ბელარუსი ფეხბურთელი: საქართველოს ნაკრები არც გერმანიაა და არც ნიდერლანდები

AutoSharing Option
ტულის "არსენალის" ახალწვეულმა, ბელარუსმა ფეხბურთელმა იური კოვალიოვმა რუსულ myslo.ru-სთან კომენტარი ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალის შესახებ გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებთან შანსები 50/50-ზეა. პატივისცემის მიუხედავად, საქართველო არც ნიდერლანდები და არც გერმანია არ არის. ეს გუნდები შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ქვეჯგუფში იყვნენ. შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით", - აღნიშნა კოვალიოვმა.

საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალური შეხვედრა 26 მარტს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება. ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში ჩრ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის მოგებულს საკუთარ
მოედანზე შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სწორად ისაუბრა ამ კაცმა. ერთ დივიზიოში ვიყავით ოთხივე და ერტი ს.... ები ვართო
გოგა
21:13 11-02-2020
9
თქვენთვის ბრაზილია გავხდებით
zena
20:44 11-02-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული