სად ხედავთ პროგრესს?! - საქართველოს ნაკრები, რომელიც მხოლოდ სუსტ გუნდებს უგებს

AutoSharing Option
ჯორჯ ბერნარდ შოუ ამბობდა, შეუძლებელია პროგრესი ცვლილების გარეშეო. ზუსტად პროგრესი და ცვლილებებია ის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნაკრების გარშემო ბოლო პერიოდია მუსირებს.

2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება - ასე დაასრულა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა D ჯგუფში ასპარეზობა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს გაასწრო.

ეს ის გიბრალტარია, სადაც მასწავლებლები და პოლიციელები თამაშობენ, მოედანზე კი მხოლოდ მაშინ გამოდიან, როდესაც სამსახურისგან თავისუფალი დრო აქვთ.

სად ვხედავთ პროგრესს? ნაკრებში ჯერ კიდევ კახა ცხა
დაძის მოსვლის პერიოდიდან საზოგადოება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული ნაკრები წინ წავიდა და უფრო გამართულ ფეხბურთს თამაშობს.
სფფ-ში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ცხადაძეს ნაკრები დაატოვებინეს. მიზეზი ის იყო, რომ კონტრაქტით ის საკმაოდ დიდ გასამრჯელოს იღებდა...

წავიდა ცხადაძე და მოვიდა ვაისი, მწვრთნელი, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრიც აკრიტიკებს და მის გაშვებას მოითხოვს.

საინტერესოა, იცით თუ არა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო 4 შესარჩევი ციკლი ისე დაამთავრა, რომ მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგო?..

ეს მოგებები ცალკე განხილვის თემაა... 4-ჯერ გიბრალტარს ვაჯობეთ, თითოჯერ კი კინკილა ბურთის სხვაობით მოვუგეთ სახლში ბელორუსსა და შოტლანდიას.

სად ხედავთ პროგრესს?! როდესაც შენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ მოყვარულ ფეხბურთელებს უგებს და ატარებს ისეთ შეხვედრებს, სადაც გააზრებული კომბინაციის ხილვაც კი სანატრელია, ეს არის პროგრესი?

ბოლო დროის ნათელი წერტილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგაა. ვაჯობეთ ყაზახებს, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და ფულის ხარჯვა არც ენანებათ, უბრალოდ ძალა აღმართს ხნავსო და ამ ქვეყანაში არ ჰყავთ იმ დონის ფეხბურთელებიც კი, რომლებიც თუნდაც ჩვენ გაგვიწევდნენ კონკურენციას.

ლატვიასა და ანდორაზე საუბარი ალბათ არც ღირს. ვისაც ფეხბურთის თამაში არ ეზარება, ამ ნაკრებებს მინიმალური ენერგიის ხარჯზეც ძალიან ადვილად ამარცხებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებიდან გამომდინარე, გამოდის ის, რომ ვუგებთ მოყვარულ, ძალიან დაბალი დონის და სუსტ ნაკრებებს.

ბრძოლას, ჟინს და თავდადებას არავის ვუკარგავთ, მაგრამ ნუთუ პროგრესად ითვლება ის, რომ მეთევზეებს და პოლიციელებს უგებ და შენზე სუსტ ნაკრებთან მხოლოდ ერთი ბურთით იგებ?!

ის გულშემატკივარი, რომელიც დღეს ნაკრებით ძალიან უკმაყოფილოა, კიდევ ბოლომდე თავს იმიტომ იკავებს, რომ წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია და იქნებ ევროპაზეც გავიდეთო...

რა დავინახეთ ერთა ლიგის წინ? - ვუმადლოდეთ უეფას, რომ სუსტი გუნდების წარმატებაზე ბოლო პერიოდში აქტიურად ზრუნავს და სხვადასხვა რეფორმაც გაატარა.

რომ არა ერთა ლიგის რეფორმა, ჩვენს ქვეყანას ევროპირველობაზე გასვლა კეთილ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდა.

აშკარად ჩანს, რომ ჩვენი ნაკრები არაა იმ დონეზე, რომ საშუალო ევროპულ გუნდებსაც კი ტოლ-სწორად ეთამაშოს.

კი ბატონო, შვეიცარიისა და დანიის ნაკრებებში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ირიცხებიან, მაგრამ ირლანდიის ნაკრებთან ბრძოლა და მისი გასწრება მაინც არ შეიძლებოდა?!

რამდენიმე დღის წინ გიორგი დევდარიანმა თქვა, სად ხედავთ პროგრესს, როდესაც ჩემპიონატში გუნდები იშლებიან, ფეხბურთელებს საჭმელსაც ვერ აჭმევენ და ხელფასს ვერ აძლევენო...

ქართული კლუბები ევროასპარეზზე ვერ გადიან, ჩემპიონატში წამყვანი გუნდი ("ტორპედო") იშლება, ნაკრები მხოლოდ მაჩანჩალა გუნდებს უგებს და ბოლო წლებია ამ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ მაინც ჯიუტად გავიძახით, რომ ქართული ფეხბურთი პროგრესირებს...

თავის მოტყუება ადამიანისთვის ყველაზე ადვილია. სტატიას კი ისევ ბერნარდ შოუს სიტყვებით დავასრულებ:

"წარმატება უშეცდომობას არ მოითხოვს, მაგრამ ითხოვს, რომ არ დავუშვათ ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ".

altგიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

altგიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

altრევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

altსაქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმი უილაჯოდ ჩაატარა და ხორვატიასთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
ვფიქრობ იმ შემადგენლობით რაც გვყვავს კიდე კარგად ვთამაშობთ. უნდა მოვთხოვოთ ჩვენს გეხბურთელებს ზოგადად მოინდომონ მეტი, ივარჯიშონ მეტი, რომ მოხვდნენ ევროპულ კლუბებში და იქ მოხვედრის მერე მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ, იყვნენ ძირითადში და მუდმივად პრპგრესირებდნენ. ძნელია ეთამაშო და მითუმეტეს მოუგო იტალიის გერმანიის ინგლისის ესპანეთის ჩემპიონატში ფეხბურთლებეის ნაკრებს, ყაზახეთი, საქართველო, აშშ დან მოკრებილი შემადგენლობით. ჩვენ უნდა გვინდოდეს მეტი ფეხბურთელი შტურმში, გენტში, ვიტესში, ლილში და მერე ნელნელა მილანში, აიქსში, მანჩესტერში, ბავარიასა თუ რეალში.
QT
20 ნოემბერი 2019 17:12
6
ისეთ კომენტარებს ვინც წერთ, რომ ამათი (ქართველი ფეხბურთელების) საშველი არ არის, ხორვატიას ვერ ვუგებთ, ამათგან არაფერი გამოვა და ა.შ. ნეტავ თვენ რას საქმიანობთ და როგორი პროფესიონალები ხართ საკუთარი საქმის? ხართ თუ არა დანიელ და შვეიცარიელ სპეციალისტებზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე საკუთარ პროფესიებში? რატომღაც მგონია, რომ - არა.
ემზარი
20 ნოემბერი 2019 16:58
15
მე ვარ და ვიცი ბევრია უკეთესიც, უნდა თავსაც და სხვებსაც მოვთხოვოდ პროფესიონალობა, ქვეყანა წინ რომ წავიდეს, ფეხბურთში ეს არ იგრძნობა, არ იგრძნობოდა ჩემ ბავშვობაში თამაშის დროსაც. იმიტომაც არ არის შედეგი. არ ეტყობათ დღევანდელ თაობასაც. ინდივიდუალურად 90-და 2000 იანები გაცილებით ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ ტაქტიკა და გუნდურობა არ ქონდათ.ფეხებს უფრთხილდებოდნენ. ბავშვებს უნდა მიხედონ, მათ მშობლებს და მასწავლებლებაცს , სწორედ აღზრდისთვის. აბა ამათგან შედეგს მე აღარ ველოდები. რისი ევროპაზე გასვლა ..! უფრო შევრცხვებით.. აგერ ხორვატების მწვრთნელმა ინანა, ამათთან ამხანაგური რამ ჩამანიშნინაო...?
გუსანი
20 ნოემბერი 2019 17:30
2
