საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩს მოტივირებული ხვდება

AutoSharing Option
​საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მთელი კვირის განმავლობაში ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე წარიმართა. 11 ოქტომბერს გამართულ ვარჯიშს, რომელშიც 23 ფეხბურთელი იყო ჩართული, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნულ გუნდში შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მოტივირებულია და წლის ბოლო საშინაო შეხვედრას დიდი მოლოდინით ხვდება.

ოთარ კიტეიშვილი: "ყველამ ვიცით, რომ ირლანდია ჩვენთვის უსიამოვნო მეტოქეა წინა შედეგების გათვალისწინებით. მომდევნო თამაშში ვფიქრობ, შეგვიძლია უარყოფითი ბალანსი დავარღვიოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. დანიასთან ძალიან ორგანიზებული იყო მთელი გუნდი და იმედი მაქვს, ასე იქნება ირლანდიასთან
შეხვედრაშიც".

საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირება, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 12 ოქტომბერს შედგება. დინამო არენაზე დაგეგმილი შეხვედრა 17 საათზე დაიწყება, შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა "დინამო არენას" სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული