საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ოქტომბერს, ევროშესარჩევი ტურნირის მე-6 ტურში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ირლანდიასთნ 10 მოუგებელი მატჩის შემდეგ ქართველ გულშემატკივრებს გამარჯვების იმედი ჰქონდათ და მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შემტევი შემადგენლობა დააყენა.

სტუმრებს დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ საბედნიეროდ ძელმა გვიხსნა. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი უპირატესობას დაეუფლა და პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შექმნა, როდესაც ქვილითაიამ პასი ანანიძეს გაუკეთა, მისი დარტყმული ბურთი კი მიზანს ასცდა.

"ჯვაროსნები" ბევრს უტევდა, ირლანდიას კი ზონები სიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და კონტრიერიშებით გვპასუხობდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ
შეცვლილა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და 65-ე წუთზე შანსი ანანიძეს მიეცა, რომელიც საჯარიმოსკენ გაიჭრა, თუმცა სისწრაფე არ ეყო და წააქციეს. საჯარიმო თავად ჯანომ შეასრულა - არაზუსტად.

შეცვლაზე შესული ლობჯანიძე 84-ე წუთზე ერთ მცველს გასცდა, კარის წინ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არ დააცალეს. სტუმრებს შეტევებში თითქის არაფერი გამოსდიოდათ, მხოლოდ ერთი ნახევრადმომენტი კონოლის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ლორიამ აიღო და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ირლანდია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (აბურჯანია 89), ოქრიაშვილი (ლობჯანიძე 77), ანანიძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია (შენგელია 73)

ირლანდია: რანდოლფი, კოულმენი, დაფი, ეგანი, უილანი, დოერტი, მაკლინი, რობინსონი (ბრაუნი 73), ჰენდრიკი, ჰურიჰანი (უილიამსი 90+3), კოლინზი (კონოლი 77)

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altირლანდიელთა თავკაცი: ვერ ვიტყვი, რომ გულდაწყვეტილი ვარ

altblick: საქართველოს ნაკრების საჩუქარი შვეიცარიას

altdailymail: ლორია მაყურებელი იყო - წარმოსახვის უუნარო ირლანდიელები თბილისში ჩიხში შევიდნენ

 

altirishmirror.ie-ს შეფასებები: მატჩის საუკეთესო მოთამაშე ანანიძე იყო - ირლანდიელები ქშინავდნენ


მკითხველის კომენტარები / 69 /
ფრეს დასჯერდა რა,უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნეს თუ უფრო მაგრა ითამაშეს....მართლა ვაი---სია....
კახა ქ.
12 ოქტომბერი 2019 20:39
25
კიტეიშვილი არის ძალიან მაგარი.ოქრიაშვილი საერთოდ გამოსაძახებელი არაა.შენგელიას საერთოდ რატი იძახებენ თურქეთის მეორე ლიგაში საერთოდ არ ათამაშებენ.გვყავს ხარაიშვილი რომელიც დაფრინავს.ეს მწვრთნელი გამაგიჟებს.აი ოქრიზე ვარ ძალიან აკრეფილი.ტიპი დაძუნძულებს და რაღაც სისულელეეებს აკეთებს.
Buxrika
12 ოქტომბერი 2019 20:33
17
კიტეიშვილი საერთოდ ჩამოუყალიბებელი ფეხბურთელია,ნაკრებში რა უნდა მაგას,სულ მეშინია ქარმა რომ დაუბეროს მინდვრიდან გაქრება
gago
13 ოქტომბერი 2019 09:29
4
ოქრიაშვილი თუ გამოსაძახებელი არაა... მაშინ შენ არ გესმის ფეხბურთი! )))
aburjga
12 ოქტომბერი 2019 22:21
11
ყველა გამოხმაურება
კიტეიშვილი არის ჩვენი გუნდის ღერძი და დიდი მომავალი აქვს ამ ბიჭს, საცოდაობაა შტურმში მისი ყოფნა :-/ მთლიანობაში გუნდს რაღაცა აკლია მარილივით თორე დაცვა გააუმჯობესეს და ეხლა შეტევაში ირევიან თითქოს :-/
ვაისსაც რაღაცა მარილივით აკლია, თუმცა მთლიანობაში ამ ეტაპზე უსიტყვოდ დასატოვებელია... ერთი კია, მაინც საჭიროდ ვთვლი რომ გუნდს შეათამაშოს სხვა ფეხბურთელებიც თორემ ისედაც ღონემიხდილი ანანიძემ ან ოქროს ან ვაკოს რამე რო მოუვიდეს მერე გვერდებს :-D
რა მაფიაა?
12 ოქტომბერი 2019 20:18
6
იოდიზირებული სვანური მარილი აკლია
იდალგო
12 ოქტომბერი 2019 20:39
5
როცა ხედავ ფეხბურთელი დადის მოედანზე ან ვერ დარბის ან კარისკენ ბურთი ვერ ააქვთ შეცვლები ხომ უნდა გააკეთო დროულად,არ ვიცი ეს მწვრთნელი საიდან მოათრიეს.
ლაშა
12 ოქტომბერი 2019 20:15
14
2 uklaso gundis shexvedra. Antifexburti. Reebs bodialoben?! ras aketeben damagvirgvinebel fazashi?! Reebs fokuznikobt?! Inglisuri komentarit vusmendi livetvze da komentatormac ki icoda da tqva, - ,,saqartvelos kvlav aqvs problema dasrulebis fazashio". Iset shecdomebs ushveben, gabsakitrebit shetevashi, chems bavshvs, ROM ar epatieba
Avimusaifi
12 ოქტომბერი 2019 20:14
15
ამ თამაშის მოგებაც შეოძლებოდა რატომღაც ესეთი შტაბეჭდლება დამრჩა. ოქრი სანამ არ მოკვდა არ გამოცვალა, ვაკო დაიკარგა და საბა უნდა შემოეყვანა მის მაგივრად. წარმატებები გიბრალტარში.
QT
12 ოქტომბერი 2019 20:14
3
ანანიძე სამწუხაროდ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ვერც ოქრიაშვილი, ვერ ყაზაიშვილი, ვერც ქვილითაია, /გრიგალავა ვერ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს, კაკაბაძე რეგრესის გზაზეა, კიტეიშვილი, კანკავა, კაშია,ტაბიძე კარგი იყო , ნუ ლორია გასაგებია. ცაისი უკვე ცალი ფეხით გასულია უკვე ნაკრებიდან, სამწუხაროდ ვერც ამ კაცმა გაამართლაა, ამდენი ხანია უკვე ნაკრებშია და ვერ გრძნობს და ვერც ცნობს ფეხბურთელებს, 70-ე წუთამდე რო ხედავ დალასლასებს ფეხბურთელი და არაფერი მონდომებაა და შედეგი არ აქ, ხომ უნდა რომ მიხვდეე და შეცვალო რაღაც, აი ამიტომ ვერ მიგდის საქმეები ვაის../ ისე კი დიდი იმედი მქონდა როცა გამოჩნედნენ ეს ჩვენი ბიჭები და თურე როცა გამოჩნდნენ, აუ ზუსტად იქვე დამთავრდა მაგათი ზენიტი, სერიოზული ცვლილებებია საჭირო, მაგრამ აი მწვრთნელი ისევ პრობლემა იქნება,, / უცხოელი ვერ გაიგებს რა გუნდი ვართ, და ქართველი კიდე ყველა ვცადეთ, ქეცბაიას ფეხბურთელების რესურსი არ ქონდა, ცხადაძეს არ აცადეს რაღაც რაღაცეების გამო, ეხლა დაგვჩა არველაძე შესაჭმელი და აი მერე ვნახოთ...
Vasili
12 ოქტომბერი 2019 20:09
23
არ გეწყინოთ ბატონო ვასილ, დისლაიკები ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ სიმართლე გულს სტკენს ადამიანს.დაახლოებით მესამოცე წუთიდან ოქრი და ჯანო ფეხზე ვეღარ იდგნენ. ერთი ბოლოს წამოწვა კიდეც, მეორემ კი დრიბლინგისას ლამის მხარი ამოიგდო "დახმარების" გარეშე. იმის მეათედი არ არიან ეს ფეხბურთელები, როგორიც გვახსოვს და ცვლილებეი გარდაუვალია. პირველ რიგში და მთავარი ვაისის საკითხია. ან ბრმა უნდა იყო, ან ვიღაცის დავალებას ასრულებდე, ან ფეხებზე გკიდია და მტერი ხარ. სასწრაფოდ გამოსაცვლელია, თორემ ძალიან სუსტ ბეწვის ხიდზე მოგვიწევს გავლა გაზაფხულზე.რესურსი არის და მათ კიდევ ნინუა, მალი, ლაკვეხელიანი და მეტად ცნობილები დაუმატეთ. შესაშური გუნდის გაკეთება შეიძლება და ნუ გავუშვებთ შანსს.
emigranti
13 ოქტომბერი 2019 03:48
2
მე მაინც მგონია რომ ანანიძის ყაზაიშვილისა და ოქრიაშვილის დრო ნაკრებში დასრულდა. განსაკუთრებით ანანიძეზე ვიტყოდი ამას.
ირაკლი
12 ოქტომბერი 2019 19:59
8
ლობჟანიძე კარგად შემოვიდა თან როგორი ათლეტურია სისწრაფეც აქვს მე მომეწონა კარგი კანდიდატურაა ფორვარდობის რამდენი დროც ქვილითაიას ეძლევა საქართველოს ნაკრებში და შანსებს ვერ იყენებს კი იბრძვის იღებს ბურთს მაგრამ ფორვარდის მთავარი პლიუსი გახსნაა კარგად თუ ვერ იხსნება პასსაც ვერ მიიღებ ეს კი ქვილითაიას არ აქვს
გოგა
12 ოქტომბერი 2019 19:57
1
კარგი გუნდი გვყავს, ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. კარგადაც ვითამაშეთ! ცოტა მენტალური გაძლიერება გვჭირდება და ირლანდია ბულკადაც არგვეყოფა! სასიამოვნოდ გამაკვირვა ელგუჯა ლობჯანიძემ, ძალიან ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელია! ახლა რომ მიულერი ჰყავთ გერმანელებს (ძველიც ყავდათ უფრო მაგარი) რაღაც იმას მაგონებს! კარგი იქნება თუ შემდეგ თამაშში სასტარტოში ვნახავთ! კიტეიშვილი რა თქმა უნდა სუპერრ!!! კანკავა, ოქრიაშვილი... ვაკოს დრიბლინგები, რომელი ერთი ჩამოვთვალო?!
aburjga
12 ოქტომბერი 2019 19:52
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული