ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ - ერთა ლიგის ფინალს საქართველო-ბელარუსს შორის გამარჯვებული უმასპინძლებს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის კენჭისყრა, რომელიც შვეიცარიაში გაიმართა.

უეფამ გამოავლინა ის წყვილი, რომლის გამარჯვებული ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს და ჩვენდა სასიხარულოდ, ეს საქართველოსა და ბელარუსის წყვილი გახდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩსაც სახლში გამართავს და ეს შეხვედრა 26 მარტს გაიმართება. ფინალური მატჩები კი 31 მარტს ჩატარდება.

ბელარუსის დამარცხების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს ასევე თბილისში მიიღებს, რაც ბუნებრივია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდის ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებს ზრდის.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აქამდე ჩაკვეტაძით მოვედით, ეს ფაქტია, ახლაც თუ ეს ვარსკვლავი არ გვეყოლება, შანსები მინიმალური იქნება... გვფარავდეს წმინდა გიორგი....
გიორგი 50
12:33 23-11-2019
3
ფსიქოლოგი სჭირდება გუნდს რომელიც განაწყობს ბიჭებს შესაბამისად. არ მგონია ვაისის დავაი და ბლიადით დაიმუხტონ ბიჭები. საბრძოლო განწყობაა შესაქმნელი, და მნიშვნელოვანია ჰიმნი მთელმა სტადიონმა მთელი გულით იმღეროს, ასეთ დროს დიდი მუხტი გადადის ფეხბურთელებზე. პროპაგანდაა საჭირო ამისთვის, ცნობილმა ადამიანებმა უნდა მოუწოდონ ტელევიზიით ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა. მოკლედ ვთვლი რომ მარტო ტაქტიკა და კომბინაციები არაა საკმარისი ასეთ დროს, თითოეულ წვრილმანს აქვს მნიშვნელობა, თამაშამდე კი საკმარისი დროა და ყველამ დღეიდანვე უნდა გააკეთოს თავის საქმე. მახსოვს გერმანიის ნაკრები რომ განითესა ჩვენს ჯგუფში შესარჩევში, მათი წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩვენი შიდა ჩემპიონატის დასაზვერად, სულ რომ არ ჩამოსულიყო ვფიქრობ მაინც მოგვიგიგებდნენ მაგრამ მიდგომაა საყურადღებო
გური
11:36 23-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული