საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ხორვატიასთან 1:2 წააგო.

უკანასკნელ შეხვედრებთან შედარებით, მწვრთნელებმა სერიოზულად გადაახალისეს სასტარტო შემადგენლობები. მასპინძელთა გუნდში სლოვაკეთთან ნათამაშები მხოლოდ 3 ფეხბურთელი დააყენა ზლატკო დალიჩმა, ხოლო ვლადიმირ ვაისმა - 4, რომლებიც შვეიცარიასთან ძირითადში იყვნენ. მოკლედ, წლის ბოლო მატჩში თავის გამოჩენის საშუალება უახლოეს რეზერვს მისცეს.

პულაში რამდენიმე დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და 8 923-იანი სტადიონი არ გაივსო. მივყვეთ ქრონოლოგიურად: პირველი სახიფათო მომენტი ჩვენმა გუნდმა შექმნა, როდესაც კაკაბაძე ფლანგზე მეტოქეს გაექცა, კარის წინ ჯიღაურს უპასა და მან შესანიშნავი მომენტი ვერ
გამოიყენა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძეს პერიშიჩი გასცდა და მაკარიძემ არ დაანება გოლის გატანა. მე-19 წუთზე კი პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დარტყმით დააწინაურა საქართველოს ნაკრები. აღსანიშნავია მეკარე კალინიჩის შეცდომა.

თუმცა მასპინძლებმა კაშიას ავტოგოლით მალევე გააყაიმეს ანგარიში, ხოლო შემდეგ პერიშიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

35-ე წუთზე გვილიას მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ლობჯანიძემ მეორე სართულზე კალინიჩი დაჯაბნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. მერე კაკაბაძემ ტრავმა მიიღო, შენგელიამ შეცვალა და თანაბარი პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

შესვენებაზე დალიჩმა 4 ცვლილება განახორციელა, გუნდი ორთავდამსხმელიან ტაქტიკაზე გადააწყო, უპირატესობას დაეუფლნენ და 53-ე წუთზე კაშიას შეცდომის შედეგად პერიშიჩმა თავურით მეორედ დალაშქრა მაკარიძის კარი. ცოტა ხანში როგმა თავით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება, რაღაცნირად ძალაგამოცლილად თამაშობდა, წვიმაც გაძლიერდა. რებიჩმა კაშია მოატყუა და ისევ მაკარიძემ გვიხსნა.

ბოლოს "ჯვაროსნები" შეტევაზე გადავიდა, მომენტიც შექმნა, მაგრამ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი რებიჩმა მოიგერია.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა, მეორე - უარესად. თავი ვერავინ წარმოაჩინა და წლის უკანასკნელი შეხვედრა წააგო.

პულა. "ალდო დროსინა". 5 072 მაყურებელი
ხორვატია - საქართველო 2:1
გოლები: 0:1 პაპუნაშვილი (19), 1:1 კაშია (25, საკ. კარში), 2:1 პერიშიჩი (53)

ხორვატია: კალინიჩი (სლუგა 46), მელნიაკი, სკორიჩი, იედვაი (კალეტა-ცარი 46), ბარტოლეცი (იურანოვიჩი 46), კოვაჩიჩი (ვლასიჩი 65), ბადელი, პაშალიჩი (პერიჩი 75), პერიშიჩი, ორსიჩი (როგი 46), რებიჩი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე (შენგელია 39), კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 80), ნავალოვსკი, გვილია (ქვილითაია 83), აბურჯანია, ჯიღაური, პაპუნაშვილი (კიტეიშვილი 65), ყაზაიშვილი (ხარაიშვილი 88), ლობჯანიძე (არაბული 50)

მკითხველის კომენტარები / 61 /
ეს კაცი დაგვღუპავს და შანსსს გაგვშვებინებს ხელიდან რო მოხვდეთ ევროპს ჩემპიონატზე გეუბნებით ეს არ არის დალგებული მწვრთნელი 2-1 გუნდი შემგყავს მცველი გრიგალავა და ბოლო წუტებზე შემგყავს ქვილათაია და ხარიშვილი გამრთლებულია ის რასაც ეს აკთებს საინტერესოა ფედრაცის თუ მსწონს როგორც იქცევა ვერ აცნობიერებს მგონი ეს კაცი რომ ეს არის ქვყნის გუნდი და არა თავისი თავის პირადი ამბციები და ჯიუტობა გვერდზე უნდა გადადოს და ცოტა თავი უნდა დახაროს ისე ნუ იზამთ რო ამ კაცს გადყვეს მთელი ფედრაციაა თორე მწარედ ინანებთ გაუზრებელი მწვრთნელი ერთი შეხვდრა დამსახელეთ რომლიც ამ კაცმა მოიგო გასგებია რო ერთა ლიგა მოვგეთ მაგრამ ოდნავ ძლიერ გუნდს როგორც კი ხვდება ეგრევე მისი სისტები ჩნდება გამრთლებელია რასაც ეს კაცი აკთებს განსკუთრები ცვლილებებზე სანმ ოქროშვილმა დედა არ აგინა მანმდე არ გაყვანა სტადიონიდან ეს ეპიზოდი გახსნეთ და მხვდები თუ რა ჯიტი და განთლებელი მწვრთვლი ყავს ნაკრებს
გიორგი
19 ნოემბერი 2019 22:59
13
ჯიღაური მომეწონა მაგრად!!! მიეცა შანსი და გამოიყენა კიდეც. ბრავო ბიჭებო!
ექსპერტი
19 ნოემბერი 2019 22:58
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული