საქართველოს ნაკრები გიბრალტარში ოქრიაშვილის, კაშიას, ლობჟანიძის და გვილიას გარეშე ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას გიბრალტარში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის ჩასატარებლად 13 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩარტერული რეისით გაემგზავრა, შემდეგ კი გუნდმა გიბრალტარში გადაინაცვლა. გიბრალტარში ჩვენი გუნდი 19 ფეხბურთელით იმყოფება.

ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა, თბილისში გამართულ ბოლო ვარჯიშზე კი საბა ლობჟანიძე დაშავდა. გურამ კაშიამ გიბრალტარში გამგზავრება ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა. ასევე ტრავმის გამო მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ვაკო გვილია.

გიბრალტარისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 15 ოქტომბერს, თბილისის დროით
22:45-ზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების 19-კაციანი შემადგენლობა გიბრალტარის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციას გამართავს.

altკონორ ჰურიჰანი: თითქოს, ქართველები საათში 100 მილი სიჩქარით დარბოდნენ, ბურთს გვართმევდნენ

altგურამ კაშია: ირლანდიასთან თამაშის შემდეგ საუბარი ნეგატივით არ უნდა დავიწყოთ, ჩვენ უკეთესები ვიყავით

altვლადიმირ ვაისი: გოლის გასატანად შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება

altსაქართველოს ნაკრები ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]


მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 30 /
სანამ ფეხბურთის ფედერაციას ქურდები მართავენ არაფერი გამოვა.ნელნელა იძირება არამარტო ფეხბურთი არამედ სპორტის ყველა სახეობა,რადგან ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და ბიუჯეტის ქურდობა აისახება ყველაზე და ყველაფერზე.
888
14 ოქტომბერი 2019 13:23
23
ისე თვითმფრინავის ტრაპზე როგორ ავიდნენ და ჩამოვიდნენ ის სურათებიც უნდა დაგედოთ აბ რა,დახურეს ეს ციკლი პირდაპირ,გიბრარტარის გარდა ვერცერთი ვერ მოიგეს,სულ 4 გოლი გაიტანეს და აქედან 3 გიბრარტართან,ხოდა გამოაკელით ეს ერთი მოგება და 3 გოლი სატურნირო ცხრილს და ..... სულ ეგა ხართ, ხბოს აღთაწებით რომ გაიძახი აღმავლობის გზაზე ვართო.
ჩასაფრებული
14 ოქტომბერი 2019 10:19
18
ცოტა ადეკვატური ჯობია იყოთ, მაგ ლოგიკით ირლანდიამ 2 თამაში მოუგო გიბლარტარს და ერთი სახლში საქართველოს, არც ირლანდიას გაუკეთებია რამე, მეოთხე კალათაში რომ ვიყავით ეგ უკვე პროგრესია, რამდენი წელია მე-5 ან მე-6 კალათაში ვართ, გუნდი ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს და ამის არდანახვა უმადურობაა.
გუგა
14 ოქტომბერი 2019 10:45
10
გამქცევი ფორვარდია ნაკრებში საჭირო რომელიც შეძლელებს გოლების გატანას სხვა რგოლებში ასე თუ ისე ნორმალური სიტუაცია დაცვაში და ნახევარდაცვაში უკვე გარკვეული კონკურენციაცა მეკარებიც გვყავს მაგრამ ცენტრალური თავდამსხმელი სამწუხაროდ არ გვყავს დიდი პატივისცემის მიუხედავად ქვილითაია არ არის იმ დონის რა დონისაც სჭირდება ნაკრებს შეიძლება ქვილითაიამ გიბრალტარს გაუტანოს და ამ დონის ნაკრებებს მაგრამ ტოპ ნაკრებებთან ფაქტობრივად მხოლოდ იბრძვის ბურთისთვის მისგან სხვა სარგებელი არ არის ყაზაიშვილი და კაშია უკვე აღარ არიან სანაკრებო დონის ფეხბურთელები რომლებიც მნიშვნელოვან შეხვედრებში უნდა დააყენო სასტარტოში ოქრი და ჯანო კიდევ შეიძლება თუ აკრიფავენ ფორმას ამ სეზონში აშკარად არ არიან ფორმაში ეს ჩანს იმედი მაქვს მალე გამოკეთდება ჩაკვეტაძე და ყაზაიშვილის ადგილს დაიკავებს ნაკრებში.
Giorgi
14 ოქტომბერი 2019 02:16
13
4 მოთამაშე გამოაკლდა , მეკარების გარდა დარჩა 16. და არ უნდა დაამატოს ნაკრებს არავინ? მეტი არჩევანი არ არის საჭირო?

ასე ზუსტად 11 მოთამით ჩავიდეთ, შეცვლას ნუ გავაკეთებთ და ეგ არის ...

იდალგო
14 ოქტომბერი 2019 09:27
7
ჯაბა კანკავა კარგი ფეხბურთელია მაგრამ ამ მწვრთნელს თავში ჭკუა თუ აქვს და ელემენტარული სამწვრთნელო აიქიუ უნდა მიხვდეს რომ გიბრალტართან კანკავა არ ათამაშოს, დიდი ალბათობით გიბრალტარი დაცვაში ჩადგება და ჩვენ ტაქტიკურად ბურთს გავუგორებთ რაშიც ჯაბა არაა ძლიერი, ჯაბას ჩამშლელად შეუძლია კარგად თამაში ართმევაზე, მე მაგალითად გიბრალტართან უფრო მოძრავ და ბურთის კარგად დამჭერ და კარგ მეპასე ფეხბურთელს ვათამაშებდი
გოგა
14 ოქტომბერი 2019 10:00
6
არასპორტული მიზეზით რომ არ ჰყავდეს ათვალწუნებული, ახლა მაინც მისცემდა შანსს ზარანდიას. ამ მომენტისთვის ოქრის ისედაც სჯობია და მისი ტრავმის მერე მაინც დაემატებინათ. თანამედროვე ფეხბურთში წარმატება სისწრაფეს მოაქვს და ამ კომპონენტში ყველას ჯობს ნაკრებში, მაგრამ ეტყობა პატრონი არ ჰყავს სფფ-ში.
cotne
14 ოქტომბერი 2019 07:17
5
ბეგო ეტყობა არ უყურებს საქართველოს ნაკრების თამაშებ. ან უყურებს,მაგრამ გირჩის ოფისში მაგარი დაბოლილი.ბოლო 2 თამაში ძალიან მაგრად ითამაშაო.180 წუთი,1 კარში დარტყმა და არცერთი საგოლე მომენტი.ჩემი აზრით ეს ვაიფეხბურთელები არ უნდა ათამაშო იმ სტადიონზე, სადაც ყიფო,ვიტალი,ჭომა,საშა,ვოვა,რამაზი და სხვა ლეგენდები უამრავ სიხარულს ანიჭებდნენ ქართველ და არამარტო ქართველ ხალხს.ბეგოსნაირი ვითომ პატრიოტები იცი ვის მაგონებენ? 2008 წაგებულ ომს მოგებულად რო აცხადებდნენ.დიდება მეომარ ბიჭებს.გთხოვთ არ დაბლოკოთ
ზაზა
14 ოქტომბერი 2019 12:47
16
ამ თამაშს რომ მოვიგებთ ეს ცხადზე უცხადესია,თან დიდი ანგარიშით,ბოლო ორი თამაში ბიჭებმა ძალიან მაგრად ითამაშეს,სკეპტიკოსები ცუდ რამეებს იძახიან,მაგრამ ეს მათი უფლებაა! ბელარუსსაც რომ დავამარცხებთ და ევროპაზე გავალთ,მერე ეს სკეპტიკოსებიც მოისვენებენ და ერთად გავიხარებთ
ბეგო
14 ოქტომბერი 2019 11:11
13
ა რ ა ბ ი ძ ე ათამაშეთ ა რ ა ბ ი ძ ე !!!!!!!!!!
geo
14 ოქტომბერი 2019 11:32
7
ჰოო.. არაბიძეს ჯარიმა, ჯარიმაზე გააქ. ერთი-მეორეზე უკეთესები

აგრესიული და ტექნიკური ფეხბურთელია. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, გადაწყვეტილების მისაღებად, ფინტია გასაკეთებელი თუ კარებშია დასარტყმელი.
Biankoneri
14 ოქტომბერი 2019 11:56
1
ჯარიმა ჯარიმაზე ნინუას გააქვს თუ გააქვს - და უფრო შორიდანაც, რატომ არ ითხოვთ მის თამაშს?
იდალგო
14 ოქტომბერი 2019 15:00
1
3 ბურთიან სხვაობაზე ნაკლები მოგება, ასეთი დონის გუნდთან მოგება არ იქნება.

ანდა მართლა სპარინგივით თამაშია, წაეყვანა სხვა ფეხბურთელებიც გაფართოებული შემადგენლობიდან, დაეტესტა, შეეხედა..
Biankoneri
14 ოქტომბერი 2019 11:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული