საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
ისე ვაფშედა რაარის აქ გასაკვირი ? გრანდი ჩვენ არ ვართ უბრალო გუნდი ვართ და შეგიგდო 2 გოლი საკუთარ სახლში , მეტი ახლა თამაში მოუგეთ და ვსო რა გინდათ მეტი, იმათმაც ისწავლეს თამაში , რამნიშვნელობააქ პოლიციელია თუ ფოსტალიონი , ის ერთი რაკეტასავით დარბოდა, მეორე იყოდა ყუმბარასავით გაისროლა ორჯერ , ასე თუ ისე თამაშობენ ისინიც ნელნელა და მალე ისწავლიან კიდე უკეთ. ჩვენ ირლანდიას და დანიას ფრე გავუგორეთ და ისიც არ მოგწონდათ, რომელი მესი და რონალდო ნახეთ ჩვენ მაკრებში, დედა არ ყავს ქვეყანას და კიდე კარგად თამაშობენ.
ემირი
16 ოქტომბერი 2019 02:36
9
საწყენად არა რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ ქართულად დაგეწერა...
????
16 ოქტომბერი 2019 11:33
0
სწორი ანალიზია
ზურა
16 ოქტომბერი 2019 04:11
7
მუსიკოსებმა ფოსტალიონებმა და პოლიციელებმა რა გვიქნეს სრუტემ რა გვიქნა და ქვეყანაა და ნორმალური ფეხბურთელები რას გვიზამენ :))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 02:20
10
კარგი ეხლა ხდება ასეთები და კარგიცაა გიბლარტართან რომ მოხდა.მეორე საკითხია ის რომ მეორე სასტავი საერთოდ არ გვივარგა გასაგებია რო შეთამაშება უნდა მაგრამ კატასტროფა იყო დაცვა და საყრდენი ზონა მოწყვეტილი იყო ერთმანეთს.მაგრამ ეს ხომ ჩვენი ნაკრებია ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდში მოსაგები მაინც მოიგეს ეს რაღაცას ნიშნავს.ისე პირველ რიგში ჟურნალისტებმა უნდა დაუდგეს ნაკრებს ესეთი სათაურები არაა საჭირო.
თემური
16 ოქტომბერი 2019 02:14
13
ყოჭაღ ლომებს
aleko
16 ოქტომბერი 2019 01:55
9
D.D.D.D
123
16 ოქტომბერი 2019 10:11
0
40 წლის გიბრალტარის ფეხბურთელ-ფოსტალიონი რო მთელ გუნდსათრევს რავიცი სათქმელიც არაფერია :))
Giorgi
16 ოქტომბერი 2019 01:47
8
დაიკიდეთ რა ესეთი რამეები ძალიან მაგარ ნაკრებებსაც მოსდით. კი გვინდოდა დიდი ანგარიშით მოგვეგო და გაბრაზებულები ვართ,მაგრამ ყველამ ხო ვიცით გიბრალტარს 100 თამაში,რო ვეთამაშოთ ზედიზედ ასივეს მოვუგებთ. 2:0 მერე დაიკიდეს თამაში
გოგა
16 ოქტომბერი 2019 01:41
24
სწორედ ეგ არის უბედურება, რომ დაიკიდეს. ყაზაიშვილი, რომელიც ქუჩის ფეხბურთს თამაშობს, იმან როგორ უნდა დაიკიდოს? რომ არ იკიდებენ , ისე უკეთესად ნამდვილად არ თამაშობენ
: )))))))
16 ოქტომბერი 2019 09:34
0
ჰოდა ჩვენც უნდა დავიკიდოთ ეგენი. შენ თუ გინდა ნუ დაიკიდებ და ისიამოვნე მათი თამაშით!
ნუგზარი
16 ოქტომბერი 2019 04:43
10
ვერ გავიგე,რას ქვია არ დააფასეს მოწინააღმდეგე,მეორე ტაიმში რითი ჩამოუვარდებოდა ერთი მაინტერესებს,უბრალოდ ყველამ მოუმატა თამაშს,ესენი კი გაიყინენ ერთ ადგილას.რამდენი ნაღდი საგოლე მომენტი ქონდათ ერთი ჩვენებს და რამდენი იმათ.ეჰ,აღარ ვიცი უკვე რა დავწერო,გასკდა გული....
კახა ქ.
16 ოქტომბერი 2019 01:40
5
გუშინ რომ გადავხედე შემადგენლობას დავწერე მეთქი რაღაც სამარცხვინოს გვიპირენ,დისლაიქებით დამახრჩეთ,ეხლა რას იტყვით,მოგეწონათ თამაში???
ბათუმის ფანი
16 ოქტომბერი 2019 01:28
4
პირველი ტაიმი კაი იყო, მაგრამ მეორე ტაიმი საშინელებათა ფილმად გადაიქცა, ხარაიშვილი როგორც კი დალეწეს,(გამეორებაზე მომეჩვენა თითქოს მუშტი დაარტყა სახეში) მაგის მომენტის მერე ჩვენი ფეხბურთელები ჩაიფუშნენ, შიში ოხერიაო ამათზე იყო ნათქვამი, არადა ისეთი რეალობა გვაქ ცხოვრების გამოვლილი რო გიბრალტარელმა როგორ უნდა მიგაჩმოროს!!! / ბოლოს კიდე კაი ცოტა გონს მოეგნენ და ცოტა გაგვიმართლა კიდეც! 90 წუთი გრძელდება თამაში ! 90+3 !!! (კანკავა კარგი იყო!)
Vasili
16 ოქტომბერი 2019 01:26
2
ეს რას გავდა რა იყო... გიბრალტარს არ გაუმართლა თორემ ჩვენზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. სანამ ჩვენები შეტევაში სწრაფად გადასვლას არ ისწავლიან არაფერი გამოვა. სისწრაფე არ გვაქვს ეს რა უბედურება გვჭირს, ისე შენგელიაც და ხარაიშვილიც ქებას იმსახურებენ, იმედია კიდევ მოუმატებენ. მესმის რომ ეს თამაში რაღაცა დოზით საექსპერიმენტოდ გამოიყენა ვაისმა მაგრამ ტაქტიკა იყო ნული, ყოჩაღ გიბრალტარის მწვრთნელს, თქვენ კი კომენტატორებო დაანებეთ თავი ამ ბაქი ბუქს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ოქტომბერი 2019 01:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული