
ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ბელარუსმა ნახევარმცველმა ალექსანდრ გლებმა kp.by-სთან საუბარში მოკლე კომენტარი გააკეთა ბელარუსის ნაკრების შანსებზე ერთა ლიგის პლეი-ოფში.
- თქვენი აზრით, ბელარუსის ნაკრებს მარტის თამაშებში ერთა ლიგის პლეი-ოფიდან ევრო 2020-ზე გასვლის რა შანსები აქვს?
-კარგი არაფრის თქმა არ შემიძლია, ცუდის თქმა კი არ მინდა.
მოგეხსენებათ, ბელარუსის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდის პირველი კონკურენტია ერთა ლიგის პლეი-ოფში. ბელარუს ფეხბურთელებთან საქართველოს ნაკრები 26 მარტს, თბილისში ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში 31 მარტს, ისევ თბილისში, კოსოვოს ან ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს მივიღებთ.