ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

მკითხველის კომენტარები / 31 /
კორონა კი არა, მეორედ მოსვლა რომ იყოს, მაინც წავალ სტადიონზე. ასეთი შანსი შეიძლება აღარც იყოს. ყველანი სტადიონზე!!!
mamuka09ze
10 მარტი 2020 12:44
11
თვეებია ამ თამაშს ველოდები, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დავიმხობთ სტადიონს
Ultranationalist
10 მარტი 2020 13:05
2
იმედია ღმერთი არ გაგვწირავს. ზოგადათ ვამბობ მარტო ფეხბურთს არ ვგულისხმობ.
Kkk
10 მარტი 2020 14:37
0
დარწმუნებული ვარ ჩვეულ რეჟიმში იქნება ყველაფერი და მატჩს მაყურებელიც დაესწრება,არაა საქართველოში ამ კუთხით ისეთი სიტუაცია რომ თუნდაც განხილვის საგანი გახდეს ეს საკითხი.იმედია უეფა ახალ ველოსიპედს არ გამოიგონებს და ანშლაგით დავხდებით ბელორუსებს.
გულშემატკივარი
10 მარტი 2020 12:43
7
ღმერთის წყალობით ჯერ შიდა გადაცემა არაა ხოდა 30 ადამიანის გამო არმგონია ღირდეს უმაყურებლოდ ჩატარება. თვითონ არამბობთ ზედმეტი პანიკა არარისო საჩირო...
giorgi
10 მარტი 2020 13:09
8
თუ უეფამ რამე მოიგონა ჯობს გადადებაზე დავაყენოთ საკითხი ვიდრე უმაყურებლოდ თამაშზე, ეგ ბელარუსის წისქვილზე დაასხამს წყალს
A
10 მარტი 2020 14:06
3
ხალხო წმინდა სპორტული გაგებით ,რა მანდრაჟში ხართ? ე.ი. უმაყურებლოდ გეშინიათ და საერთოდ რად გვინდა მაშინ ფეხბურთი ,ასეთი მშიშარები თუ ვართ ? რა ბიჭები არ ვართ? ყიფიანის დროს დინამო მინსკთან თამაშს მაშინდელი დინამო ტრენიროვკად იყენებდა და არც ახლა გვყავს ნაკლები ბიჭები იცოდეთ ! მთავარია ყველამ 90 პროცენტი მაინც დადოს მინიმუმ და ორივეს გადავუვლით ! ჩვენ ქართველებს შენგელიას მერე ნაღდი მეგოლე გვიჭირდა ყოველთვის თუ არა თამაშით არც არა ვისზე ნაკლები არ ვართ ,ოღონდ ეგაა 2-3 მომენტს რომ ვერ გამოიყენებ და მერე ეგრევე გოლს მიიღებ საკუთარ კარში ,ეს გვაგდებს მერე სულით .ამიტომ სული და გული ჩადეთ ამ თამაშში ! დიდი ნოდარა რომ იტყოდა 3:0 რომ მიგყავდეს ისე უნდა ითამაშო თითქოს 0:0 იაო, და მაშინ გამოგივა ყველაფერიო! ამიტომ ბრძოლა და თავდადება ! გაუმარჯოს ჩვენებს!
ემზარ დუისბურგი
11 მარტი 2020 02:29
0
საქართველო სულ გასაჭირშია და სულ პრობლემებია იმ დროიდან მარა ვერავინ ვერაფერი ვერ დაგვაკლო! კორონასაც დავამარცხებთ, ბელარუსსაც კოსოვო მაკედონიასაც და ევროპაზეც გავალთ!ამ ყველაფერში დარწმუნებული ვარ! გაუმარჯოს ქართველებს და საქართველოს!
barsa
10 მარტი 2020 21:41
0
ჩემი ძმა თუ ხარ, ისედაც დაღვრემილ ერს გვაქ შანსი გავიხაროთ და ნუ ჩაგვიშლით, ყველანი დინამოზეეეეე. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!!!!!!!!!
ჯიმა
10 მარტი 2020 17:59
1
Umayureblodac rom ikos mainc valdebulebi arian mougon belaruss.sheizleb uketesic ikos.wnexi naklebi iqneba.mayureblit tu umayureblod mainc ashkara favoritebi vart.aseti shansis gamoukenebloba daushvebelia,tundac umayureblod
gocha
10 მარტი 2020 13:01
1
ასეთი რა შევცოდეთ უფალო?
ბათუმის ფანი
10 მარტი 2020 12:35
6

სიახლეები პოპულარული