საუკეთესო საკალათბურთო უნარები?
- დისციპლინა და კონკურენტუნარიანობა. ვთამაშობ საჯარიმოსთან ახლოს, რადგან ბლოკის დაყენების კარგი უნარი მაქვს.

- თქვით, რომ NBA თქვენი ოცნება იყო. რა მოლოდინები გაქვთ 2019 წლის დრაფტის მიმართ?
- უდავოდ, NBA-ში თამაში იყო და არის ჩემი ოცნება. ის, რომ დრაფტზე ვიქნები, დიდ მოტივაციას მაძლევს. მინდა მეტი ვიმუშავო და კალათბურთზე მეტად ვფოკუსირდე, თუმცა ახლა გუნდზე ვარ კონცენტრირებული, ჩვენ ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ვართ.

- ვის აქვს ყველაზე დიდი გავლენა თქვენს კარიერაზე?
- ჩემს ოჯახს. დედაჩემი, და და დეიდა ყოველთვის მეხმარებოდნენ: დამყვებოდნენ ვარჯიშებზე, მაიძულებდნენ, რომ ბევრი მევარჯიშა, მამხნევებდნენ, მენდობოდნენ და ჩემი სჯეროდათ. ისინი ჩემი ცხოვრების და კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.

- ამ მომენტისთვის ვინ არის თქვენი საყვარელი მოთამაშე NBA-ში?
- ლებრონ ჯეიმსი. მისი ყურება ძალიან მსიამოვნებს და მეწყინა, რომ პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.

- რას ეტყვით ქართველ გულშემატკივარს?
- დიდი მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯები.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიდი გოგა, შეუბერე! ჩვენი ნაკრების მომავალი ხარ და მჯერა, არაერთხელ გაგვახარებ!
Fani
04 აპრილი 2019 16:09
0
კარგი გადაწყვეტილება იყო სერბეთში მისი წასვლა, კარგი სკოლა მიიღო, რომელიც სეესაბამებოდა მის ხასიათს. სერბები ყოველტვის გამოირცეოდნენ სუფთა და რაღაც ინტელიგენტური თამაშით. გოგაც იმანირია, წესიერი და კულტურული მოტამაშე.
მიხარია, რომ პროგრესი აქვს ყოველდღიური.
Jaldi
04 აპრილი 2019 19:20
0
წარმატებები, გოგა! სამაგალითო ბიჭი ხარ ქართველი ახალგაზრდებისთვის.
ლევან
04 აპრილი 2019 17:23
0
როგორც ფეხბურთში ჩაკვეტაძის ასევე კალათბურთში ბითაძის მჯერა, რაც მთავარია ორივე ძალიან თავდაბალი, შრომისმოყვარეა და მიზანდასახულია. ღმერთმა აცილოს ამ ბიჭებს ტრავმები და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრჯერ გაგვახარებენ. იმედია სხვა ახალგაზრდა სპორცმენებიც მიბაძავენ
llcl
04 აპრილი 2019 16:25
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული