საქართველოს ნაკრები სამზადისს გერმანიაში შეუდგა - ანანიძე და ტაბიძე ვერ ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადება 11 ნოემბერს დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი შვეიცარია-საქართველოს მატჩის მასპინძელი ქალაქის, სენტ გალენის სიახლოვეს, გერმანიის ქალაქ ბად ვურისოფენში იმყოფება, სადაც სამი დღე დარჩება.

საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 13 ფეხბურთელი იყო. საკლუბო მატჩების გამო ლეგიონერების ნაწილი სავარჯიშო პროცესს 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

ვლადიმირ ვაისის მიერ გასულ კვირას დასახელებულ სამატჩო შემადგენლობას ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჯანო ანანიძე და ჯიმი ტაბიძე შვეიცარიასთან და ხორვატიასთან დაგეგმილ შეხვედრებს
გამოტოვებენ. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, იძულებითი ცვლილებების შემდეგ საქართველოს ნაკრებს თბილისის "საბურთალოს" წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საწვრთნელი შეკრების პირველ ვარჯიშზე:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები:
გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ხორვატიის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი), გიორგი რეხვიაშვილი (საბურთალო, თბილისი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი)

მატჩების განრიგი


15 ნოემბერი. შვეიცარია - საქართველო. 23:45 (თბილისის დროით)
19 ნოემბერი. ხორვატია - საქართველო. 21:00 (თბილისის დროით)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხორვატია ჩვენი მსგაცსი ქვეყანაა, მაგრამ ნახეთ როგორი გულიანი ფეხბურთელები არიან, ამხანაგურსაც კი არ აცდენენ მოდრიჩი, რაკიტიჩი და სხვები..... არ ჟობია ახალგაზრდები ათამაშო? ზარანდია, არაბიძე, ვისაც მართლა უნდა ნაკრებში თამაში!
0
ასეთ თამაშებზე მეტი შანსი უნდა ეძლეოდეს რეზერვს,ვისაც ნაკლებად ეძლევა ნაკრებში თამაშის შანსი და არა ერთიდაიგივე (სასტავს) ფეხბურთელებს
იკა
16:38 12-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული