ერთი ამათ დახეთ: ბელარუსები დიდ გულზე არიან - საქართველო რა გუნდია, ადვილად უნდა მოვუგოთო

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა, ამხანაგურ მატჩებში უზბეკეთი და ბულგარეთი ერთნაირი ანგარიშით - 1:0 დაამარცხა და როგორც ჩანს, ზედმეტად თვითდაჯერებულნი გახდნენ.

ეროვნული გუნდის მწვრთნელი მიხაილ მარხელი შეფასებებში ფრთხილია, ამბობს, რომ არ იცის, დატოვებენ თუ არა პოსტზე, მისი მდგომარეობა მყარი არ არის და ყველაფერი მარტის პლეი-ოფებზეა დამოკიდებული. მრავლობითში ამბობს - არა პლეი-ოფს, არამედ პლეი-ოფებს. ეს მარხელმა "ტრიბუნას" განუცხადა.

იქაურ საფეხბურთო სამყაროში კი ზოგიერთს ეტყობა, თბილისში გამარჯვება ძალიან იოლ საქმედ მიაჩნია. ასე მაგალითად, საფეხბურთო აგენტმა ვალერი ისაევმა მარხელს
"ფეისბუქის" გვერდით მიმართა:

"როდესაც თქვენ ნაკრების მწვრთნელად დაგნიშნეს, არაფერი ასეთი ჩვენთვის არ გითქვამთ. თუ მხოლოდ ერთ თამაშზე ვილაპარაკებთ, მაშინ რატომ მოხსნეს კრიუშენკო. გუნდი პლეი-ოფში ხომ მან გაიყვანა. არაფერ განსაკუთრებულს ქართველები არ წარმოადგენენ. ცოტა ხნის წინ ნაკრებს თქვენი თანაშემწე ხელმძღვანელობდა და ჩვენ ისინი დავამარცხეთ (2012 წლის 16 ოქტომბერს), თან ძალიან ადვილადაც. ბრესანმა და დრაგუნმა გაიტანეს გოლები (2:0).

ეს თქვენ მოიგონეთ რაღაც ახალი შეკრებებითა და კანდიდატებით. შეკრიბეთ საუკეთესოები და დასაწყისისთვის საქართველოს მოუგეთ. ყველა ეს ტყუილი კომენტარები რეზერვსა და ეფექტურობაზე კი შემდგომისათვის იყოს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვენთვის მთლა უკეთესია.
თვითდაჯერება ადამიანის ყველაზე დიდი მტერია, ეჯეროთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ყავთ, ეჯეროთ, მაგას რა სჯობია?!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 მარტი 2020 03:21
0
ტრაბახის დრო დადგა
შოკირებული გულშემატკივარი
02 მარტი 2020 20:18
0
თქვენი საუკეთესო ფეხბურთელი დრაგუნი ჩვენი ჩაკვეს ბუცის თასმაა! რაც უფრო თავდაჯერებულები ჩამოვლენ მით უკეთესი ჩვენთვის.
barsa
01 მარტი 2020 04:58
4
სწორედაც ეგ თავდაჯერებულობა და ეგ შეკრებები დაგღუპავთ ბელარუსებო, მე პირადად მიხარია ჩვენს ნაკრებს შეკრება რო არ ექნება ჩვენებს ეს უფრო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდებს, თუ ჩვენ ბიჭებს ფსიქოლოგიურად არ დავტვირთავთ ბელარუსებს ბაქიბუქი და ბოღმა იმისა რო მათზე უკეთესი ნაკრები გვყავს დაახრჩობს
zvio
02 მარტი 2020 20:51
2
saqartvelos rom araperi sapexburto nakrebi yavs eg martalia magram magatac rom kai mtxle gundi yyavt ase rom kosovos umzadeben adgils
kaxa
01 მარტი 2020 03:49
2
martals amboben araperi gundisaqartvelo ar ari.. magram magatac kai mtcxle gundi
kaxa
01 მარტი 2020 03:46
2
გაგარ




გაგარღვევთ შუაზე!!!






mamuka09ze
03 მარტი 2020 07:59
0
ბელო რუსებო კორონა დავშალეთ მარტივ მამრავლებად და თქვენ ისეა ბიჭები დაგეშილი ამ იძულებითი შესვენებით გაგარღვევენ შუაზე. თუმცა თქვენი გუნდი მსოფლიოში ყველაზე მაგარია.
dato
25 აპრილი 2020 20:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული