"ნაპოლი", "ჯენოა", "ლევანტე", "სპორტინგი" - რა ძალაა ჩრდილოეთი მაკედონია?

AutoSharing Option
როგორც იცით, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსს შეხვდება, ხოლო თუ ფინალში გავიდა, იქ კოსოვოსა და ჩრდ. მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ბელარუსსა და კოსოვოზე, თუმცა ჩრდილოეთი მაკედონია დაგვეჩაგრა. ჩვენი საიტის მეშვეობით ასე თუ ისე ბელარუსსა და კოსოვოზე ვისაუბრეთ, თუმცა რა გუნდი ჰყავთ მაკედონიელებს? ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

მატჩები / ტურნირები

ერთა ლიგაზე მაკედონია სომხეთთან, გიბრალტართან და ლიხტენშტაინთან ერთად იყო. ერთადერთი შეხვედრა წააგო ერევანში - 0:4, სხვა ყველა მოიგო და პირველ ადგილზე გავი
და.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში პოლონეთთან, ავსტრიასთან, სლოვენიასთან, ისრაელთან და ლატვიასთან ერთად იყო. ჯგუფში მესამე ადგილი აიღო. ყველა შეხვედრა წააგო პოლონეთთან და ავსტრიასთან, სტუმრად ფრედ ეთამაშა ისრაელსა და სლოვენიას, დანარჩენი შეხვედრები კი მოიგო.

ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველოს ნაკრები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

მწვრთნელი

მაკედონიელებს 43 წლის ადგილობრივი სპეციალისტი იგორ ანგელოვსკი წვრთნის, რომელსაც არცთუ ისე დიდი გამოცდილება აქვს. ის ნაკრებამდე "რაბოტნიჩკს" უძღვებოდა.

ანგელოვსკის მეთაურობით ბალკანელებმა 36 მატჩი ჩაატარეს, 15 შეხვედრა მოიგეს, 5 ფრედ ითამაშეს და 14 შეხვედრა წააგეს.

ნაკრებს ამ პერიოდში მასზე ძლიერ გუნდთან არ მოუგია. რაც შეეხება ფრეს, 2017 წელს შინ თურქეთს და სტუმრად იტალიელებს დაუზავდნენ.

გუნდი

მაკედონიელ ფეხბურთელთა სრული უმრავლესობა ლეგიონერია, თუმცა გუნდში ადგილობრივი ჩემპიონატიდანაც ირიცხებიან. "ტრანსფერმარკეტი" ნაკრების ფეხბურთელებს ჯამში 56.7 მილიონ ევროდ აფასებს.

ნაკრების მთავარი მეკარე ესპანური "რაიო ვალეკანოს" ღირსებას იცავს, 25 წლის სტოლ დიმიტრიევსკი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. ნაკრებში არიან მისი ალტერნატივები, თუმცა მასთან შედარებით ძალიან სუსტები და მისი დანაკლისი ნაკრებისთვის კატასტროფული იქნება.

მაკედონიელებს დაცვის ძლიერი ფლანგები ჰყავთ. მარცხენა ფლანგს "ლიდსის" ფეხბურთელი ეზგან ალიოსკი ამაგრებს, რომელსაც ნაკრებში 5 გოლი და 9 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული; ხოლო მარჯვენას - "სპორტინგის" მცველი სტეფან რისტოვსკი, 1 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდს სუსტი ცენტრალური დაცვის ხაზი ჰყავს. ძირითადად, ამ პოზიციაზე უნგრული "ვიდეოტონიდან" ვისარ მუსლიუ და "უიპეშტიდან" კირე რისტევსკი თამაშობენ.

ცენტრალურ ნახევარდაცვას "ვიდეოტონიდან" ბობან ნიკოლოვი და "ლევანტედან" გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ენის ბარდჰი ამაგრებენ.

მაკედონიელებს ყველაზე ძლიერი შეტევა აქვთ. შემტევ ნახევარმცველად თამაშობს 20 წლის ტალანტი ელიფ ელმასი, რომელიც "ნაპოლის" ღირსებას იცავს და კარლო ანჩელოტის ხელში იზრდება. იტალიელი სპეციალისტი მას ხშირად ენდობა. ელმასმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია მარჯვენა გარემარბი ალექსანდრ ტრაიკოვსკი, რომელიც ესპანურ "მალიორკას" წარმოადგენს. მას ნაკრებში 51 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 15 გოლი გატანილი და 6 საგოლე გადაცემა.

გუნდის მთავარი ფორვარდი "უდინეზეს" ფეხბურთელი ილია ნესტოროვსკია, რომელსაც ნაკრებში 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული, 7 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

თუმცა, როცა ვსაუბრობთ მაკედონიაზე, წარმოუდგენელია არ გაგახსენდეს "ჯენოას" შემტევი გორან პანდევი. 36 წლის ფეხბურთელი კოსოვოსთან საიუბილეო მე-100 შეხვედრას ჩაატარებს. გორანს ნაკრებში 27 გოლი აქვს გატანილი და 17 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

მოლოდინი

კოსოვო თუ ჩრდილოეთი მაკედონია? წყვილში პოზიციურად უფრო დაკომპლექტებული გუნდი კოსოვოს ჰყავს, თუმცა უკეთესი შეტევა - მაკედონიელებს სუსტი დაცვის ფონზე.

მაკედონიის მთავარი უპირატესობა ფილიპე II-ის სახელობის სტადიონი იქნება სკოპიეში, სადაც კოსოვოს მიიღებს და საშინაო უპირატესობით ისარგებლებს.

ნაკლებად სავარაუდოა, ამ შეხვედრის ბედი 90 წუთში გადაწყდეს. კიდევ ერთი ახალი ომი იქნება ყოფილ იუგოსლავიაში, ოღონდ საფეხბურთო...

altლუკაშენკოს ულვაშებით დალოცვილი ვეტერანები - რა გუნდია საქართველოს მეტოქე ბელარუსის ნაკრები?

altრას ცვლის კოსოვოს ჯგუფური ეტაპიდან გასვლა? - დიდი და მზარდი საფრთხე ჩვენი ნაკრებისთვის

alt[ექსკლუზივი] საქართველო-ბელარუსის მატჩზე შესაძლოა VAR-ი გამოიყენონ

altორი რამ, რაც მარტამდე შეიძლება შეიცვალოს - სტადიონის ტევადობის გაზრდა და ფან-კულტურის დახვეწა

altრა მოხდება, თუ საქართველო და კოსოვო ფინალში გავლენ? - როცა საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

altჩრდილომაკედონიელთა მწვრთნელი ერთა ლიგის ფინალზე: ნაკლებად მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ან ბელარუსთან სად ვითამაშებთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენ რუსეთისკენ მიგვიწევს გული და კი ვართ მაგათ ჩემპიონატში. მოწადინება ყოფილიყო და დაინტერესება და ზემოთჩამოთვლილი გუნდები მართლა პაიკებია იმასთან შედარებით, სადაც ჩვენებს ეპატიჟებოდნენ. მაგრამ საორჭოფოს ყოველთვის ნაღდი ჯობია, საოცნებო და სამუშაო ევროპას ნაღდი რუსეთი და დავრჩით კიდეც იქ. დღეს ნაღდი, საწვალებელი ხვალ. ახლა კვარაცხელიასაც ისე დამართებენ, როგორც ანანიძეს და სხვებს დაემართათ. რაღა მაგაზეა საუბარი და თუ მართლა დორტმუნდი დაინტერესდა, იქ უნდა წავიდეს. დორტმუნდი ყველას აძლევს თამაშის საშუალებას და არ ჰყავს მეორე გუნდში ან სათადარიგოში გამომწყვდეული. ახლა ჩვენს ნაკრებს 5-6 ფეხბურთელი მინიმუმ ჰყავს, თუ მეტი არა, რომლებიც მაგ კლუბებში ითამაშებდა თავისუფლად და მაღალ დონეზე.არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გუნდი არ წყვეტს ვარსკვლავებს და არც მასში მოთამაშე მაკედონიელები. ერთია საყურადღებო: მსაჯი, რომელსაც მხოლოდ ერთი მინიმალური შეცდომით შეუძლია საქმე გააფუჭოს (როგორც წინა თამაშში პოლონელმა, რომლის ფეხბურთის ფედერაციას დიდი ფინანსური კავშირები აქვს მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან) და დღეს თუ ჩვენებმა წააგეს, მსაჯის ბრალი იქნება, დამერწმუნეთ.
გიო
10:32 12-11-2020
0
ყველა კოსოვოზე და ბელორუსზე საუბრობს, არადა მაკედონიაა ჩვენთვის ყველაზე საშიში, ფაქტიურად ჩვენი მთავარი მეტოქეა. ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ, ნახეთ აბა ფეხბურთელები რა კლუბებში თამაშობენ: ნაპოლი, ლიდსი, სპორტინგი, უდინეზე, მალიორკა, ჯენოა, ტოპ ლიგებში ჰყავთ ფეხბურთელები-იტალია ინგლისი ესპანეთი პორტუგალია, ძალიან საშიშია მაკედონია ძალიან. ჩემი აზრით ფავორიტები არიან, ლომებივით უნდა ვებრძოლოთ !
გიგი
22:43 01-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული