ESPN-ის სურვილი თუ ვარაუდი - კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს

AutoSharing Option
ESPN-მა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფიდან მოსახვედრი გუნდების შანსებზე დაწერა და სიმპათია კოსოვოს მიმართ არც დაუფარავს. შეგახსენებთ, D ჯგუფიდან ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო ჩრდილოეთი მაკედონია - კოსოვოს.

ავტორმა ტომ ჰამილტონმა გრანდების შანსებზე, ტურნირზე ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობაზე, ტურნირზე კორონავირუსის შესაძლო გავლენაზე ისაუბრა, ბოლოს ჩვენი, D ჯგუფიც მოკლედ მიმოიხილა და გაგიკვირდებათ და, 4 გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ გვამცნო:

"დაბოლოს, "D გზის" ჯგუფი. დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის რა შესანიშნავია, რომ არის კოსოვო ბრწყინვალე ვედათ მურიჩისთან ("ფენერბახჩეს" 25
წლის თავდამსხმელია - იხ. სურათზე) კომპლექტში. ააგდეთ მონეტა, მაგრამ კოსოვო საკმაოდ ძლიერია, რათა საქართველოს, ბელარუსს და ჩრდილოეთ მაკედონიას აჯობოს.

მაშ ასე, 4 გუნდი, რომლებიც ევრო 2020-ზე უნდა გაემგზავრონ და რომლებიც იდეალურნი იქნებიან მომავალი ტურნირისთვის - ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია და კოსოვო."

alt[მკითხველთა ფორუმი] რომელი მეკარე უნდა დააყენოს ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში?

altბელარუსული მედია: 55 ათასი ბილეთი ერთ კვირაში გაიყიდა, საბაზო გუნდი კვიპროსის ჩემპიონატიდანაა... საქართველოში ნამდვილი აჟიოტაჟია

altსაქართველო-ბელარუსი: "წესრიგი ამარცხებს კლასს" - მეტოქის იმედი დ 7.4-მილიონიანი პრემია ფეხბურთელებს

მკითხველის კომენტარები / 39 /
ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე. აქ ბევრი აზრი გამოითქვა კოსოვოს ნაკრების სიძლიერის შესახებ და მართალიცაა, საკმაოდ დაბალანსებილი გუნდია. მაგრამ, ინგლისის ნაკრებთან ნაჩვენები თამაში ნამდვილაად არ წყვეტს მათ სასარგებლოდ ბევრს. ჯერ ერთი, იმ შეხვედრაში ინგლისის დაცვამ რაც ითამაშა, მხოლოდ კოსოვო კი არა მაკედონიაც გაუტანდა და ჩვენებიც, თანაც ისე, რომ იმ თამაშს ჩვენები არ წააგებდნენ. კოსოვომ საშინლად მოთამაშე ინგლისის დაცვას გაუტანა 3 გოლი (არ ვაკნინებ მათ ღვაწლს, მაგრამ ფაქტი ფაქტია) და მაინც დამარცხდა 5-3! ეს გუნდი იტანს მაგრამ საკმაოდაც უშვებს. ასე იყო ერთა ლიგის ჯგუფშიც. კოსოვომ ვერ გაუტანა გოლი აზებაიჯანს, ვერ მოუგო ფარერებს და გოლები გაუშვა მალტასთან და ფარერებთან. საპირწონედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ჰყავს საკმაოდ ძლიერი დაცვის რგოლი და საყრდენი ზონა, შეგვიძლია ვითამაშოთ ისეთი დაცვა, რომ გოლი ვერ გაგვიტანოს ესპანეთმა, ირლანდიამ, დანიამ... ჩვენი პრობლემა უფრო საგოლე მომენტების რეალიზებაშია, თავის დაცვა კი ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგად გამოსდის. ამ ოთხ ნაკრებს შორის ყველაზე უკეთესი შანსი ჩვენებს აქვთ, თბილისში საქართველოს ნებისმიერი ასეთი გუნდის დამარცხება შეუძლია. პირადად ჩემი აზრია, რომ მეორე წყვილიდან მაკედონია გავა, ნამდვილად არ არის აუტსაიდერი კოსოვოსთან და საკუთარი კედლების ფაქტორსაც აუცილებლად ბოლომდე გამოიყენებს.
ანესთეზეოლოგი
23:30 05-03-2020
2
რა ურჩევნიათ და როგორ ურჩევნიათ იმათ სულ არაა ჩვენთვის საინტერესო. ჩვენ თუ არ მივეცით თამაში რა ძალით წაგვართმევენ? ისე საერთოდ არამგონია ამათმა მაკედონია გაიარონ. საქართველო მაკედონიას ვფიფქრობ ფინალს.
გოგა
21:14 05-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული