საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან დაძაბულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 ნოემბერს, ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე ტურში საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთათვის ამ შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, სტუმართათვის კი სატურნირო თვალსაზრისით არანაირი, ამდენად ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალნი იყვნენ და საინტერესო იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს.

როგორც მოსალოდნელი იყო, შვეიცარიამ თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტია და ლორიამ ორჯერ მოიგერია ბურთი. მე-18 წუთზე კი სწრაფი კონტრიერიშისას წაქცეულმა ქვილითაიამ ბურთი ძელს გაარტყა. ამას პეტკოვიჩის შეგირდების შეტევა მოჰყვა და ლორიამ პირისპირ გასულ აიეტს არ დაანება გოლის გატანა, 39-ეზე ელვედის თავური ცარიელი კარიდან კიტეიშვილმა გამოიტანა და პირველი ტაიმი
0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შვეიცარიამ კვლავ დაიწყო ჩვენს კარზე იერიშების მიტანა და როდრიგესის შორიდან დარტყმული ლორიამ მოიგერია, ხოლო საპასუხო შეტევებისას შენგელიამ სამჯერ ვერ უწია მიზანს. უნდა ითქვას, ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად მოქმედებდა და მეტოქე მომენტებს იშვიათად ქმნიდა.

მერე ყაზაიშვილმა ააცილა ბურთი კარს, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი ზომერმა მოიგერია - ვერ გაიტან გაგიტანენო და იტენმა ანგარიში თავურით გახსნა. არადა, ჩვენი გუნდი პირველ ტაიმთან შედარებით უკეთ თამაშობდა.

88-ე წუთზე ყაზაიშვილი ორ მცველს გასცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და წავაგეთ.

სენტ გალენი. "კიბუნ-პარკი". 16 400 მაყურებელი
შვეიცარია - საქართველო 1:0
გოლი: იტენი (77)
შვეიცარია: ზომერი, ლიხტშტაინერი, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ფერნანდესი (სოუ 84), ზაკარია, ჯაკა, სტეფენი, ვარგასი (ფასნახტი 77), აიეტი (იტენი 71)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, გრიგალავა, კანკავა, კიტეიშვილი (პაპუნაშვილი 84), დავითაშვილი (გვილია 84), ყაზაიშვილი, შენგელია, ქვილითაია (ლობჯანიძე 82)

მკითხველის კომენტარები / 60 /
ვაისმა შეცვლები დააგვიანა
გიორგი ვარშავიდან
16 ნოემბერი 2019 02:02
2
დააგვიანა ??, რო შემოვიდნენ ის ათი წუთი სამივე ხო იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. .. ბურთზე ფეხი არ გაურტყამთ საერთოდ
Emiri
16 ნოემბერი 2019 03:32
5
გენაცვალეთ ბიჭებო, ფლეი ოფში ეგრე თუ ითამაშეთ ორივე თამაშს მივიგებთ. ამ წაგების არ მრცხვენია !
გიორგი ვარშავიდან
16 ნოემბერი 2019 02:01
6
რანაირი სტატიაა დაიბოღმეთ რომ საქართველოს ნაკრებმა ნორმალურად ითამაშა? თქვენც პირველი არხის კომენტატორები ხომ არ ხართ?
Semi
16 ნოემბერი 2019 01:56
8
ამათ დასაბოღმი რა აქვთ,რამოდენიმე ფეხბურთელის გარდა ჩასვრილები არიან,ისე ყველაზე მაგარი მიღწევა გრიგალავაა ნაკრებში,ჭამა სმის მინისტრია და ათამაშებ ასეთს,სწორედ ამიტომაა ვაისა რუსეთის ინტერესების გამტარებელი
semi-s
16 ნოემბერი 2019 02:20
23
ჩვენი ნაკრებები ვიღაცამ დაწყევლა
იდალგო
16 ნოემბერი 2019 01:56
7
მიღწევაა მინიმალური ანგარიშით დამარცხება თუ რა,,სანამ რუსეთის ინტერესებს გაატარებს ვაი ვაისი მანამდე გაუშვათ ეს კაცი,ზარანდიას არ იძახებს და ვიღაც დავითაშვილს რომ იძახებს ამას რა ახნა აქვს?
კაკო
16 ნოემბერი 2019 01:53
46
შენ ეტყობა ამ ზარანდიას ნათესავი ხარ , ვუყურებ მის თამაშებს სულით და გულით, მაგრამ არაა რა ისეთი როგორსაც იძახით, ეროვნული ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია.ვინც არ იცის ამ ბიჭის თამაში ეგონება მომავალი მესია და სხვაც ნუ შეგყავს შეცდიმაში
Emiri
16 ნოემბერი 2019 02:51
2
როგორი სანუგეშოა რო მინიმალური ანგარიშით დავმარცხდით :D :D
მიხო
16 ნოემბერი 2019 01:51
6
cudia roca vagegebt magram fexburtis tamashi rom shegvidzlia es albat yvel davinaxet...warmatebebi bichebs...
romandro
16 ნოემბერი 2019 01:50
1
ვლადიმერ ვაის! შენ აშკარად ქართველი გულშემატკივრის ნერვებზე თამაშობ. ასე მგონია სპეციალურად არ აკეთებ შეცვლებს, რომ ნერვები დაგვაწყვიტო!
...
16 ნოემბერი 2019 01:42
13
სასაწაულები არ ვართ მაგრამ ძლიერი გუნდებისთვის ძაან უხერხული მეტოქე ვართ, ბელარუსს რო მოვუგებთ დარწმუნებული ვარ , აი მერე კოსოვო არ ვიცი , ძაან სერიოზული ნაკრები ჩამოაყალიბეს
Emiri
16 ნოემბერი 2019 01:42
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული