ხორვატიამ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა - მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს პულაში ხორვატიას ამხანაგურ მატჩში შეხვდება. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები რიეკაში ჯერ სლოვაკებს უმასპინძლებენ, შემდეგ კი - ჩვენს გუნდს და მათმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა შემადგენლობა გამოაცხადა.

მეკარეები: ლოვრე კალინიჩი (ასტონ ვილა), დომინიკ ლივაკოვიჩი (დინამო), სიმონ სლუგა (ლუტონი)

მცველები: ტინ იედვალი (აუგსბურგი), მატეი მიტროვიჩი (ბრიუგე), ბორნა ბარიშიჩი (რეინჯერსი), კარლო ბარტოლეცი (კოპენჰაგენი), დუიე კალესტა-ცარი (მარსელი), მილე შკორიჩი (ოსიეკი), დარიო მილნიაკი (რიზესპორი), დინო პერიჩი (დინამო)

ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა), მატეო კოვაჩიჩი (ჩელსი), მარცელო ბროზოვიჩი (ინტერი), მილან ბადელი (ფიორენტინა), მარიო
პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა)

თავდამსხმელები: ივან პერიშიჩი (ბაიერნი), ანდრეი კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ანტე რებიჩი (მილანი), იოსიფ ბრეკალო (ვოლფსბურგი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო), მილან ორსიჩი (დინამო)

სათადარიგოები: მარკო როგი (კალიარი), ფილიპ ბრადარიჩი (ჰაიდუკი), მარინ ლეოვაცი (დინამო), იოსიპ იურანოვიჩი (ჰაიდუკი)

საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან ორი მატჩი აქვს ჩატარებული: 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში 1:0 მოუგო, ხოლო სპლიტში 1:2 დამარცხდა.

პულის "ალდო დროსინას" სტადიონი, სადაც შეხვედრა გაიმართება, 9 800 მაყურებელს იტევს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტა გამაგებია, რას ღადაობთ? თუ არ მოგწონთ ნაკრები, ბიჭები, მოწინააღმდეგე, ვინ გაიძულებთ ან სტადიონზე წასვლას, ან მატჩის ტვ-ში ყურებას. რას ილანძღებით და რას შაყირობთ?
Alexandre
23:05 29-10-2019
0
სლოვაკეთს მოუგებენ ოფიციალურ თამაშს და არამგონია ჩვენთან გაიგიჟონ თავი. ფრე იქნება ეს თამაში.
გოგა
22:18 29-10-2019
0

სიახლეები პოპულარული