ბელარუსებმა შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ ნაადრევად მზადება ვერ დაიწყონ

AutoSharing Option
როგორც გაუწყებდით ბელარუსის ნაკრებიბი 19 თებერვლიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იწყებდნენ შეკრებას. მათ ორი ამხანაგური შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, უზბეკებთან და ბულგარელებთან.

ბელარუსთა თავკაცს ამ დაპირისპირებებისთვის, მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული. თუმცა ბელარუსის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები "ბატე" და "შახტიორი" უკმაყოფილოები შეხვდნენ, მათ გააპროტესტეს რომ დაგეგმილი ამხანაგური მატჩები მათთან შეთანხმებული არ იყო.

კერძოდ "ბატედან" გამოძახებული 6 ფეხბურთელია, "შახტიორიდან" - 7 და ეს გამოძახებულ ფეხბურთელთა ნახევარზე მეტს შეადგენს. კლუბები უარს ამბობენ ნაკრებში ფეხბურთელთა გაშვებაზე, რადგან აღნიშნავენ რომ ისინი სუპერთასისთვის ემზადებიან და მათ ეს
ფეხბურთლები სჭირდებათ.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბების მოქმედება მკაცრად გააკრიტიკა და მათ საქციელს აღმაშფოთებელი უწოდა, რადგან ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს და მათთვის ეს დამოკიდებულება მიუღებელია. შედეგად კლუბის წარმოამდგენლები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაიბარეს.

ამავდროულად მინსკის და ბრესტის "დინამოებმა" განაცხადეს, რომ ისინი არ შეუშლიან მათი ფეხბურთელების ნაკრების შეკრებაზე წასვლას ხელს. თუმცა ამ გუნდებიდან ჯამში თორმეტი ფეხბურთელია გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მგონი ნაკრების არევა ყველაზე მეტად ბელარუსების მწვრთნელს უნდა აწყობდეს :) მაგათი მოგების შანსი ნებისმიერ შემთხვევაში 0% და თავს მაინც იმართლლებს ,,აი მოუმზადებლები შევხდითო :)
გიჟი
19 თებერვალი 2020 03:53
0
ეს გუნდი მაკედონია კი არ არის, ჩრ. მაკედონიაა. ეგ ბევრად სუსტია კოსოვოზე. ძლიერი ითვლება მაკედონია და არა ჩრ.მაკედონია.
დავით67
15 თებერვალი 2020 23:34
15
Eg erti da igivea
Ettia ortave
16 თებერვალი 2020 08:09
0
ეჰ, ბატონო დავით, ეგ "ჩრ. მაკედონია" სწორედ ის მაკედონიაა თქვენ რომ ძლიერად თვლით.
თამარი51
16 თებერვალი 2020 02:04
0
ყველა გამოხმაურება
მაქსიმალური ყურადღებით, დისციპლინით, დაკვირვებით და სწორი ტაქტიკით თამაშით ორივე მეტოქის დამარცხება შეიძლება. მთავარია ნიმინალური შემადგენლობა დავაყენოთ... ტრამვების გარეშე!!!
tngh
15 თებერვალი 2020 17:10
1
ბელარუსელები არა რუსელები,სათაურებში მაინც დაწერეთ სწორად
გოჩა
15 თებერვალი 2020 16:38
0
კოსოვო მაკედონიას როგორ მოუგებს,თან სახლში თამაშობს მაკედონია,ბელარუსს გავცდებით აი მაკედონიასთან ომი იქნება,ნერვების თამაში, კლასი, მენტალიტეტი გამოცდილება მაკედონელებს ჩვენთან შედარებით გაცილებით უკეთესი აქვთ,
მოედნის ფაქტორი უნდა გამოვიყენოთ მაკედონიას გასვლაზე უჭირს თამაში,იღბალმა არ უნდა გაგვწიროს,ფავორიტი მაინც მაკედონია იქნება ჩვენთან შანსები 40/60 მაკედონიის სასარგებლოდ
დათო
15 თებერვალი 2020 15:56
2
კოსოვო არაფერი გუნდია, თუ ვერ მოვუგებთ ჩვენ უნდა წავაგოთ. ბელორუსიაზე ბევრად სუსტია. მაკედონია მართლა ყველაზე ძლიერია.
ika
15 თებერვალი 2020 14:55
4
ვინმე ვერ მეტყვის, რატომ არის გათიშული?
Livescore.com
15 თებერვალი 2020 14:53
0
კოსოვო უფრო ძლიერია შემადგენლობით თუ არ გინახავთ გადახედეთ. მაგრამ მე ჩვენი ბიჭების მჯერა და ყველაზე ძლიერადაც ჩემი ნაკრები მიმაჩნია ამ ოთხეულში!
gui
15 თებერვალი 2020 13:55
4
არც ამათი და არც კოსოვოსი არ უნდა გვეშინოდეს მთავარი მაკედონიაა
roma bejanidze
15 თებერვალი 2020 11:29
8
და კოსოვომ მაკედონიას თუ მოუგო?
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
15 თებერვალი 2020 13:16
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული