როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს შეხვდება, ხოლო თუ ფინალში გავიდა, იქ კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ბელარუსსა და კოსოვოზე, თუმცა ჩრდილოეთი მაკედონია დაგვეჩაგრა. ჩვენი საიტის მეშვეობით ასე თუ ისე ბელარუსსა და კოსოვოზე ვისაუბრეთ, თუმცა რა გუნდი ჰყავთ მაკედონიელებს? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.
მატჩები / ტურნირები
ერთა ლიგაზე მაკედონია სომხეთთან, გიბრალტართან და ლიხტენშტაინთან ერთად იყო. ერთადერთი შეხვედრა წააგო ერევანში - 0:4, სხვა ყველა მოიგო და პირველ ადგილზე გავიევროპის ჩემპიონატის შესარჩევში პოლონეთთან, ავსტრიასთან, სლოვენიასთან, ისრაელთან და ლატვიასთან ერთად იყო. ჯგუფში მესამე ადგილი აიღო. ყველა შეხვედრა წააგო პოლონეთთან და ავსტრიასთან, სტუმრად ფრედ ეთამაშა ისრაელსა და სლოვენიას, დანარჩენი შეხვედრები კი მოიგო.
ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველოს ნაკრები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.
მწვრთნელი
მაკედონიელებს 43 წლის ადგილობრივი სპეციალისტი იგორ ანგელოვსკი წვრთნის, რომელსაც არცთუ ისე დიდი გამოცდილება აქვს. ის ნაკრებამდე "რაბოტნიჩკს" უძღვებოდა.ანგელოვსკის მეთაურობით ბალკანელებმა 36 მატჩი ჩაატარეს, 15 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 14 შეხვედრა წააგეს.
ნაკრებს ამ პერიოდში მასზე ძლიერ გუნდთან არ მოუგია. რაც შეეხება ფრეს, 2017 წელს შინ თურქეთს და სტუმრად იტალიელებს დაუზავდნენ.
გუნდი
მაკედონიელ ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა ლეგიონერია, თუმცა გუნდში ადგილობრივი ჩემპიონატიდანაც ირიცხებიან. "ტრანსფერმარკეტი" ნაკრების ფეხბურთელებს ჯამში 56.7 მილიონ ევროდ აფასებს.ნაკრების მთავარი მეკარე ესპანური "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს, 25 წლის სტოლ დიმიტრიევსკი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. ნაკრებში არიან მისი ალტერნატივები, თუმცა მასთან შედარებით ძალიან სუსტები და მისი დანაკლისი ნაკრებისთვის კატასტროფული იქნება.
მაკედონიელებს დაცვის ძლიერი ფლანგები ჰყავთ. მარცხენა ფლანგს "ლიდსის" ფეხბურთელი ეზგან ალიოსკი ამაგრებს, რომელსაც ნაკრებში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული; ხოლო მარჯვენას - "სპორტინგის" მცველი სტეფან რისტოვსკი, 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს სუსტი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ძირითადად, ამ პოზიციაზე უნგრული "ვიდეოტონიდან" ვისარ მუსლიუ და "უიპეშტიდან" კირე რისტევსკი თამაშობენ.
ცენტრალურ ნახევარდაცვას "ვიდეოტონიდან" ბობან ნიკოლოვი და "ლევანტედან" გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ენის ბარდჰი ამაგრებენ.
მაკედონიელებს ყველაზე ძლიერი შეტევა აქვთ. შემტევ ნახევარმცველად თამაშობს 20 წლის ტალანტი ელიფ ელმასი, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას იცავს და კარლო ანჩელოტის ხელში იზრდება. იტალიელი სპეციალისტი მას ხშირად ენდობა. ელმასმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია მარჯვენა გარემარბი ალექსანდრ ტრაიკოვსკი, რომელიც ესპანურ "მალიორკას" წარმოადგენს. მას ნაკრებში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 15 გოლი გატანილი და 6 საგოლე გადაცემა.
გუნდის მთავარი ფორვარდი "უდინეზეს" ფეხბურთელი ილია ნესტოროვსკია, რომელსაც ნაკრებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
თუმცა, როცა ვსაუბრობთ მაკედონიაზე, წარმოუდგენელია არ გაგახსენდეს "ჯენოას" შემტევი გორან პანდევი. 36 წლის ფეხბურთელი კოსოვოსთან საიუბილეო მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. გორანს ნაკრებში 27 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე გადაცემა გაკეთებული.
მოლოდინი
კოსოვო თუ ჩრდილოეთი მაკედონია? წყვილში პოზიციურად უფრო დაკომპლექტებული გუნდი კოსოვოს ჰყავს, თუმცა უკეთესი შეტევა - მაკედონიელებს სუსტი დაცვის ფონზე.მაკედონიის მთავარი უპირატესობა ფილიპე II-ის სახელობის სტადიონი იქნება სკოპიეში, სადაც კოსოვოს მიიღებს და საშინაო უპირატესობით ისარგებლებს.
ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეხვედრის ბედი 90 წუთში გადაწყდეს. კიდევ ერთი ახალი ომი იქნება ყოფილ იუგოსლავიაში, ოღონდ საფეხბურთო...
ლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?
რას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის
[ექსკლუზივი] საქართველო-ბელარუსის მატჩზე შესაძლოა VAR-ი გამოიყენონ
ორი რამ, რაც მარტამდე შეიძლება შეიცვალოს - სტადიონის ტევადობის გაზრდა და ფან-კულტურის დახვეწა