დიდი პროგრესი, რაც ვაისის დამსახურებაა და ამას არ ვუკარგავ არის შემდეგში: 1. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და ფეხბურთელები მეგობრულად და ლაღად არიან, რაც დიდწილად განაპირობებს თამაშის ხასიათს. 2. ნაკრებმა ძალიან კარგად ისწავლა დაცვიდან შეტევაში დინამიურად გადასვლა, სწრაფი პასებით. 3. ბურთს როგორც კი ვიღებთ ვფიქრობთ შეტევაზე, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა, რადგან ქართული ფეხბურთის საშIნელება იყო მუდმივად უკან პასები, ქეცბაიას დროს, იქამდეც სულ! 4. გამოიკვეთა სტაბილური ძირითადი ბირთვი, ფეხბურთელები გრძნობენ რომ თუ ძირითადში არიან, ესეიგი სამომავლოდაც აქვთ პერსპექტივა ნაკრებში და მეორე ტაიმის ბოლომდე სტაბილურად თამაშობენ , წყნარად. მინუსები კიდევ ყველაზე სამწუხარო რაც ამ კაცს აქვს არის: 1. საერთოდ ვერ გრძნობს როდის ტრიალდება თამაშის ხასიათი მისი გუნდის საწინააღმდეგოდ 2. ვერ ხვდება როდის და რა ცვლილება უნდა გააკეთოს, თან იმდენად მცდარია ხოლმე და დაგვიანებული მისი შეცვლები, რომ სრულიად აღმაშფოთებელია. ჩემთვის ძირითადათ ეს ორი მინუსი აქვს ნაკრებში მის მოღვაწეობას, რადგან ზარანდიას და არაბიძეს არ გამოძახება შესაძლოა გუნდში ატმოსფეროს გაფრთხილებაც იყოს, მაგრამ მეორე ტაიმის შეცვლების გაკეთების პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის ფარავს ყველა მის პლიუსს. თუ დაიყენებს გვერდით ვინმეს, ვისაც ანდობს მეორე ტაიმში შეცვლების გაკეთების დროს და ხასიათს დავტოვებდი ნაკრებში. რაც მთავარია ზედ ბელარუსის მატჩის წინ შეცვლაზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ ძალიან უცნაურია!!! აქამდე გაეშვათ ამ დალოცვილებს, ან ეხლა დატოვონ ცოტა ხანი. ზედ მატჩის დროს უშვებენ ?
გადასარევი გიორგი
21 ნოემბერი 2019 02:19
6
ფეხბურთელების, მენტალიტეტის პრობლემაა და მერე მწვრთნელის.... ამ გარემოში პროფესიონალი ( გამონაკლისებით ) როგორ გაიზრდება ? ყველა პირად გამორჩენაზეა და მერე საქმეზე, არადა პირიქით უნდა იყოს.ვისაც ეკუთვნოდა კარგი თამაში უმოტივაციოდ, უხალისოდ გადაადგილდებოდნენ მოედანზე, თუგინდ კაშია,ვაკო... არანაირი შევსება ნაკრებს არ ყავს. ახალგაზრდებზეც ფუჭი მოლოდინი მქონია, მაგ. თამაში მთავრდებოდა კუთხურს აწვდის მეტოქე, გეძინება ვერ საზღვრავ ჩაწოდების ტრაექტორიას, მერე გამოსწორებას მსაჯის დასანახად მაიკაზე მოქაჩვით ცდილობ-შედეგი 11 მეტრიანი და-წაგება. რას ერჩი მსაჯს?-დაბრმავდეს. მენტალიტეტს მიხედვა უნდა. სლოვაკებთანაც ხარისხი ვერ აჩვენეს. ჟონგლიორობით ვერ მოიგებ....
გუსანი
20 ნოემბერი 2019 17:10
2
უკანსკნელი წლებია(არამარტო ვაისის პერიოდში) ჯიუტად არ გვინდა სიმართლეს თვალი გავუსწოროდ და თავს ვიტყუებთ ან ცდილობენ მოგვატყუონ, რომ ჩვენი ფეხბურთის პროგრესი სახეზეა და ნელ-ნელა ვვითარდებით. ვისაც ახსოვს დამეთანხმება, რომ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის შემდეგ და მაშინდელი ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და შედეგების შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ ბეჯითად უკან-უკან მივდივართ. ნახეთ ძველი თამაშები და შედეგები ნაკრების და საკლუბო დონეზე თბილისის დინამოსი და ამაში დარწმუნდებით (ბულგარეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან, ინგლისთან გერმანიასთან და ა.შ. ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა და ა.შ.). ფაქტების-შედეგების-რეზულტატების საწინააღმდეგოდ რეალური საუბარი ძალიან ძნელია, რომ აღარაფერი ვთქვათ თამაშის ხარისხზე, თუ იმას რასაც ჩვენი ნაკრები აკეთებს საერთოდ შეიძლება, რომ თამაში ეწოდოს და არა ტანჯვა-წამება (თუ რათქმაუნდა მეთევზეებს და და მკერავებს არ ვეთამაშებით ისიც სახლში). ძვირფასო გულშემატკივრებო, მიუხედავად ამდენი ნეგატიური შედეგისა და თამაშის ხარისხისა (ხშირ შემთხვევაში, ძირითადად) რაც წლებია ნაკრების და კლუბებისგან მოდის (ბოლოს საბურთალომ "გვასახელა" არარატთან) მაინც სასწაულის მოლოდინში ვიმყოფებით და სულ ტყუილად. აღნიშნულის გათვალისწინებით, უდიდესი ალბათობით ერთა თასზე საბოლოვო წარმატებას ვერ მივაღწევთ, სამწუხაროდ !!!! და ძირითადი კითხვა ერთია: როდემდე?!
SOS! SOS! SOS!
20 ნოემბერი 2019 16:33
4
ბევრს წერენ ქართული სტილი გვინდაო. ეს ქართული ფეხბურთი რომელია, ერთი გამაგებინეთ?! შეტევა-შეტევა-შეტევა? 3-2-5, დუბლვეთი ითამაშონ? ერთში მართალი ხართ, ქეცბაია რასაც ათამაშებდა, ეს არ იყო ქართული ფეხბურთი, ეს საერთოდ არ იყო ფეხბურთი. თუმცა 10 თუ 12 თამაში ზედიზედ რომ არ წავაგეთ, ძალიანაც გვიხაროდა. მერე გაარჩიეს, ეტყობა, ის ფეხბურთი და დაგვანგრია ყველამ. რა იყო მაშინ საზიზღარი ჩვენ თამაშში? პირველ რიგში გაუთავებელი პასი უკან. ერთ თამაშში დავუთვალე დაუშვილს, წინ მხოლოდ ერთხელ (1-!) მიაწოდა ბურთი. ტონი კროოსი, ბევრს არ მოსწონს, რა თამაშს თამაშობსო? ჰო და აღმოჩნდა, რომ მატჩის დროს 95% მისი პასის წინაა და მათ შორის მწვავე (ანუ როდესაც პარტნიორი რაღაც ხიფათის შემქმნელია) ყოველი მესამე. ჩვენი თამაშის ამ კუთხით სტატისტიკის დამთლელი არავინაა, რატომ არ ქვეყნდება? თუნდაც ჯაბა ავიღოთ! მართალია მწვავე პასებს ნაკლებს იძლევა, მაგრამ იმდენჯერ ჩაჭრის ბურთს, მოიგებს ორთაბრძოლას, ანუ უბრუნებს ბურთს თავისისანებს, რომ აღფრთოვანდები და გაოგნდები. რა თქმა უნდა მისი ადგილი არის გუნდში, მაგრამ 10 კანკავა რომ დააყენო, ეს ნიშნავს, რომ გოლს თითქმის ვერც გაიტან და არც გაუშვებ. ეს პატარა ვითომ და ანალიზი ექიმმა გავაკეთე, მე კი პროფესიონალების მინდა! ოღონდ ზუსტად დათვლილ დაანგარიშებულზე დაყრდნობილი. სხვანაირად ვერ გავფრინდებით. მომავლის იმედით
alexandre
21 ნოემბერი 2019 10:21
0
ერთა ლიგაც ჩაკვეტაძემ მოგვაგებინა, თორემ მანდაც ჩავფლავდებოდით
სენექერიმი
20 ნოემბერი 2019 16:06
4
დღეს ერთი კომენტარი დავწერე, მაგრა ეხლა სხვა თემაზე დავწერ, ჩემ აზრზს პროგრესთან დაკავშირებით. ოღონდ ცოტა წარსულიდან დავიწყებ: ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, ნემსაძე, ცხადაძე,კალაძე და ნუ ამ თაობის ბიჭები ასე ვთქვათ საბჭოთა სკოლა გამოვლილები იყვნენ, ფეხბურთში კარგად განსწავლულები. ჩემპიონატი მაშნაც მაინცდამაინც არ ბრწყინავდა მაგრამ იმ დროს თვითონ ჯობდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მოხვდნენ დიდებულ გუნდებში, მიუხედავად ამისა ნაკრებს დიდ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ამის მერე იყო დიდი ჩავარდნა, ევროპული კი არა სანატრელი იყო რუსეთის მეორე ლიგის გუნდში ჩვენი ლეგიონერი და ნუ საერთოდ რაზე უნდა გვქონოდა პრეტენზია. დღეს მაინცდამაინც სასიხარულოდ არ გვაქვს საქმე, მაგრამ პროგრესი იმაში მდგომარეობს, რომ ნელნელა ისევ ჩნდება ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნტერესი და მიდიან ევროპაში, თუმცა არა გრანდებში, მაგრამ ესეც საქმეა გენტი, შტურმი, ლუცერნი, ლეგია, სარაგოსა, ეისბერგი, შახტიორი, გიოტებორგი და სხვა, აქ წარმატების შემთხვევაში ერთი ნაბიჯია ტოპ ჩემპიონატში მოსახვედრად. ამ გუნდებში მოხვედრაც არაა მარტივი, მაგრამ ეს ბიჭები ადრეული ასაკიდან სწავლობენ უკვე ფეხბურთს, შედარებით ნორმალურ გარემოში, კერძოდ აკადემიებში, დინამოსი, ლოკომოტივის, საბურთალოსი, ასევე სფფ აკადემიები რუსთავში, ლაგოდეხში. მჯერა, რომ ეს მოიტანს შედეგს, კიდე მეტი ახალაზრდა წავა ევროპულ გუნდში და ხარისხი და კონკურებციაც გაიზრდება ეროვნულ თუ სხვა ასაკობრივ ნაკრებში. ძალიან დიდი ტვირთი აქვთ და სტრესის ქვეშ არიან ამ ერთა ლიგის 1/2 ფინალის წინ და ჩვენ კიდე მეტად ვძაბავთ ამ ღვარშძლიანი კომენტარებით. მინდა რომ მთელი ქვეყანა გავერთიანდეთ და მხარი დავუჭროთ, ვუქომაგოთ, მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ და ჯანმრთელობა ბიჭებს, რომ გაზაფხულზე ყველანი სათანადო ფორმაში და ტონუსში შეხვდნენ ჩვენი ქვეყნისათვის ამ მართლაც ისტორიულ თამაშებს. ყველას გისურვებთ 2020 ევროპის ჩემპიონატზე გვეხილოს საქართველოს ნაკრები.
DAVE
20 ნოემბერი 2019 22:09
2
ასეთ საკითხებზე მსჯელობისას ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაფერი სამყაროში არის შედარებითი. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი, ის არის ძალიან ფრთხილი და ეს ქართულ ხასიათში რაღაცნაირად ვერ ჯდება. მე არ მომწონს მისი გადამეტებული სიფრთხილე. მის ტაქტიკას სჭირდება სფრაფი კონტრშეტევები, რის ათვისებაც ჩვენებს გაუჭირდათ მაგრამ როგორც უკანასკნელი თამაშებიდან გამოჩნდა შეუძლიათ ამ კომპონენტის დახვეწა. აუცილებლად სათქმელია ისიც, რომ რამოდენიმე გამოკვეთილი ლიდერისა და წესიერი თავდამსხმელის გარეშე მოგვიწია უმეტესი შეხვედრების ჩატარება. ნაკრები თამაშობს უფრო დახვეწილ და დალაგებულ, სისტემურ ფეხბურთს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც გვინდა. როგორც ჩანს ეს გარკვეული დონის მოწინააღმდეგესთან საკმარისია, მაგრამ ყველასთან არა. გამართულ თამაშთან ერთად საჭიროა კიდევ სხვა უნარები და კომპონენტები. ნაკრების ძირითადი ბირთვის პრობლემების ფონზე ეს გამორიცხულია. ცვლილება აშკარაა და ობიექტურმა გულშემატკივარმა ეს უნდა დაინახოს. დანარჩენი ყველაფერი უნდა გაანალიზდეს ერთა ლიგის დარჩენილი თამაშების შემდეგ. პირადად ჩემი აზრია, რომ ნახევარფინალში ჩვენი ნაკრები აბსოლიტურად განსხვავებულ, სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს ითამაშებს საერთოდ განსვავებული ტაქტიკა-სტრატეგიით.
ანესთეზეოლოგი
20 ნოემბერი 2019 16:21
6
ყოჩაღ, მართალი და ნამდვილი სტატიაა.თავს ნუ მოვიტყუებთ ხალხო,შეხედეთ ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს,მოყვარულთა ლიგაა და აქაც ყიდვა გაყიდვაა.რა წინსვლა რის ეროვნული ნაკრები,სადღაა ქართული ფეხბურთი.პ.ს.არადა გვიხაროდა კალაძის და კობიაშვილის მოსვლა.
სიმართლე
21 ნოემბერი 2019 00:20
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული