გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში თუ ლეგიონერი ბურთს კარგად გააგორებს, შემდეგ აუცილებლად იწყება საუბარი მის ნატურალიზებაზე. ეს ხშირად არათუ ნაკრების გაძლიერებითაა განპირობებული, არამედ ინტერესით, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელის, ჯოვინო ფლამარიონის გაქართველებაზე, რომელიც საქართველოში მესამე წელს ატარებს. მოგეხსენებათ, ხუთი წელია საჭირო, რათა ფეხბურთელმა ქართული პასპორტის აღება შეძლოს.

ჯოვინო არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი. გვახსოვს, ალბათ, აბაიომი ოვონიკოკო, თუ როგორი ზარ-ზეიმით გადავეცით ნიგერიელს საქართველოს პასპორტი. თუმცა ოვონიკოკომ "გაგრაში" კარგი ასპარეზობის შემდეგ ვერც
"ზესტაფონში" ითამაშა, შემდეგ უცხოეთშიც ვერ ააწყო კარიერა, ბოლოს პორტუგალიის ქვედალიგელ "მირანდელაში" იყო და მას შემდეგ მისი საფეხბურთო კვალი იკარგება...

ცოტა დააკლდა გაქართველებამდე თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ყოფილ მცველ რენე ფერეირა დოს სანტოსს. ბრაზილიელ ფეხბურთელს საქართველოში ყოფნა კიდევ ნახევარი წელი ესაჭიროებოდა, რომ მოქალაქეობა მიეღო. მის ნაკრებში თამაშზე აქტიურად საუბრობდა მაშინდელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე და გულშემატკივართა უმრავლესობა ფიქრობდა, რომ მას საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა.

რენემ საქართველოს შემდეგ ბრაზილიის ჩემპიონატში დიდი პერიოდი დაჰყო და ამჟამად პორტუგალიის ჩემპიონატის კლუბ "მარიტიმუში" გამოდის, ოღონდ შეცვლილი ამპლუით, ის საყრდენი ნახევარმცველია.

altმკითხველთა უმრავლესობის აზრით, რენე ფერეირამ საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს

30 წლის იყო ჩისკო მუნიოსი, როდესაც თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. მალევე დაიწყო მის ნატურალიზებაზე საუბარი. თვითონ ფეხბურთელიც ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა, თუმცა 30 წლისა და 35 წლის ჩისკო - ეს სხვადასხვა მოცემულობა უნდა ყოფილიყო, თანაც ოთხ წელიწადში საქართველო დატოვა და 35 წლისამ კარიერა დაასრულა.



მაშინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამაც ამ აზრს დასცინა:

"კარგით რა, ხალხნო. რა ჩისკო... გადახედეთ ქართული ფეხბურთის ისტორიას, როგორი ფეხბურთელები გვყავდა. რომელ ჩისკოზეა ლაპარაკი. თანაც, წესებით, უცხოელი 5 წელი უნდა თამაშობდეს შენს ქვეყანაში, ნაკრებში გამოსვლის უფლება რომ დართონ. ეს დრო რომ გავა, ჩისკო თითქმის ჩემი ტოლი იქნება...".

გვინდა თუ არა ჯოვინო ნაკრებში?

23 წლის ბრაზილიელი საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაშობს, თუმცა ვერ ვიტყვით, საუკეთესოაო. მაგრამ მისი ასაკიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე ფიქრიც. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელები ჭირს, არავინ იცის, მომავალში ეს ფეხბურთელი როგორ ითამაშებს. შეიძლება ოვონიკოკოს გზა გააგრძელოს ან კარგი კარიერა აიწყოს.

თანაც, რას ვკარგავთ? არაფერს. უბრალოდ საკითხავია, რამდენად შეძლებენ ბათუმელები დანარჩენი ორი წელი მის შენარჩუნებას? მოგეხსენებათ, ბრაზილიელს ამ ზაფხულსაც სურდა აჭარიდან აბარგება, მას ამჟამად ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე პრაღის "სლავია" ეპატიჟებოდა. ხოლო ბათუმელებმა მისი შეჩერება კონტრაქტით შეძლეს.

ბრაზილიელს "დინამოსთან" 2021 წლის ბოლომდე აკავშირებს კონტრაქტი, 5 წელი კი ორი თვის შემდეგ უსრულდება, 2022 წლის თებერვალში.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ნუ ვეძებთ მიზეზებს ვის და რატომ უნდა, ან მოუნდება როდისმე საქართველოს ნაკრებში თამაში. ადამიანი თუ შენი დროშის ქვეშ გამოდის შენს გვერდში ეს პატივსაცემია და დასაფასებელი. ჩვენ ყველას მათ მადლობა უნდა უთხრათ და პატივი ვცეთ. ასეთები ჩვენ ახლაც გვყავს სპორტში და სულ ახლა ხანს გვასახელა უკრაინელმა ძალოსანმა. მე მივესალმები ყველა სპრტში თუ ვინმე ჩვენს დროშით გამოვა და დიდი მადლობელი ვიქნები მათი. ეს იგივია ომში ჩვენს გვერდში დადგეს და იომოს ჩვენი დროშის ქვეშ.
Geo_Dinamo
17:35 30-10-2019
18
ქეცბაია რა კაცია ;დდ მევასება იმენა ;დდდდდდდ
ბაჩო
16:23 30-10-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული