ვლადიმირ ვაისი: კონცენტრაცია დავკარგეთ - გაგვიმართლა

AutoSharing Option
ევროშესარჩევ ტურნირზე გიბრალტართან ნამატჩევს (3:2) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა. ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვასა და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი
დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.

გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
ამდენი წელია ტიპი გუნდს წვრთნის და ერთი-ორი შემტევი კომბინაცია ვერ დააყენა გუნდში რომ გუნდურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ვინმე გადიოდეს დასარტყმელად კარის მიმართულებით, ირლანდიასთან ბურთი ჩვენ გვეჭირა და მთელი მატჩი კარში ვერ დავარტყით!...
გულშემატკივარი
08:59 16-10-2019
8
ქართველები რათქმაუნდა ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ჩვენს ნაკრებს კარგია თუ ცუდია ჩვენია და ეს გვყავს მაგრამ როცა ასეთ თამაშს ხედავ გულშემატკივარს ხომ უნდა სცე პატივი ხომ არსებობს რაღაცა ღირსება თავმოყვარეობა გიბრალტარი რო შეგიტევს 7 ჯერ კარში დაგირტყავს კუთხურებს მოგიწვდის და 2 გოლს გაგიტანს ამის მერე მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი გამიჩნდა იმის, რომ საქართველოს ნაკრები დაძლევს თუ არაა ბელარუსის ბარიერს, მთელი ქვეყნის ოცნება, რომ ერთხელ მაინც გავიდეს გუნდი რომელიმე ჩემპიონატზე 30 წელია ამას ელოდება ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთს თამაში ისწავლა ყველაამ მსოფლიოში ჯუჯა სახელმწიფოებიც კი უკვე შედეგებს დებენ ასეთ თამაში, რომ ვხედავ გული მტკივაა ესაა ქართველი გულშემატკივრის შეურაწყობა რომელიც თვეობით ელოდება ნაკრების თამაშს და ვაიი ასეთ მოგებას და ვაიი ასეთ 3 ქულას. ახლა იტყვიან "გამპრავებლები" გიბრალტარმა სომხეთს მოუგოოო რაში გვაინტერესებს ჩვენ ახლა სომხები ირლანდია კიდე რომ გახადეს გრანდი 11 თამშიდან ერთი რომ ვერ მოვუგეთ
სანამ ტყუილში ვიცხოვრებთ ყველაფერზე თვალს დავხუჭავთ და ვიტყვით "არაუშავს"
მაქამდე არაფერი არ გვეშველება.
Giorgi
13:59 16-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული