ევროპის 2021 წლის წინასაკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და საბოლოოდ გაირკვა ის გუნდები, რომლებიც ევრობასკეტის შესარჩევ ტურნირში დარჩენილ 4 ადგილს შეავსებენ.
სანამ შედეგებს გაგაცნობთ, განვმარტავთ, რომ ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირმა სტარტი 2017 წლის შემოდგომიდან აიღო და მასში ევროპის ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდები მონაწილეობდნენ.
მათ მოგვიანებით, 2018 წლის შემოდგომიდან მსოფლიო საკვალიფიკაციოს პირველი ეტაპიდან ვერგასული გუნდები შეუერთდნენ. 3-21 აგვისტოს კი დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც 12 გუნდი 4 ადგილისთვის იბრძოდა.
ჩვენთვის საინტერესო იყო ის ჯგუფი, რომლის გამარჯვებულიც ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქე გახდებოდა.
სწორედ ეს 3 გუნდი მონაწილეობდა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში და დამთავრებული თამაშების შემდეგ საუკეთესო გამოვლინდა.
ჯგუფში სამივე გუნდმა თანაბარი ქულები და 2-2 მოგება-წაგება დააგროვა. ყველაფერი ბურთების შეფარდებამ გადაწყვიტა: საუკეთესო გახდა შვეიცარია, რომელმაც ბოლო მატჩში კონკურენტი ისლანდია 24 ქულით დაამარცხა.
სხვა ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს და ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს დანიამ (ჯგუფში ბელორუსს და ალბანეთს აჯობა), რუმინეთმა (სლოვაკეთი, კვიპროსი) და დიდმა ბრიტანეთმა (კოსოვო, ლუქსემბურგი). შესაბამისად, შესარჩევი ტურნირის ჯგუფებმა სრული და შემდეგი სახე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, ისევე, როგორც ევრობასკეტ 2021-ის კიდევ 3 მასპინძელი ქვეყანა: ჩეხეთი, იტალია და გერმანია, შესარჩევ ტურნირში კონკურსის გარეშე თამაშობს და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე გასულია.
გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების სრულ კალენდარს:
2020 წელი
საქართველო-შვეიცარია 20 თებერვალი
სერბეთი-საქართველო 23 თებერვალი
ფინეთი-საქართველო 27 ნოემბერი
შვეიცარია-საქართველო 30 ნოემბერი
2021 წელი
საქართველო-სერბეთი 18 თებერვალი
საქართველო-ფინეთი 21 თებერვალი
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით