"ნაპოლი", "ჯენოა", "ლევანტე", "სპორტინგი" - რა ძალაა ჩრდილოეთი მაკედონია?

AutoSharing Option
როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს შეხვდება, ხოლო თუ ფინალში გავიდა, იქ კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ბელარუსსა და კოსოვოზე, თუმცა ჩრდილოეთი მაკედონია დაგვეჩაგრა. ჩვენი საიტის მეშვეობით ასე თუ ისე ბელარუსსა და კოსოვოზე ვისაუბრეთ, თუმცა რა გუნდი ჰყავთ მაკედონიელებს? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

მატჩები / ტურნირები

ერთა ლიგაზე მაკედონია სომხეთთან, გიბრალტართან და ლიხტენშტაინთან ერთად იყო. ერთადერთი შეხვედრა წააგო ერევანში - 0:4, სხვა ყველა მოიგო და პირველ ადგილზე გავი
და.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში პოლონეთთან, ავსტრიასთან, სლოვენიასთან, ისრაელთან და ლატვიასთან ერთად იყო. ჯგუფში მესამე ადგილი აიღო. ყველა შეხვედრა წააგო პოლონეთთან და ავსტრიასთან, სტუმრად ფრედ ეთამაშა ისრაელსა და სლოვენიას, დანარჩენი შეხვედრები კი მოიგო.

ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველოს ნაკრები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მწვრთნელი

მაკედონიელებს 43 წლის ადგილობრივი სპეციალისტი იგორ ანგელოვსკი წვრთნის, რომელსაც არცთუ ისე დიდი გამოცდილება აქვს. ის ნაკრებამდე "რაბოტნიჩკს" უძღვებოდა.

ანგელოვსკის მეთაურობით ბალკანელებმა 36 მატჩი ჩაატარეს, 15 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 14 შეხვედრა წააგეს.

ნაკრებს ამ პერიოდში მასზე ძლიერ გუნდთან არ მოუგია. რაც შეეხება ფრეს, 2017 წელს შინ თურქეთს და სტუმრად იტალიელებს დაუზავდნენ.

გუნდი

მაკედონიელ ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა ლეგიონერია, თუმცა გუნდში ადგილობრივი ჩემპიონატიდანაც ირიცხებიან. "ტრანსფერმარკეტი" ნაკრების ფეხბურთელებს ჯამში 56.7 მილიონ ევროდ აფასებს.

ნაკრების მთავარი მეკარე ესპანური "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს, 25 წლის სტოლ დიმიტრიევსკი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. ნაკრებში არიან მისი ალტერნატივები, თუმცა მასთან შედარებით ძალიან სუსტები და მისი დანაკლისი ნაკრებისთვის კატასტროფული იქნება.

მაკედონიელებს დაცვის ძლიერი ფლანგები ჰყავთ. მარცხენა ფლანგს "ლიდსის" ფეხბურთელი ეზგან ალიოსკი ამაგრებს, რომელსაც ნაკრებში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული; ხოლო მარჯვენას - "სპორტინგის" მცველი სტეფან რისტოვსკი, 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს სუსტი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ძირითადად, ამ პოზიციაზე უნგრული "ვიდეოტონიდან" ვისარ მუსლიუ და "უიპეშტიდან" კირე რისტევსკი თამაშობენ.

ცენტრალურ ნახევარდაცვას "ვიდეოტონიდან" ბობან ნიკოლოვი და "ლევანტედან" გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ენის ბარდჰი ამაგრებენ.

მაკედონიელებს ყველაზე ძლიერი შეტევა აქვთ. შემტევ ნახევარმცველად თამაშობს 20 წლის ტალანტი ელიფ ელმასი, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას იცავს და კარლო ანჩელოტის ხელში იზრდება. იტალიელი სპეციალისტი მას ხშირად ენდობა. ელმასმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია მარჯვენა გარემარბი ალექსანდრ ტრაიკოვსკი, რომელიც ესპანურ "მალიორკას" წარმოადგენს. მას ნაკრებში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 15 გოლი გატანილი და 6 საგოლე გადაცემა.

გუნდის მთავარი ფორვარდი "უდინეზეს" ფეხბურთელი ილია ნესტოროვსკია, რომელსაც ნაკრებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

თუმცა, როცა ვსაუბრობთ მაკედონიაზე, წარმოუდგენელია არ გაგახსენდეს "ჯენოას" შემტევი გორან პანდევი. 36 წლის ფეხბურთელი კოსოვოსთან საიუბილეო მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. გორანს ნაკრებში 27 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

მოლოდინი

კოსოვო თუ ჩრდილოეთი მაკედონია? წყვილში პოზიციურად უფრო დაკომპლექტებული გუნდი კოსოვოს ჰყავს, თუმცა უკეთესი შეტევა - მაკედონიელებს სუსტი დაცვის ფონზე.

მაკედონიის მთავარი უპირატესობა ფილიპე II-ის სახელობის სტადიონი იქნება სკოპიეში, სადაც კოსოვოს მიიღებს და საშინაო უპირატესობით ისარგებლებს.

ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეხვედრის ბედი 90 წუთში გადაწყდეს. კიდევ ერთი ახალი ომი იქნება ყოფილ იუგოსლავიაში, ოღონდ საფეხბურთო...

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

altრას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

alt[ექსკლუზივი] საქართველო-ბელარუსის მატჩზე შესაძლოა VAR-ი გამოიყენონ

altორი რამ, რაც მარტამდე შეიძლება შეიცვალოს - სტადიონის ტევადობის გაზრდა და ფან-კულტურის დახვეწა

altრა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენ რუსეთისკენ მიგვიწევს გული და კი ვართ მაგათ ჩემპიონატში. მოწადინება ყოფილიყო და დაინტერესება და ზემოთჩამოთვლილი გუნდები მართლა პაიკებია იმასთან შედარებით, სადაც ჩვენებს ეპატიჟებოდნენ. მაგრამ საორჭოფოს ყოველთვის ნაღდი ჯობია, საოცნებო და სამუშაო ევროპას ნაღდი რუსეთი და დავრჩით კიდეც იქ. დღეს ნაღდი, საწვალებელი ხვალ. ახლა კვარაცხელიასაც ისე დამართებენ, როგორც ანანიძეს და სხვებს დაემართათ. რაღა მაგაზეა საუბარი და თუ მართლა დორტმუნდი დაინტერესდა, იქ უნდა წავიდეს. დორტმუნდი ყველას აძლევს თამაშის საშუალებას და არ ჰყავს მეორე გუნდში ან სათადარიგოში გამომწყვდეული. ახლა ჩვენს ნაკრებს 5-6 ფეხბურთელი მინიმუმ ჰყავს, თუ მეტი არა, რომლებიც მაგ კლუბებში ითამაშებდა თავისუფლად და მაღალ დონეზე.არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გუნდი არ წყვეტს ვარსკვლავებს და არც მასში მოთამაშე მაკედონიელები. ერთია საყურადღებო: მსაჯი, რომელსაც მხოლოდ ერთი მინიმალური შეცდომით შეუძლია საქმე გააფუჭოს (როგორც წინა თამაშში პოლონელმა, რომლის ფეხბურთის ფედერაციას დიდი ფინანსური კავშირები აქვს მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან) და დღეს თუ ჩვენებმა წააგეს, მსაჯის ბრალი იქნება, დამერწმუნეთ.
გიო
12 ნოემბერი 2020 10:32
0
ყველა კოსოვოზე და ბელორუსზე საუბრობს, არადა მაკედონიაა ჩვენთვის ყველაზე საშიში, ფაქტიურად ჩვენი მთავარი მეტოქეა. ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ, ნახეთ აბა ფეხბურთელები რა კლუბებში თამაშობენ: ნაპოლი, ლიდსი, სპორტინგი, უდინეზე, მალიორკა, ჯენოა, ტოპ ლიგებში ჰყავთ ფეხბურთელები-იტალია ინგლისი ესპანეთი პორტუგალია, ძალიან საშიშია მაკედონია ძალიან. ჩემი აზრით ფავორიტები არიან, ლომებივით უნდა ვებრძოლოთ !
გიგი
01 დეკემბერი 2019 22:43
0
მაკედონია მოუგებს კოსოვოს
გოგა
30 ნოემბერი 2019 11:18
0
გინდ მაკედონიას გინდაც კოსოვოს აუცილებლად პირველ ნომრად უნდა ვეთამაშოთ, ბურთი არ უნდა მივცეთ, თორემ დიდ პრობლემებს შეგვიქმნიან. თავის დაცვა დიდად ვერ ეხერხებათ.
შაკო
29 ნოემბერი 2019 16:36
0
ჩვენ რა გვეხერხება?
ra
29 ნოემბერი 2019 18:42
1
კოსოვო წესით არ უნდა გვაწყობდეს რადგანაც კოსოვო სერბეთისთვის იგივეა რაც ჩვენთვის აფხაზეთი რატომღაც ამაზე არავინ საუბრობს
1
29 ნოემბერი 2019 15:52
2
რანაირად არის კოსოვო სერბეთისთვის იგივე რაც ჩვენთვის აფხაზეთი? ნუ აყვებით რუსულ პროპაგანდას. სერბებმა კოსოვარების ეთნიკური წმენდა მოახდინეს და მუდმივად ავიწროებდნენ, მაშინ როცა აფხაზეთის შემთხვევაში პირიქით ქართველების გენოციდი მოხდა.
Niko
30 ნოემბერი 2019 07:15
0
შენ მეგობარო აქ "ჩავლით" თუ ხარ არ ვიცი... კი იყო ამაზე ხშირი საუბარი და მეტი რაღაზე ან როდემდე ვისაუბროთ:) სპორტია და მორჩა, მოგიწევს? - უნდა ითამაშო!
ანესთეზეოლოგი
29 ნოემბერი 2019 17:35
4
ნაკლებად სავარაუდოა ამ შეხვედრის ბედი 90 წუთში გადაწყდეს, კიდევ ერთი ახალი ომი იქნება ყოფილ იუგოსლავიაში, ოღონდ საფეხბურთო... ------ ეს რას ნიშნავს? ორ მატჩიანია? სახლში-გასვლა?
რამდენი თამაშია?
29 ნოემბერი 2019 15:12
8
დამატებითი დრო იგულისხმა ავტორმა
შოთა
29 ნოემბერი 2019 16:29
0
ფრის შემთხვევაში იქნება დამატებითი დრო და შესაძლოა ითამაშონ 120 წუთი. ალბათ ეს იგულისხმა ავტორმა. მაგრამ საიდან გამოიტანა ეს დასკვნა ან თუნდაც 120 წუთი იამაშონ რა დაიღლებიან თუ რა? 5 დღეშია შემდეგი თამაში და რა პრობლემაა. არ ვიცი :(
Joko
29 ნოემბერი 2019 15:24
2
ხოდა ეგეთი სასტავი თუ აქვს მთლად ჩმორიკები არ იქნებიან ალექსანდრესავით და მოუგებენ კოსოვოს. ჩვენთან რა გუნდებიდან ამაგრებენ მაგას თუ კითხულობთ. ამერიკის და რუსეთის ბანძი ლიგებიდან ასე, რომ სახიფათო გუნდია.
sdfffff
29 ნოემბერი 2019 14:15
6
ალექსანდრეს მოგვარებული ქონდა, კოსოვოს ამბების დროს დიდი ხნის მკვდარი იყო უკვე.
semi
29 ნოემბერი 2019 15:21
1
გინდ ბელარუსი ან მაკედონია ან კოსოვო ჩემთვის სულერთია ფინალი უნდა მოვიგოთ და ევროპაზე უნდა გავიდეთ, სხვა შედეგი მიუღებელია მითუმეტეს სახლში ვთამაშობთ
irakli
29 ნოემბერი 2019 14:05
0
საერთოდ არ ვფიქრობ, რომ კოსოვო მაკედონიასთან ფავორიტია. ჯერ ერთი მაკედონია შინ თამაშობს, თანაც საკმაოდ გამოცდილი და შეთამაშებული გუნდი ყავს. დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები არიან. ორთავე ნაკრების სისუსტე მათი დაცვაა. ამ გუნდებმა იციან გოლის გატანა (რაც სამწუხაროდ ჩვენ გვიჭირს) მაგრამ თავადაც არანაკლებს უშვებენ. ორივე ნაკრებმა საქართველოსაზე გაცილებით უკეთ ითამაშეს ევროპის შესარჩევში. ჩვენზე უკეთ გამოსდით საგოლე მომანტების რეალიზება, სამაგიეროდ დაცვაში დალაგებული და საიმედო თამაშით ბევრად აღვემატებით. ვინც მაკედონიის უკანასკნელი თამაშები ნახა დამეთანხმება, რომ ფლანგის მცველები კარგად ერთვებიან შეტევაში და ეს უკეთ გამოსდით, ვიდრე საკუთარი საჯარიმოს დაცვა. ძალიან კარგად გადიან ფლანგებიდან და საგოლე გადაცემებსაც კარგად ასრულებენ. ამიტომ თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ და მაკედონია ფინალში გავედით, დიდი მნიშვნელობა ექნება დაცვის ფლანგებზე თამაშის ტაქტიკას.
ანესთეზეოლოგი
29 ნოემბერი 2019 12:52
0
ძალიან სწორი შეფსება...
დავით
29 ნოემბერი 2019 17:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული