ვლადიმირ ვაისი: შვეიცარიასთან მინიმუმ ერთი ქულის აღება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში ჩაატარა, იქამდე კი, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უპასუხა:

"ჩვენ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, შვეიცარიასთან მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის
იყვნენ.

რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილად შეიძლებოდა.შეცვლები რომ დროზე გაკეთებულიყო
სოსო
16:02 19-11-2019
0
მე კი ვიცი შენ და შენი მომყვანი რას იმსახურებთ, მაგრამ რომ დავწერო არ გამომიქვეყნებენ
llcl
11:49 19-11-2019
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული