რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

AutoSharing Option
კოსოვოს ნაკრები ახალი თავსატეხია ჩვენთვის და ამ გამოცანა ნაკრებს, შეუძლია უბრალოდ ქართული საფეხბურთო ოცნებები წაგვართვას. გვაწყობს თუ არა კოსოვოს გასვლა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან?

ჯგუფური ეტაპი

კოსოვო ჯგუფში მესამე ადგილზეა, 4-ქულიანი სხვაობა აქვს ინგლისთან და 1-ქულიანი ჩეხეთის ნაკრებთან. ამ უკანასკნელს კი 14 ნოემბერს ესტუმრება და არავინ იცის პლზენში რა მოხდება.

მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც კოსოვომ შინ ჩეხეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. თუ კოსოვომ სენსაცია მოახდინა, ჩეხებს ფინალური მატჩისთვის კვლავ ექნებათ შანსი რადგან ბულგარეთს ესტუმრებიან, ხოლო კოსოვო ინგლისს მასპინძლობს.

თუ კოსოვო ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევის ჯგუფიდან გავა, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ნაცვლად ლუქსემბურგი შეხვდება. თუმცა თუ ამ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, ლუქსემბურგიც და ბელარუსიც ერთი დონის ნაკრებები არიან, ჩვენთვის კი არანაირი ცვლილება არ იქნება.

მაგრამ ფინალში სავარაუდო მეტოქედ კოსოვო გამოირიცხება, რა გუნდია კოსოვო?

კოსოვოს ნაკრები

ნაკრები, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, გუნდი რომელსაც თავიდან შეთამაშების პრობლემა აწუხებდა, ნელ-ნელა შედგა საკმაოდ ძლიერ ძალად.

შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ კოსოვოს ნაკრები არაფრით ჩამოუვარდება ირლანდიის ნაკრებს. ირლანდიის ნაკრებს კი უბრალოდ ვერ ვუგებთ...

კარებში "ნოტინგამ ფორესტის" (ოფიციალური მესაკუთრე "მანჩესტერ სიტი") 20 წლის მეკარეს არიანეტ მურიჩსა და "ტორინოს" სათადარიგო მეკარეს სამირ უიკანს შორის არის კონკურენცია.

დაცვაშიც საკმაოდ კარგი გუნდებიდან ჰყავთ ფეხბურთელების არჩევანი: იტალიური "ვერონას" ფეხბურთელი ამირ ბრაჰმანი, შვეიცარიული "ციურიხიდან" მირლინ კრეჟიუ, ჰოლანდიური "ჰეერენვენიდან" იბრაჰიმ დრესევიჩი, მეორე ბუნდესლიგიდან "სანდჰაუზენის" მარცხენა მცველი ლეართ პაქარადა, ინგლისური ჩემპიონშიპის "ჰადერსფილდიდან" ფლორენ ჰადერგიონაი.

ცენტრალურ და საყრდენ ნახევარდაცვას აკომპლექტებს: იტალიური "ლაციოდან" ვალონ ბერიშა, შვეიცარიული "ლუცერნიდან" იდრიზ ვოცა და "ციურიხიდან" ჰაკურან კრეჟიუ.

ყველაზე ძლიერი ამ ნაკრებში შემტევი ნახევარდაცვაა: კოსოვოელია გერმანული "ვერდერის" ერთ-ერთი ლიდერი მილოტ რაშიცა, "ჰანოვერის" ფლორენტ მუსლია და "სანდჰაუზენის" ბესარ ჰალიმი, ფრანგულ ლიგა 1-ს წარმოადგენს "რეიმსის" ფეხბურთელი არბერ ზენელი, ინგლისური "სუონსის" ფეხბურთელი ბერსანტ ცელინა, შვეიცარიული "ბაზელის" ედონ ჟეგროვა და ა.შ.

თავდამსხმის უპირობო ლიდერია, "ფენერბაჰჩეს" ფორვარდი ვედათ მურიქი, რომელმაც კოსოვოს ნაკრებში უკვე 8 გოლი გაიტანა.

ნაკრებს წვრთნის მუდამ მხიარული შვეიცარიელი ბერნარდ შალანდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოცდილება აქვს, თუმცა სამწვრთნელო კარიერაში საერთაშორისო დონეზე თითქმის არაფრისთვის მიუღწევია.

კოსოვოს ნაკრები "ტრანსფერმარკეტზე" 73,28 მილიონი ევროთი არის შეფასებული

ერთა ლიგა

ჩვენ ტრადიციულად შორსა ვართ, იმ შედეგისგან როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან პირდაპირ გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ერთა ლიგა კი ჩვენი საფეხბურთო ოცნების ასასრულებლად შანსი გამოდგა, მაგრამ...

მაგრამ კოსოვო საკმაოდ დიდი და მზარდი საფრთხეა. რა თქმა უნდა სასურველია, ჩეხეთის ნაკრები დაამარცხონ და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხონ.

სხვა შემთხვევაში კი მოლოდინზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია...

მკითხველის კომენტარები / 30 /
ამაზე მეტი შანსი არ გევქნება! მადლობა ღმერთს მოგვეცა. თუ ეს არაღიარებული, გაუგებარი, ალბანური ანკლავი ვერ დაგვიძლევია, რაღატომ უნდა მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე? სირცხვილია! ვიღაცას ხომ უნდა მოვუგოთ? აბა მაშინ დაგვსვან ისე ჩემპიონატზე ან საერთოდ გვაჩუქონ ჩემპიონობა ბარემ
zuka
27 ოქტომბერი 2019 14:24
5
კაით რა ნუ ვიშვიშებთ რა თუ კოსოვოს ვერ მოუგებთ ევროპაზე, რაღა გვინდა სირცხვილის საჭმელად? თუ კოსოვოსთან ასე უშანსოდ ვართ მაშინ ევროპაზე, ლესტერმა, რომ საუთჰემპტონს დამართა დაახლოებით ის მოგვივა და ასეთ გასვლას მე პირადათ არ გასვლა მირჩევნია.
Mmm
27 ოქტომბერი 2019 15:31
4
რაც მე კოსოვოს თამაში ვნახე,მობილური,გამტანი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზეც ექნება ქულების აღების შანსი,ჩვენგან განსხვავებით.ნამდვილად არ ველოდი,ისე გამართულად თამაშობენ და არც გამძლეობაში აქვთ პრობლემები.
სოსო
27 ოქტომბერი 2019 19:47
1
არაფერი გუნდი არაა არც ბელორუსია ,არც კოსოვო და არც მაკედონია,ნუ ვიშვიშებთ დავამარცხებთ კოსოვოსაც,ის ხომ გერმანია ან საფრანგეთი არ არის,ხომ დავამარცხეთ ხორვატია ,რომ მოინდომეს,არც მაშინ გვყავდა რაიმე განსაკუთრებული გუნდი....მთავარია ძალიან მოინდომო და ყველაფერი გამოვა
kuki
27 ოქტომბერი 2019 13:43
7
თქვენ ვერ გავიგე საქართველოს ჟურნალისტები ხართ თუ კოსოვოსი ან რომელი გრანდი კოსოვო გყავთ და თუ ესე შიშით ეთამაშები მასე გიბლარტართანაც კინაღამ წავაგეთ და რო ამბობთ და ესე აკნინებთ ეს ჩვენი ნაკრებია და რა რეალობას წერთ და რა ირლანდიას ჯობიაო ჩვენც ვაჯობეთ ირლანდიას ბოლო თამაშში კი იბრიქებოდნენ
სამ ქულას წავიღებთო და წაიღეს?ისეთი ორი ქულა დაკარგეს დატოვებს ევროპის მიღმა და თქვენ რაც შეგეხებათ პოზიტივი უნდა წეროთ და არა ესეთები და მეორე კიდე კოსოვოსო რო წერთ ჯერ ბელორუსიას გავცდეთ ესაა რეალობა.თუ კოსოვოს ვერ უგებ და მასთან თამაშის გეშინია რაღა გინდა დიდ ფორუმზე დავუთმოთ მაშინ გზა ყაზახებს ჩვენს მაგივრად
თემური
27 ოქტომბერი 2019 21:02
5
ჩემი აზრით მაკედონიასთან შეხვედრას ამათ შევხვდეთ ჯობია. მაინც ვერ გავა კოსოვე ვერ მოუგებენ გასვლას ჩეხებს. გავალთ ევროპაზე თუ ჩვენი ბიჭები ჯამრთელად იქნებიან და 100% დაიხარჯებიან. ჩაკვეტაძეც დაგვიბრუნდება
გოგა
27 ოქტომბერი 2019 12:29
4
აუ პანიკას ნუ თესავთ რა! მე უფრო ის მენიშნება ცუდად ბელორუსი რომ გავლილი გვაქვს. ჯერ მაგ თამაშზეა სრული კონცენტრაცია მოსახდენი!
პანჩო
28 ოქტომბერი 2019 04:40
1
და ბელარუსი ვითომ ასე ადვილად გავლილი გვაქვს?
:?
27 ოქტომბერი 2019 12:08
1
მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავ კოსოვო შეგვხვდება თუ მაკედონია. ჩვენი ნაკრების ვარსკვლავების ტრავმები რომ არა ჩვენი ნაკრების ღირებულება ეხლა დაახლოებით 65-70 მილიონი ევრო იქნებოდა. ქვილითაია ეღირებოდა 5 მილიონი, კვერკველია და ჩაკვეტაძე მინიმუმ 15-15 მილიონი, ოქრიაშვილი და ანანიძე 4-4 მილიონი, პაპუნაშვილი 2.5-3.0 მილიონი . ასე რომ გაზაფხულისათვის ძირითადის ფეხბურთელები თუ ფორმაში იქნებიან ჩვენი ნაკრები კოსოვოს ნაკრებზე ნაკლები არ უნდა იყოს ამას ისიც შეიძლება დაემატოს რომ ფინალიც თბილისში დაინიშნოს
იაგო
27 ოქტომბერი 2019 11:32
17
თუ კოსოვოს დარ გუნდებს ვერ ვუგებთ ევროპის ჩემპიონატზე რა გვესაქმება? კოსოვოსაც უნდა მოვუგოთ და მისზე ძლიერსაც
რამაზ
29 ოქტომბერი 2019 00:08
0
დაუჯერებლად რატო ჟღერს :დ, ირლანდიაზე ბევრად უკეთესი გუნდია კოსოვო, და კარგი იქნება თუ აგვცდება, უბრალოდ გამოუცდელი გუნდია, მაინც შესაძლებელია ერთ კონკრეტულ თამაშში მოვუგოთ.
გუგა
27 ოქტომბერი 2019 11:33
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული