ხორვატიასთან ამხანაგური მატჩის 39-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა.
საბედნიეროდ, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ოთარმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გვაუწყა.
"ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გამხნევებისთვის. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო წლის ბოლო თამაში ვერ დავასრულე. მოედანს რამდენიმე კვირაში დავუბრუნდები ახალი იმედებით და დიდი მოტივაციით. წინ ერთა ლიგის ნახევარფინალია!", - წერს კაკაბაძე.