საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ვერ გავიგე,რას ქვია არ დააფასეს მოწინააღმდეგე,მეორე ტაიმში რითი ჩამოუვარდებოდა ერთი მაინტერესებს,უბრალოდ ყველამ მოუმატა თამაშს,ესენი კი გაიყინენ ერთ ადგილას.რამდენი ნაღდი საგოლე მომენტი ქონდათ ერთი ჩვენებს და რამდენი იმათ.ეჰ,აღარ ვიცი უკვე რა დავწერო,გასკდა გული....
კახა ქ.
16 ოქტომბერი 2019 01:40
5
ეს რას გავდა რა იყო... გიბრალტარს არ გაუმართლა თორემ ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. სანამ ჩვენები შეტევაში სწრაფად გადასვლას არ ისწავლიან არაფერი გამოვა. სისწრაფე არ გვაქვს ეს რა უბედურება გვჭირს, ისე შენგელიაც და ხარაიშვილიც ქებას იმსახურებენ, იმედია კიდევ მოუმატებენ. მესმის რომ ეს თამაში რაღაცა დოზით საექსპერიმენტოდ გამოიყენა ვაისმა მაგრამ ტაქტიკა იყო ნული, ყოჩაღ გიბრალტარის მწვრთნელს, თქვენ კი კომენტატორებო დაანებეთ თავი ამ ბაქი ბუქს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ოქტომბერი 2019 01:23
1
კოსოვოს გიბრალტარის შედარება როგორ შეიძლება კოსოვო ვაისის ნაკრებს გახევს.ამიტომ თუ რამე გვინდა გვეშველოს ვაისი უნდა მოშორდეს ნაკრებს ან ფედერაციამ დაიხუროს ქუდი.ხარაიშვილს არ ათამაშებდა ათამაშა და გოლი გაიტანა ეგრე იქნება ზარანდიაც. რაღა დროს ნავალოვსკია. ათამაშე ახალგაზრდები მაგრამ მე როგორც ვაკვირდები ჩაწყობით ხდება სასტავის დაყენება.ნეტა რა ღირს მე არმათამაშებენ ერთი ათი წუთი.მერე წამოვწვები მინდორზე და გამომცვლის აბა რას იზამს
გრიგოლი1408
16 ოქტომბერი 2019 01:21
12
ძალიანაც კარგი ეს, რომ მოხდა. ჩვენებმაც დაამუღამონ, გასატანის გატანა დაძაბულ სიტუაციაში. მომავალში გამოგვადგება !
niko
16 ოქტომბერი 2019 01:10
23
უთავმოყვარე, ზარმაცი და უქნარა ერი ვართ, ფეხბურთელებიც ხომ ჩვენივე ნაწილია, ამაშია პრობლემა, რაც ერი ის ბერი,
zmo
16 ოქტომბერი 2019 13:13
2
ღირსებააყრილი სამარცხვინოები!
joi zaza
16 ოქტომბერი 2019 17:38
5
ჯერ მარტო ისაა სირცხვილი, თამაშის მეორე ნახევარში 38 წლის მოყვარული სირბილში რომ ასწრებს თავის ოპონენტს. დაიკიდესო რომ წერთ, ეგ უფრო სირცხვილი არ არის? ფიზიკურად მთელ თამაშს ამათთანაც ვერ ვძლებთ, რა დაკიდებაზე ვლაპარაკობთ..
: )))))))
16 ოქტომბერი 2019 09:51
1
ჩემს აზრს დავაფიქსირებ და ვიტყვი, რომ სანამ გურამ კაშიას შემეცვლელი არ გამოჩნდება ნკრებიდან არ უნდა წავიდეს, დღეს რომ ყოფილიყო დიდი ალბათობით ეს აჯაბსანდალი არ გვექნებოდა დაცვაში.
giga
16 ოქტომბერი 2019 00:56
21
პირველი ტაიმი კაი იყო, მაგრამ მეორე ტაიმი საშინელებათა ფილმად გადაიქცა, ხარაიშვილი როგორც კი დალეწეს,(გამეორებაზე მომეჩვენა თითქოს მუშტი დაარტყა სახეში) მაგის მომენტის მერე ჩვენი ფეხბურთელები ჩაიფუშნენ, შიში ოხერიაო ამათზე იყო ნათქვამი, არადა ისეთი რეალობა გვაქ ცხოვრების გამოვლილი რო გიბრალტარელმა როგორ უნდა მიგაჩმოროს!!! / ბოლოს კიდე კაი ცოტა გონს მოეგნენ და ცოტა გაგვიმართლა კიდეც! 90 წუთი გრძელდება თამაში ! 90+3 !!! (კანკავა კარგი იყო!)
Vasili
16 ოქტომბერი 2019 01:26
2
ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი ტრენერი და კიდევ უფრო მაგარი ფეხბურთელები. პასუხისმგებლობით აღსავსე პროფესიონალები, მომზადებულები როგორც ფიზიკურად ასევე ტექნიკურად. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური გარღვევები, ასე მაგრად თი იყვნენ მომზადებულები ტექნიკურად ვერც კი წარმომედგინა. ფაქტიურად ცალი ფეხით მოუგეს ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებს თან გასვლაზე. კრეატიულები და მრავალფეროვნები შეტევაში და უაღრესად კონცენტრორებულები დაცვაში. საქართველოს ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე. ამათ მგონი მართლა ეგონათ ან ესპანეთს ან იტალიას და მსგავს გუნდს ეთამაშებოდნენ. მაგათ ადგილზე სირცხვილით მეორეჯერ მინდორზე აღარც გამოვიდოდი. ფუ რა საზიზღრობაა ჩვენების თამაშის ყურება. ფუ მთელ საფეხბურთო თემს საქართველოსას. ფუ რომ არაფრის ჯიგარი თქვენ არ გაქვთ ცალკეული პირების გარდა. ფუ ფუ ფუ. შეხედეთ უკრაინას, ქვეყანაში ომია და რეებს აკეთებენ, ახლოსაც არ დგახართ. ფუ თქვენი ეროვნული თვითშეგნებაც .........ფუუუუუუ
ქართველი
16 ოქტომბერი 2019 11:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული