საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ისე ვინმე თუ ნახეთ ჩვენი მარცხენა ფლანგი დან შეტევა? ხოჭოლავას ვერ მოთხოვ მაგას და გრიგალავა უნდა დაეყენებინა მემარცხენეა კაცი ბოლობოლო,მთელი მარცხენა კრაი იყო პარალიზებული და ბატონობდა ლიხშტაინერი,შემოუშვი რა ბოლო 30 წუთი დასვენებული ნავალოვკის და დატვირთე ეს კრაი,რატო ტანჯავ ხალხს:(( მთლიანობაში კარგი იყო მაგრამ თანამედროვე ფეხბურში დღეს განაპირა მცველების აქტიურობააა როგორც მათ ყავდათ სულ საქმეში როდრიგესი და ლიშტაინერი..
ლევანი
19:01 16-11-2019
0
წავაგეთ ისევ? რატომ გიკვირთ? ეს მწვრთნელი აზრზე არ არის და ყველა ხედავს. ადამიანი შეცვლას ვერ აკეთებს დროულად და ვერც ხვდება ვინ არის გამოსაცვლელი. დღეს არიან ფეხბურთელები და თამაშიც შეუძლიათ, ვაი ვაის და ვუი ჩვენ. ძურიკო ძალიან მომეწონა, ნიჭიერი ბიჭია და იმედია კიდევ გააუმჯობესებს თამაშს. შენგელიას კიდევ ბევრი შეუძლია, სამწუხაროდ დროულად პასი ვერ გააკეთა ბევრჯერ და უაზროდ რაგბის კარებში ურტყა, თან მეორე თაიმში დაღლილი სცანდა. ბევრჯერ წინ წასულები უკან მოლასლასებდნენ მოედნის შუამდე.ლორიამრიამ ბევრჯერ გადაგვარჩინა. მაგრამ, ფეხბურთელი ხარ და ფეხით ბურთს ურტყამს თიათქოს თავისი ფეხები არ იყოს. ნასესხები აქვს? არ შეიძლება ასე ადვილად მიაღებინო მოწინააღმდეგეს ბურთი მოედნის არც ერთ მონაკვეთში და ყვითლი ბარატებიც მიიღეს პოზიციის დაკარგვის და დაგვიანების გამო.
niko
17:52 16-11-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული