ქუთაისის "ტორპედო" მეორე ლეგიონერით გაძლიერდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა, - იტყობინება ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით.

"ტორპედოსა" და ნახევარმცველ ივან ბობკოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, უკრაინელი ფეხბურთელი შემდეგ სეზონში ჩვენს გუნდში ითამაშებს.

29 წლის უკრაინელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.

ჩვენი ახალწვეული 2010-დან 2014 წლამდე "ჩერნომორეცის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "მეტალისტში" გადაბარგდა, 2016 წელს კი "დებრეცენის" მაისური მოირგო. მისი ბოლო კლუბი ყაზახური "ოკჟეპტესი" იყო".

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ტორპედოში" სერბი ვანია მარკოვიჩი გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რამ შეგაზარათ ხალხო ქართული ასოები. რა ჯანდაბაა ეს ამოდენა მოთხრობების ლათინური ასოებით წერა?ასე გეკაიფებათ? მოდერატორ შენ საით იყურები?
Jango
16:24 19-02-2020
2
ოკჟეპტესის დაწუნებული ფეხბურთელი რა უნდა იყოს, სად ნახულობენ ასეთ ფეხბურთელებს? ჯობია თავიაანთი გაზდილები ათამაშონ ამ ვიღაცეების დამატებას.
G.LA
23:20 18-02-2020
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული