"სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვი ჩემ­სა­ვით არ იგ­რ­ძ­ნონ"

AutoSharing Option
საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის "პირ­ველ არ­ხ­ზე" გადაცემა "ტა­ი­მა­უტ­ს" სტუმრობდა, სადაც საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევზე თამაში შეაფასა და ასევე, ერთა ლიგის მასპინძლობის ადგილსა და ახალგაზრდული გუნდის მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

"რთული წარ­მო­სად­გე­ნია, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გავალთ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის დი­დი ოც­ნე­ბაა, ასეთ დიდ ტურ­ნირ­ზე ვი­თა­მა­შოთ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე დი­დი სა­მუ­შაოა გა­სა­წე­ვი. კარ­გია, რომ წი­ლის­ყ­რით ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბის შან­სი გვაქვს, მაგ­რამ პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ფი­ნა­ლი არის 26 მარტს, ბე­ლა­რუს­თან. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გუნ­დის ყვე­ლა წევ­რი მატჩს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­უდ­გე­ბა.

ეს
არის მატ­ჩი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხა­ზი გა­და­უს­ვას ნე­გა­ტი­ურ წარ­სულ­საც და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან და­იწყოს. ამას ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და ჩვენ კარ­გად ვგრძნობთ. მი­ზა­ნია, რომ ბე­ლა­რუს­თან თა­მა­შის­თ­ვის სრულ­ფა­სოვ­ნად მო­ვემ­ზა­დოთ და მჯე­რა, გუნ­დი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს.

მარ­ტის­თ­ვის ზო­გი ფორ­მა­ში არ არის, ზო­გის­თ­ვის სე­ზო­ნი არ არის დაწყე­ბუ­ლი. მაგ­რამ რა უნ­და იყოს იმა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ცია, რომ ამ ქვეყ­ნი­სა და მის ფეხ­ბურ­თის­თ­ვის შე­გიძ­ლია დი­დი საქ­მე გა­ა­კე­თო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მე ვერ შევ­ძე­ლი, რაც დღემ­დე ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე დი­დი ტკი­ვი­ლია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს კი აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თა­ვი ჩემ­სა­ვით არ იგ­რ­ძ­ნონ".

სფფ-ის პრეზიდენტმა ასევე ნაკ­რე­ბის შეკ­რე­ბა­სა და შესაძლო ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩე­ბის ჩა­ტა­რე­ბაზე ისაუბრა.

"ამა­ზე მუ­შა­ო­ბა მიმდინარეობს. გვეს­მის, რომ ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვის შეკ­რე­ბა და მომ­ზა­დე­ბა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა. 23 მარტს ბევრს ტუ­რი უწევს და თა­მა­შამ­დე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი დღით ად­რე მო­თა­მა­შე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ასე­თი რამ მოხ­და ყა­ზა­ხეთ­თან მატ­ჩამ­დე, სა­დაც მე­ტო­ქე ლა­მის ორი კვი­რა ემ­ზა­დე­ბო­და, ჩვენ კი 2-3 დღით ად­რე შე­ვიკ­რი­ბეთ და მა­ინც მო­ვუ­გეთ.

ეს ისე­თი სა­კითხია, წი­ნას­წარ ვერ გან­საზღ­ვ­რავ, რა აჯო­ბებს. ურ­თი­ერ­თო­ბა კლუ­ბებ­თა­ნაც გვაქვს, რომ მა­თაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, ეს მატ­ჩე­ბი ჩვენ­თ­ვის რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კი­დან კა­ში­ა­სა და ყა­ზა­იშ­ვი­ლის ჩა­მოყ­ვა­ნა ცალ­კე სა­კითხია და ამა­ზეც ვმუ­შა­ობთ. შეკ­რე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად გვინ­და. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბა, ეს მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

ჩვენ თუ ამ თა­მაშს ისეთ კონ­დი­ცი­ებ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით, რო­გორ­შიც ერ­თა ლი­გის თა­მა­შებს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევთ - ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სად ჩა­ტარ­დე­ბა ფი­ნა­ლი და ვის შევ­ხ­ვ­დე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ამა­საც არ აქვს, რად­გან მე ჩვე­ნი გუნ­დის მჯე­რა. ერ­თა ლი­გას ჰქონ­და სხვა დატ­ვირ­თ­ვა და თით­ქ­მის ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავ­და, მათ შო­რის, ჩაკ­ვე­ტა­ძეც. შე­სარ­ჩევ­ში კი თით­ქ­მის ყვე­ლა მატ­ჩ­ში სა­კად­რო პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და.

არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ვის ვე­თა­მა­შე­ბით, ჩვენ ყო­ველ­თ­ვის უნ­და ვი­ყოთ მზად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რ­დე­ბი ახ­ლაც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ - და­ვი­თაშ­ვი­ლი, კვა­რაცხე­ლია... ვი­ღა­ცე­ბის არ­ყოფ­ნა­ში თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი სხვებს მი­ე­ცათ.

ევროშესარჩევი მატჩების შეფასება

"ბო­ლო შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლის შე­დე­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც და ჩე­მი გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რიც თვით­კ­რი­ტი­კუ­ლე­ბი ვართ. მე ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს კმა­ყო­ფი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნი მქონ­და.

D ლი­გის და ბო­ლო შე­სარ­ჩე­ვ ციკ­ლ­ში მე­ტო­ქე­თა შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არა­ვის ეს­წავ­ლე­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ გიბ­რალ­ტარ­თან ორი მო­გე­ბა არ გვაკ­მა­ყო­ფი­ლებს. ჩვენ გვაკ­ლია ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩე­მი აზ­რით, სხვა თა­მა­შებ­შიც უნ­და მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. მე არც მჩვე­ვია, ვი­თა­რე­ბა შე­ვა­ლა­მა­ზო.

გვაქვს იმის ამ­ბი­ცია, რომ და­ნი­ას­თან, შვე­ი­ცა­რი­ა­სა თუ ირ­ლან­დი­ას­თან ერ­თი თა­მა­ში მა­ინც მო­ვი­გოთ. იყო თა­მა­შე­ბი, სა­დაც საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დით, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით და­ნი­ას­თან გას­ვ­ლით შეხ­ვედ­რას, სა­დაც შე­მად­გენ­ლო­ბის მხრივ ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა იყო. ასე­ვე ვიტყ­ვი გიბ­რალ­ტარ­თან მე­ო­რე მატ­ჩ­ზე, რო­მელ­შიც ჩემ­თ­ვის ბევ­რი მი­უ­ღე­ბე­ლი რამ იყო.

ვა­ისს კონ­ტ­რაქ­ტი ზუს­ტად მარ­ტის თა­მა­შე­ბამ­დე აქვს და ის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი. მე­დი­ა­ში ვი­ღა­ცის ინ­ტე­რე­სებ­ზე სულ რომ იწე­რე­ბა, ეს ახა­ლი არ არის. მი­სით იმი­ტომ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რომ კარ­გი მწვრთნე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თ­ვის თე­მა და­ხუ­რუ­ლია და მარ­ტის თა­მა­შე­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბით.

რაც შეეხება იმას, თუ სად ჩატარდება ერთა ლიგის ნახევარფინალი, ეს ისე­თი თა­მა­შია, უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ინ­დო­მებს მოს­ვ­ლას, ვიდ­რე "დი­ნა­მო არე­ნა" იტევს და ცხა­დია, 20 ათას­სა და 50 ათასს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას მეც ვხვდე­ბი. ეს თე­მა ჯერ ღიაა. ბა­თუმ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სურ­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტე. თა­ნაც, ბა­თუ­მის სტა­დი­ო­ნი ჯერ შე­ნე­ბის პრო­ცეს­შია. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ის შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ამ პე­რი­ო­დის­თ­ვის არე­ნა მზად იქ­ნე­ბა.

მაგ­რამ უეფას­გა­ნაც გვჭირ­დე­ბა თან­ხ­მო­ბა, რად­გან უნ­და აც­ნო­ბო, თა­მაშს რო­მე­ლი სტა­დი­ო­ნი უმას­პინ­ძ­ლებს. რო­ცა ბე­ლა­რუს­თან მატ­ჩის ბა­თუმ­ში გა­მარ­თ­ვა­ზე მკითხეს, ვთქვი, რომ გა­მი­ხარ­დე­ბა, ნაკ­რე­ბი თუ ითა­მა­შებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, თუ ისე და­ლაგ­დე­ბა, რომ პლეი-ოფ­ში ორი მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წევს, ცუ­დი არ იქ­ნე­ბა, ერთს ბა­თუმ­ში თუ ჩა­ვა­ტა­რებთ. თუმ­ცა, ეს ჩე­მი პო­ზი­ციაა და არ მინ­და, ამ სიტყ­ვებ­მაც გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­დაწყ­დე­ბა, თა­მა­ში სად გა­ი­მარ­თე­ბა.

სლო­ვა­კეთ­თან მატჩში მომხდარი ინ­ცი­დენ­ტ­ი

"ჯერ არ ვი­ცით, რას აპი­რებს უეფა და პა­სუ­ხი არ გვაქვს. მომ­ხ­და­რი გა­რე­დან სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. მეც გახ­ლ­დით იმ თა­მაშ­ზე და ზუს­ტად ვი­ცი, გი­ას ასე­თი რე­აქ­ცია რამ გა­მო­იწ­ვია - მას მსგავ­სი რამ ნამ­დ­ვი­ლად არ სჩვე­ვია. მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გუნ­დის­გან ის ქმე­დე­ბა, რაც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბო­ლოს მსა­ჯის მი­მართ ის რე­აქ­ცია გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ, ის არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ყვე­ლა­ფე­რი მას­პინ­ძ­ლე­ბის ბრა­ლი იყო.

მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ცე­ცა­ძის რე­აქ­ცია იყო ისე­თი, რო­გო­რიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ლი­ან ძნე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა, თა­ნაც, თა­მა­ში ემო­ცი­ურ ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ვა­გებ­დით. ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ ყვე­ლა და ეს ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­მა­შებს, მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნი მარ­ცხე­ბი გან­ვი­ცა­დეთ. გულ­და­საწყ­ვე­ტი ის იყო, რომ რაც გუნ­დ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა იშ­რო­მეს, ეს შე­დეგ­სა და ქუ­ლებ­ში არ აისა­ხა. რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­საც ბევ­რი მო­თა­მა­შე აკ­ლ­და და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად ითა­მა­შა. მე მგო­ნია, რომ ამ გუნდს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი - გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ კუთხით, რომ ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი შე­ავ­სონ".

altორი რამ, რაც მარტამდე შეიძლება შეიცვალოს - სტადიონის ტევადობის გაზრდა და ფან-კულტურის დახვეწა

altრა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

alt"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია

altგია ცეცაძე: ეს ყველაფერი ფეხბურთთან არაფერ შუაშია, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი შენ ააყვავე ფეხბურთი და მეორე კალაძე ყაველაშვილმა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული