26 მარტს საქართველოს ნაკრები ბელარუსის ეროვნულ გუნდს ისტორიულ მატჩში დაუპირისპირდება. გამარჯვებული კი ერთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ ოთხეულში საუკეთესო კი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
გულშემატკივრებისათვის აქტუალური კითხვაა, თუ როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ჩვენ ნაკრების პრესსამსახურში ვცადეთ ინფორმაცის გადამოწმება, სადაც გვითხრეს რომ ზუსტად ვერ გვეტყვიან და ინფორმაცია წინასწარ დაანონსდება.
თუმცა ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ადგილობრივ საიტზე ბილეთების გაყიდვა 15 თებერვალს
დაიწყება. ამავდროულად ფედერაციამ აქტიური წინასამატჩო კამპანია დაიწყო, გულშემატკივრებს განახლებულ ფან-შოპსა და სხვადასხვა ტუროპერატორების ტურებს სთავაზობენ.
საქართველოში ჯერჯერობით ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის აქტივობა არ ყოფილა, ვიმედოვნოთ მალე დაიწყება. შეგახსენებთ საქართველოსა და ბელარუსის მატჩი 26 მარტს 21:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.