ჩატარდება თუ არა უმაყურებლოდ საქართველო VS ბელარუსი - რას ამბობენ სფფ-ში

AutoSharing Option
26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსს უმასპინძლებს. კორონავირუსის გამო პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, მატჩი გადაიდოს ან უმაყურებლოდ ჩატარდეს.

Sportall.ge უახლესი ინფორმაციის მისაღებად სფფ-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რაც აქამდე არასდროს ყოფილა და დამატებით დეტალებზე საუბარი რამდენიმე დღეში უფრო შესაძლებელი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გამო ძიუდოს გრან პრი თბილისში აღარ გაიმართება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება
მიღებული ერთა ლიგის მატჩისთვის. 26 მარტს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებაა...

მკითხველის კომენტარები / 31 /
მაყურებელს მოვთხოვოთ პირბადით მივიდეს თამაშზე. შეიძლება პეტიციაც შევაგროვოთ და უეფას გავუგზავნოთ.მაგრამ ეს მაღალ სამოქალაქო კულტურას მოითხოვს.
ქომაგი
10 მარტი 2020 13:57
8
ღმერთის წყალობით ჯერ შიდა გადაცემა არაა ხოდა 30 ადამიანის გამო არმგონია ღირდეს უმაყურებლოდ ჩატარება. თვითონ არამბობთ ზედმეტი პანიკა არარისო საჩირო...
giorgi
10 მარტი 2020 13:09
8
თვეებია ამ თამაშს ველოდები, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და დავიმხობთ სტადიონს
Ultranationalist
10 მარტი 2020 13:05
2
Umayureblodac rom ikos mainc valdebulebi arian mougon belaruss.sheizleb uketesic ikos.wnexi naklebi iqneba.mayureblit tu umayureblod mainc ashkara favoritebi vart.aseti shansis gamoukenebloba daushvebelia,tundac umayureblod
gocha
10 მარტი 2020 13:01
1
კორონა კი არა, მეორედ მოსვლა რომ იყოს, მაინც წავალ სტადიონზე. ასეთი შანსი შეიძლება აღარც იყოს. ყველანი სტადიონზე!!!
mamuka09ze
10 მარტი 2020 12:44
11
დარწმუნებული ვარ ჩვეულ რეჟიმში იქნება ყველაფერი და მატჩს მაყურებელიც დაესწრება,არაა საქართველოში ამ კუთხით ისეთი სიტუაცია რომ თუნდაც განხილვის საგანი გახდეს ეს საკითხი.იმედია უეფა ახალ ველოსიპედს არ გამოიგონებს და ანშლაგით დავხდებით ბელორუსებს.
გულშემატკივარი
10 მარტი 2020 12:43
7
ასეთი რა შევცოდეთ უფალო?
ბათუმის ფანი
10 მარტი 2020 12:35
6

სიახლეები პოპულარული