შოთა არველაძე საქართველოს მეტოქეებზე ერთა ლიგაზე: არ მომწონს ბელარუსის ნაკრები, არც კოსოვოთი ვარ აღფთოვანებული

AutoSharing Option
"ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გაზეთ "ლელოსთან" საუბარში განაცხადა, რომ ბელარუსის ნაკრები არ მოსწონს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მარტის მოლოდინზე უნდა გკითხოთ...
- ...რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს? ისეთი, როგორიც აქვს ყველა ქართველ გულშემატკივარს. საქართველოს ნაკრებს თბილისში, მშობლიურ სტადიონზე ორი მატჩი ელის. დიდი იმედი მაქვს, ისე დასრულდება ყველაფერი, როგორც გვინდა და მთელი საქართველო გაიხარებს. ასევე მაქვს იმედი, რომ ყველა ფეხბურთელი იქნება ოპტიმალურ ფორმაში და არ შეგვაწუხებს ტრავმები.

- ასეთი შანსი თქვენს თაობას არ ჰქონია...
- არც ჩვენს
წინა თაობას, არც მომდევნოს... ეს უნიკალური შანსია. ღმერთმა ქნას, კიდევ ასჯერ და ათასჯერ გვქონდეს ასეთი შანსი, მაგრამ ეს ის შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

- რას იტყვით ბელარუსის ნაკრებზე?
- მე პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მომწონს ბელარუსის ნაკრები. ახლაც ვერ ითამაშეს კარგად. მთლიანობაში რომ ვთქვა, არაფერი განსაკუთრებული. ვერც კოსოვოზე ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
შოთა გახდება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი! ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება! დროის ამბავია უბრალოდ, მგონია რო ამავდროულად მაგარი თაობაც დახვდება გუნდში...
Vasili
13:45 31-12-2019
2
მენტალური პრობლემები თუ მოაგვარეს ორივე თამაშს მოვიგებთ
შოკირებული გულშემატკივარი
14:07 31-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული