უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩის, საქართველო-ბელარუსის, ბილეთების 95% გაყიდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
დარჩენილი ბილეთების შეძენა "დინამო არენის" სალაროებში ან ინტერნეტით შეგიძლიათ.
საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.