საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
თქვენ დიდი ხანია სამარცხვინოები ხართ. 38 წლის პოლიციელი რომ გოლს გაგიტანს(ამით პოლიციელებს არ ვაკნინებ) იქ დამთავრდა თქვენი ფეხბურთელობაც,სირცხვილიც და ნამუსიც.მაგრამ რაც არ გაქვთ იმას ვერც დაკარგავ და ვერც დაამთავრებ.და იმათ მინდა მივმართო ვინც ამ ვაიფეხბურთელებს აქებდა ირლანდიის შემდეგ.აზრზე არ ხართ ფეხბურთის.ვაი თქვენ და ამ ნაკრების პატრონს
ზაზა
16 ოქტომბერი 2019 01:03
29
ძალიანაც ნუ გავაკრიტიკებთ ნაკრებს ეს არის უბრალოდ დაუფასებლობის მომენტი და მოშვების კონცენტრაცის დაკარგვის მასე დიდ გუნდებსაც დამართნიათ როგორც ჩვენთვისაა გიბრალტარი ასევეა ინგლისის ნაკრებისთვის კოსოვო მაგრამ ზუსტად ამ შესარჩევზე გასვლაზე კოსოვომ 3 გოლი გაუტანა ინგლის ნუ რათქმაუნდა კოსოვო ბევრად უფრო მაღალი დონის ნაკრებია ვიდრე გიბრალტარი მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია ინგლისის დონის ასე რომ ფეხბურთში ხდება მზაგვსი რამ და მარტო საქართველოს ნაკრებს არ დამართნია.
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:00
39
გიბლარტართან რო ბოლო წუთებში დროის მალე გასვლას ინატრებ--არიქა არ გაგვიტანონო...
რატო ცდილობენ ჩვენი ფეხბურთელები რო ხალხს თავი ასე "შეაყვარონ" ვერ ვხდები რა...
თამაში ეპიკური, მოთამაშეები სუფთა ასასინები და მწვრთნელი ნაღდი კუნინძა....
ვაი ჩვენი ბრალიი...
ასიანი თამაშს ვუმალავთ ბელარუსიას რო არ გაგვშიფრონ...
სპორტ ფაზა
16 ოქტომბერი 2019 00:58
4
ოოოოოოო, ისეთი ტაქტიკა გაქვთ ძნელია გაშიფრვა, ვაი თქვენს პატრონს D.D.D.
555
16 ოქტომბერი 2019 10:18
1
45-წელია ფეღბურთი არ გამომიტოვებია. ამათმა კი ფეღბურთი შემაჯავრეს.
ძია რობიზონი
16 ოქტომბერი 2019 00:58
15
superman ერთი შენ გაქვს კიდევ ქართული სახელი რა...:)
ფეხბურთი
16 ოქტომბერი 2019 07:21
3
40 წელია უყურებ და დღემდე ერთხელაც ვერ წაიკითხე რომ ამ სპორტს ფეხბურთი ქვია და არა ფეღბურთი? მაგრა უყურებ
Superman
16 ოქტომბერი 2019 03:51
9
ერთი არაფრისმომცემი თამაში იყო რომელსაც ნებისმიერ დროს მოვიგებთ. საერთოდ არაფერს ნიშნავს ეგ 2 გოლის გაშვება და ნუ გაააბუქებთ ეხლა ჩასაფრებული ხალხი. საღი აზრის დეფიციტია ქვეყანაში, იდიოტები წერენ ხშირ შემთხვევაში კომემტარებს
ვაჟა
16 ოქტომბერი 2019 00:57
49
1234-ს. შენ გააქვს ინფორმაცია რა დროს უთმობს ფეხბურთს და რა დროს სხვა საქმიანობას? კაცო როცა არ თამაშობს არის პოლიციელი. ჩვენთან,უმრავლესობა როცა არ ვარჯიშობს ან სვავს ამ ეწევა ან რამის კლუბში ერთობა. მკვდარი ბურთი გამოაძრო ლორიამო, მანახე 2 ქართველი პოლიციელი ვინც 30 მეტრიდან ეგეთ მკვდარ ბურთს დაარტყამს. არის კიდევ ბევრი ფაქტორი,რატომაც უნდა გავაკრიტიკოთ ნაკრები,მაგრამ გუშინდელი თამაში რეალურ ძალას არ ასახავს და ამხელა ამბის შექმნა და გადრამატულება ზედმეტად მიმაჩნია.
ვაჟა
16 ოქტომბერი 2019 09:38
6
Wadi bicho yana toxne-ს მაგას ვგულისხმობ ზუსტად საღი აზრის ნაკლებობაში. კაცი ყანის თოხვნას მიიჩნევ დამამცირებელ საქმიანობად და შენგან რა გასაკვირია გიბრალტარისგან 2 გოლი რომ გეწყინება. ნამდვილად მიხარია,რომ სხვაგან ვარ და არა შენნაირი მოაზროვნეების გვერდით)
ვაჟა
16 ოქტომბერი 2019 08:36
5
ყველა გამოხმაურება
ჩემს აზრს დავაფიქსირებ და ვიტყვი, რომ სანამ გურამ კაშიას შემეცვლელი არ გამოჩნდება ნკრებიდან არ უნდა წავიდეს, დღეს რომ ყოფილიყო დიდი ალბათობით ეს აჯაბსანდალი არ გვექნებოდა დაცვაში.
giga
16 ოქტომბერი 2019 00:56
21
საქართველოს ნაკრები რა შემადგენლობითაც არ უნდა თამაშობდეს ეს გიბრალტარის ნაკრები რომ 2 გოლს გაგიტანს და გაგითანაბრებს თამაშს უკვე სირცხვილია!!!
ახლა გამოვა ვიღაცა და იტყვის გიბრალტარმა სომხეთს მოუგოო :)))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 00:46
16
ეგეთი გუნდის არც ევროპაზე გასვლა მინდა და აღარც გულშემატკივრობა!
laguna
16 ოქტომბერი 2019 00:45
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული