რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

AutoSharing Option
კოსოვოს ნაკრები ახალი თავსატეხია ჩვენთვის და ამ გამოცანა ნაკრებს, შეუძლია უბრალოდ ქართული საფეხბურთო ოცნებები წაგვართვას. გვაწყობს თუ არა კოსოვოს გასვლა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან?

ჯგუფური ეტაპი

კოსოვო ჯგუფში მესამე ადგილზეა, 4-ქულიანი სხვაობა აქვს ინგლისთან და 1-ქულიანი ჩეხეთის ნაკრებთან. ამ უკანასკნელს კი 14 ნოემბერს ესტუმრება და არავინ იცის პლზენში რა მოხდება.

მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოსოვომ შინ ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თუ კოსოვომ სენსაცია მოახდინა, ჩეხებს ფინალური მატჩისთვის კვლავ ექნებათ შანსი რადგან ბულგარეთს ესტუმრებიან, ხოლო კოსოვო ინგლისს მასპინძლობს.

თუ კოსოვო ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევის ჯგუფიდან გავა, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგი შეხვდება. თუმცა თუ ამ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, ლუქსემბურგიც და ბელარუსიც ერთი დონის ნაკრებები არიან, ჩვენთვის კი არანაირი ცვლილება არ იქნება.

მაგრამ ფინალში სავარაუდო მეტოქედ კოსოვო გამოირიცხება, რა გუნდია კოსოვო?

კოსოვოს ნაკრები

ნაკრები, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, გუნდი რომელსაც თავიდან შეთამაშების პრობლემა აწუხებდა, ნელ-ნელა შედგა საკმაოდ ძლიერ ძალად.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ კოსოვოს ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიის ნაკრებს. ირლანდიის ნაკრებს კი უბრალოდ ვერ ვუგებთ...

კარებში "ნოტინგამ ფორესტის" (ოფიციალური მესაკუთრე "მანჩესტერ სიტი") 20 წლის მეკარეს არიანეტ მურიჩსა და "ტორინოს" სათადარიგო მეკარეს სამირ უიკანს შორის არის კონკურენცია.

დაცვაშიც საკმაოდ კარგი გუნდებიდან ჰყავთ ფეხბურთელების არჩევანი: იტალიური "ვერონას" ფეხბურთელი ამირ ბრაჰმანი, შვეიცარიული "ციურიხიდან" მირლინ კრეჟიუ, ჰოლანდიური "ჰეერენვენიდან" იბრაჰიმ დრესევიჩი, მეორე ბუნდესლიგიდან "სანდჰაუზენის" მარცხენა მცველი ლეართ პაქარადა, ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" ფლორენ ჰადერგიონაი.

ცენტრალურ და საყრდენ ნახევარდაცვას აკომპლექტებს: იტალიური "ლაციოდან" ვალონ ბერიშა, შვეიცარიული "ლუცერნიდან" იდრიზ ვოცა და "ციურიხიდან" ჰაკურან კრეჟიუ.

ყველაზე ძლიერი ამ ნაკრებში შემტევი ნახევარდაცვაა: კოსოვოელია გერმანული "ვერდერის" ერთ-ერთი ლიდერი მილოტ რაშიცა, "ჰანოვერის" ფლორენტ მუსლია და "სანდჰაუზენის" ბესარ ჰალიმი, ფრანგულ ლიგა 1-ს წარმოადგენს "რეიმსის" ფეხბურთელი არბერ ზენელი, ინგლისური "სუონსის" ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა, შვეიცარიული "ბაზელის" ედონ ჟეგროვა და ა.შ.

თავდამსხმის უპირობო ლიდერია, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი ვედათ მურიქი, რომელმაც კოსოვოს ნაკრებში უკვე 8 გოლი გაიტანა.

ნაკრებს წვრთნის მუდამ მხიარული შვეიცარიელი ბერნარდ შალანდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოცდილება აქვს, თუმცა სამწვრთნელო კარიერაში საერთაშორისო დონეზე თითქმის არაფრისთვის მიუღწევია.

კოსოვოს ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 73,28 მილიონი ევროთი არის შეფასებული

ერთა ლიგა

ჩვენ ტრადიციულად შორსა ვართ, იმ შედეგისგან როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგა კი ჩვენი საფეხბურთო ოცნების ასასრულებლად შანსი გამოდგა, მაგრამ...

მაგრამ კოსოვო საკმაოდ დიდი და მზარდი საფრთხეა. რა თქმა უნდა სასურველია, ჩეხეთის ნაკრები დაამარცხონ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხონ.

სხვა შემთხვევაში კი მოლოდინზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია...

მკითხველის კომენტარები / 30 /
სერთაშორისო სამართლის წესით, კოსოვოსთან ჩვენ არ შეგვიძლია თამაში,იმ მიზეზით, რომ საქართველო ამ "ქვეყანას" არ ცნობს. იგივეა, სერბეთი რომ აფხაზეთის ნაკრბს ეთამაშოს. თუ ფიფა/უეფამ სომხეთი/აზერები, უკრაინა/ღორუსეთი გამრიცხა, ჩვენ ფედერაციას დროზე უნდა დაეჭირა თადარიგი და აგვეცდინა ეს სიტუაცია. გვიან არც ახლაა. ვიზაც კი ვერ/არ უნდა გაიცეს მათ მოქალაქეზე.
ლეონტი
27 ოქტომბერი 2019 22:54
3
რა სისულელეა ეგ შედარება, როგორ უნდა ავიცილოთ კოსოვოსთან თამაში?დ ან რუსეთი და უკრაინა რა შუაშია? რა მაგალითად ევროპის ჩემპიონატის ფინალში უტოპიაა, მარა რომ გავიდეს რუსეთი და უკრაინა აღარ ჩატარდება ფინალი?დდდ
Kkk
27 ოქტომბერი 2019 23:40
2
თქვენ ვერ გავიგე საქართველოს ჟურნალისტები ხართ თუ კოსოვოსი ან რომელი გრანდი კოსოვო გყავთ და თუ ესე შიშით ეთამაშები მასე გიბლარტართანაც კინაღამ წავაგეთ და რო ამბობთ და ესე აკნინებთ ეს ჩვენი ნაკრებია და რა რეალობას წერთ და რა ირლანდიას ჯობიაო ჩვენც ვაჯობეთ ირლანდიას ბოლო თამაშში კი იბრიქებოდნენ
სამ ქულას წავიღებთო და წაიღეს?ისეთი ორი ქულა დაკარგეს დატოვებს ევროპის მიღმა და თქვენ რაც შეგეხებათ პოზიტივი უნდა წეროთ და არა ესეთები და მეორე კიდე კოსოვოსო რო წერთ ჯერ ბელორუსიას გავცდეთ ესაა რეალობა.თუ კოსოვოს ვერ უგებ და მასთან თამაშის გეშინია რაღა გინდა დიდ ფორუმზე დავუთმოთ მაშინ გზა ყაზახებს ჩვენს მაგივრად
თემური
27 ოქტომბერი 2019 21:02
5
winazec davwere kosovo dzalian karg fexbirts tamashobs magram kosovo ebropaze erterti yvelaze susti gundi iqneba da tuar davamarcxet mashin chveni adgili evropaze ar yofila. jer pirveli gadavlaxot da mere mere vifiqrot kosovo iqneba tu sxva
wr
27 ოქტომბერი 2019 20:58
0
არა პრობლემები მართლაც, მაგალითად დაცვის ცენტრი, რომელიც ყველაზე საიმედო გვეგონა ახლა არც თუ ისე საიმედოა, კვირკველია და ხოჭოლავა სკამზეა, კაშია სანამ გაქაჩავს არავინ იცის ასაკშია მაიც. გრიგალავას ტაბიძეს და დვალს არაფერს ვერჩი მარა რამდენათ ეყოფათ კლასი მაღალ დონეზე არ ვიცი, სხვა პოზიციებზე კი სულ იყო პრობლემა. თუმცა ჩაკვე თუ ფორმაში შევიდა შანსებს მაინც 50-50 ზე განვიხილავ.
Kkk
27 ოქტომბერი 2019 20:41
0
თუ კოსოვოს გვეშინია ევროპირველობაზე საერთო რა გვინდა.ჩვენი პრობლემა თავშია და არა საფეხბურთო დონეში.ყველა ფასები პირობითია და რეიტინგებიც ასევე.აი მწვრთნელი ნამდვილად საშალოზე დაბალი დონისაა,მაგრამ ახლა გამოცვლა ნამდვილად არ ღირს.თუ ჩაკვეტაძეც დაგვემატა მაშინ ნახავთ ბევრად უფრო გაზრებულად ვითამაშებთ შეტევაში.თუ გეშინია და გინდა გამარჯვება აუცილებლად დამარცხდები.ბოლოს და ბოლოს ხომ არ გვესვრიან გავიდეთ და ვითამაშოთ,წაგება ჩვენთვის უცხო ხილი არაა, აი მოგებებს კი უნდა მივეჩვიოთ!
gia jashi
27 ოქტომბერი 2019 20:32
0
თუ კოსოვოს გვეშინია ევროპირველობაზე საერთო რა გვინდა.ჩვენი პრობლემა თავშია და არა საფეხბურთო დონეში.ყველა ფასები პირობითია და რეიტინგებიც ასევე.აი მწვრთნელი ნამდვილად საშალოზე დაბალი დონისაა,მაგრამ ახლა გამოცვლა ნამდვილად არ ღირს.თუ ჩაკვეტაძეც დაგვემატა მაშინ ნახავთ ბევრად უფრო გაზრებულად ვითამაშებთ შეტევაში.თუ გეშინია და გინდა გამარჯვება აუცილებლად დამარცხდები.ბოლოს და ბოლოს ხომ არ გვესვრიან გავიდეთ და ვითამაშოთ,წაგება ჩვენთვის უცხო ხილი არაა, აი მოგებებს კი უნდა მივეჩვიოთ!
gia jashi
27 ოქტომბერი 2019 20:31
0
ბელარუსი ბევრად უფრო ძლიერი გუნდია, ვინემ ლუქსემბურგი...
tngh
27 ოქტომბერი 2019 20:08
2
პრობლემაა რეალობიდან მოწყვეტა, ჰაერზე გვინდა რაღაცეები, სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების დონე დაბალია, ასე ევროპაზე ვერ მოვხვდებით, ბელარუსს თუ გავცდით, უფრო მეტი სასწაული მერე უნდა მოხდეს! მოხდება კი?... ყველა კარგ ფორმაში უნდა იყოს და თანაც კარიერაში საუკეთესო თამაში უნდა აჩვენონ... დაიჯერებთ ამას?...
გუსანი
27 ოქტომბერი 2019 19:16
7
რეალობას მოწყდით და მიწაზე დაეშვით,კოსოვო რათ უნდა ჩვენს გუნდს,თუ ლუქსენბურგს მოვუგეთ ეგაც დიდი მიღწევა იქნება,სამწუხარო რეალობაა.
Faust
27 ოქტომბერი 2019 17:33
20
ლუქსემბურგი ჰქვია იმ ქვეყანას!
aburjga
27 ოქტომბერი 2019 18:13
1
კაით რა ნუ ვიშვიშებთ რა თუ კოსოვოს ვერ მოუგებთ ევროპაზე, რაღა გვინდა სირცხვილის საჭმელად? თუ კოსოვოსთან ასე უშანსოდ ვართ მაშინ ევროპაზე, ლესტერმა, რომ საუთჰემპტონს დამართა დაახლოებით ის მოგვივა და ასეთ გასვლას მე პირადათ არ გასვლა მირჩევნია.
Mmm
27 ოქტომბერი 2019 15:31
4
რაც მე კოსოვოს თამაში ვნახე,მობილური,გამტანი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზეც ექნება ქულების აღების შანსი,ჩვენგან განსხვავებით.ნამდვილად არ ველოდი,ისე გამართულად თამაშობენ და არც გამძლეობაში აქვთ პრობლემები.
სოსო
27 ოქტომბერი 2019 19:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული