ხორვატიასთან სტუმრად 1:2 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:
"საინტერესო ამხანაგური შეხვედრა გამოვიდა. მაღალი დონის მეტოქე გვყავდა. ხორვატიას ბევრი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობენ. თამაში კარგად დავიწყეთ, გოლიც გავიტანეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით, მაგრამ ორი გოლი გავუშვით და დავმარცხდით.
პირველ ნახევარში ჯიღაურს ჰქონდა გოლის გატანის 100-პროცენტიანი შანსი. 2-3 მომენტი მეორე ტაიმშიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ და ხორვატიამ 2:1 მოიგო. ვფიქრობ, რომ შეტევაში ცოტა გამოცდილება და ხარისხი დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
ბარემ ასე ეთქვა - მსაჯმა ჩასტვინა, გოლი გავიტანეთ, შეცდომები დავუშვით, მეტოქესგან ორი გოლი გავუშვით, მსაჯმა ისევ ჩასტვინა და თამაში დამთავრდა. წავაგეთ 2:1.
რეპორტაჟი მიჰყავდა ვლადიმერ ვაისს, ღამე მშვიდობის.