საქართველოს ნაკრები სირცხვილს გიორგი ქვილითაიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ოქტომბერს, ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარი ძლივს  დაამარცხა - 3:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვაისმა ჯგუფის აუტსაიდერთან შემტევი შემადგენლობა დააყენა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა შენგელიასა და ხარაიშვილს მისცა.

მისცა და გამოიყენეს კიდეც - დებიუტში შენგელიას ჩინებული პასით ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა. ცოტა ხანში ხარაიშვილს დუბლის შესრულება მართებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავურით ბურთი კარს ააცილა. სამაგიეროდ, არ ააცილა კანკავამ, რომლის 35 მეტრიდან დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ვერ შესწვდა.

"ჯვაროსნებმა" შეტევები გააგრძელა და 37-ე წუთზე ლობჯანიძეს გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება.

მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ეტყობა საქმე მოთავებულად ჩათვალა, მოეშვა და გიბრალტარს 5 მომენტი ჰქონდა - ჯერ ლორიამ უოლკერის დარტყმული მოიგერია, შემდეგ დე ბარი მცველებსაც გასცდა და მეკარესაც და მახვილი კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს; მერე კი 38 წლის კასციარომ, რომელიც პოლიციაში მსახურობს, დალაშქრა ლორიას კარი.

ცნობისათვის, გიბრალტარს აქამდე 7 მატჩში არ ჰქონდა გოლი გატანილი.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, რომელსაც სერგენტი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

72-ე წუთზე ლორიამ უოკერის შორიდან დარტყმული ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო, 74-ე წუთზე კი რ. ჩიპოლინამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში კიტეიშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, ბრიტომ საკუთარ საჯარიმოში კაკაბაძე წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და ბოლოს ქვილითიამ სირცხვილს გადაგვარჩინა.

ეს ვაისის "ეპოქაში", ალბათ, საქართველოს ნაკრების ყველაზე სუსტად ჩატარებული მატჩი იყო.

გიბრალტარი. "ვიქტორია"
გიბრალტარი - საქართველო 2:3
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (20), 2:1 კასციარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)

გიბრალტარი: გოდვილი, ჯ. ჩიპოლინა (ბარნეტი 82), სერგენტი, კასციარო, ბადრი (ერნანდესი 81), უოლკერი (პონსი 90), ოლივერო, რ. ჩიპოლინა, მოუელჰი, დე ბარი, ბრიტო

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (კვირკველია 90+5), კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია, ხარაიშვილი (კიტეიშვილი 61), ლობჯანიძე (ქვილითაია 68)

მკითხველის კომენტარები / 101 /
და კიდევ ერთი მინდა დავწერო:მიუხედავად კანკავას მიმართ დიდი პატივისცემისა,მე კაპიტანი სვანაირი მინდა იყოს.როცა ვიძახით დაიკიდესო,მაგ დროს უნდა შემოუძახოს კაპიტანმა და ცოტა აზრზე მოიყვანოს ბიჭები,ამას უნდა ავტორიტეტი და პატივისცემა დანარჩენებისაგან.ზოგ ზოგიერთებს ყელში კი ამოუვიდათ ძველ დინამოელებზე ლაპარაკი,მაგრამ მანუჩარ მაჩაიძე ვის დააკიდინებდა? ან ჩივაძე? გაიხსენეთ გაბელია რა დღეში აგდებდათ ხოლმე მცველებს...
Jordan Beli
16 ოქტომბერი 2019 11:06
0
ძალიან ბევრი წერთ,დაიკიდესო.რას ქვია დაიკიდეს?ხოდა რო დაიკიდის იმიტომ ვიძახით რო ვაისი წასასვლელია-ეს ერთი.სპორტში დაკიდება ახასიათებთ ფენომენებს.გამიგია მესხზე ასეთი რამე.ლევან თედიაშვილს ახასიათებდა ხოლმე ადვილად ქულების მიცემა იმიტომ,რომ იცოდა და დარწმუნებული იყო ასევე ადვილად აიღებდა ქულებს,ფენომენი იყო და იმიტომ.ამათში რომელია ფენომენი?მერე მწვრთნელის ფაქტორია ნოლი როცა იკიდიბ-ვჭიდაობდი და ვიცი რას ნიშნავს მწვრთნელი.კარგი მწვრთნელი არ დაგაგიკედებინებს დამიჯერეთ.მერე ხო არი სპოტრული ჟინი და თავმოყვარეობა,მე ვერ მესმის როგორ უნდა დაიკიდო,როგორ არ უნდა გინდოდეს მოგება?წაგების მერე სამი დღე საწოლიდან ვერა ვდგებოდი ხოლმე ისე ვნერვიულობდი.სასწრაფოდ მოსაშორებელია რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებს და მათ ადგილზე საჭიროა ახალგაზრდები სანამ არ დაგვიანდა-ნინუა,არაბიძე,ზარანდია,მალი და მთავარი-მწვრთნელს რომელსაც მეორე ტაიმში არ შეუძლია რამე შეცვალოს წასასვლელია.ვაისი უნდა წავიდეს თორე ეხლა ხო ვჭამეთ სირცხვილი?
Jordan Beli
16 ოქტომბერი 2019 10:51
0
მეორე გოლის ეპიზოდში ჩვენი 5 მცველი კარის წინა ძელთან იდგა,ხოლო უკანა ძელთან,სადაც მეტოქის 4 კაცი ელოდა ბურთს,არც ერთი.ამის გამკეთებელ დაცვას რა შეიძლება ვუწოდოთ,ეს,თქვენთვის მომინდვია.ან ამ ნაკრებს რა უნდა ევროპის ჩემპიონატზე?
სოსო
16 ოქტომბერი 2019 12:41
1
არაფერი არ დაუკიდებიათ, გიბრალტარის მწვრთნელმა აჯობა ვაისს ტაქტიკაში: დაინახა, რომ უკანა და შუა ხაზი მოწყვეტილი იყო ერთმანეთს და სუსტ ადგილას ჩაუსაფრდა, კონტრშეტევებზე ააგო თამაში და 1-2 პასით გადიოდნენ ჩვენს საჯარიმომდე, თან მშვენივრად ითამაშეს, სისწრაფეშიც გვაჯობეს, 5-6 კუთხური ჩააწოდე და ყველა კუთხური სახიფათო იყო ანუ კი არ დავიკიდეთ, უბრალოდ მეტი არ შეგვიძლია! უბრალოდ გაგვიმართლა: პირველ ტაიმში ორჯერ დავარტყით და ორივე გავიდა, მეორეში გიბრფლტრას გამოცდილება და სათანადო კლასი, რომ ქონოდა მოგვიგებდა ამ თამაშს! ისტორია დავაწერინეთ თავის დროზე ყაზახეთს (სახლში ფრედ გვეთამაშა პირველად ოფიციალურ მატჩებში) , მერე ანდორას შარშან, ეხლა გიბრალტარს (ორი ბურთი ერთ თამაშში არ გაუტანიათ არასდროს)
დათი
16 ოქტომბერი 2019 10:46
0
რაში იფლანგება მილიონები, მკვდრები არიან მკვდრები
123
16 ოქტომბერი 2019 10:35
4
რას შვებით ხალხო რას !!!! რას გევხართ თუ ხედავთ ამას ?!!! ვინ ხართ თქვე უბედურებო, რა ჯიშის ხართ ? რა გიყოთ და რას დაგმსგავსათ ღვრძლმა და ბოღმამ ???!!!! მოიგო ნაკრება, ავად თუ კარგად მოიგო და მაინც 60 ნეგატიური კომენტარი, თან იმის ფონზე როცა 19 წალმდელებმა სამიდან სამი მოიგეს, ბოლოს ხორვტებსაც მოუგეს და იქ სულ 8 კომენტარია, ისიც 4 დამცინავი. ასეთი გულშემატკივრები არაფრის ღისები ხართ !!!
DAVE
16 ოქტომბერი 2019 10:29
10
უმეტესობას ჯიბის ბილიარდის და მიწის დამკის გარდა არაფერი უთამაშია ცხოვრებაში... ამიტომ არ მიკვირს ეს ექსტრემალური კომენტარები!
aburjga
16 ოქტომბერი 2019 18:40
2
ამათ გიბრალტართან რო ესე ითამაშეს,ამ თამაშის შემყურე როგორ დაამარცხებენ ბელორუსს და ჩრ.მაკედონიას ან კოსოვოს...ამათ ეტყობათ რო ამათი შესაძლებლობების ზღვარი ბელორუსს იქით არ წავა,თუ რამე არშეიცვალა,ერთი ნათელი წერტილი ჩანკვეტაძეა!
gogia
16 ოქტომბერი 2019 10:26
2
ეს კანკავად მე-10 გოლია ნაკრებში!! ის გახდა მე-6 ქართველი ფეხბურთელი რომელმაც შეძლო ნაკრებში 10 და მეტი გოლის გატანა..
giorgi
16 ოქტომბერი 2019 10:25
0
კიდევ მეგრელმა გვიხსნა! გეიხარე ძამია!
ქართველი!
16 ოქტომბერი 2019 10:21
2
მხოლოდ პირველ ტაიმს ვუყურე და არ შემცდარვარ, ტკბილად დავიძინე))
leonsio
16 ოქტომბერი 2019 10:20
3
თქვენი ადგილია ესტონეთთან, ანდორასთან, ლიხტენშტეინთან, ლუქსემბურგთან და ა. შ.
xx
16 ოქტომბერი 2019 10:19
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული