"ასტანამ" ვლადიმირ ვაისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ყაზახური სპორტული პორტალის, sports.kz-ის ცნობით, ისინი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ასტანას" პრესსამსახურს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, აწარმოებენ თუ არა მოლაპარაკებებს საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან.

როგორც ყაზახური წყარო ამბობს, მათ ასეთი პასუხი მიიღეს:

"რომან გრიგორჩუკს მიმდინარე კონტრაქტი აქვს "ასტანასთან". ამ ეტაპისთვის არცერთ სხვა სპეციალისტთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ."

აღსანიშნავია, რომ "ასტანამ" ზედიზედ მეხუთედ მოახერხა ევროპულ თასებზე გასვლა. წელს ყაზახები ევროპა ლიგაზე იასპარეზებენ, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში, დაკარგული ქულების მიუხედავად, ლიდერები არიან.


მკითხველის კომენტარები / 1 /
გრიგორჩუკი ვაისზე კარგი მწვრთნელია :დდ
პნდ.
20:02 05-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული