საქართველოს პოტენციური მეტოქის კაპიტანი: ნუ წაგვართმევთ ოცნებას, გადადეთ ნახევარფინალური მატჩი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტს "ტოდორ პროევსკის" არენაზე ერთა ლიგის D დივიზიონის მატჩი ჩრდ. მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებ გუნდებს შორის მაყურებლების გარეშე ჩაივლის. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი "ჯენოასა" და ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა გორან პანდევმა გააკეთა.

"მაკედონიის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის ყველა მოგებულ ტიტულზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენს წარმოდგენებში სტადიონი წითელ-ყვითელ ფერებში არის მორთული, ტრიბუნები ფანებითაა სავსე. ისინი ძალასა და მოტივაციას გვაძლევენ იმ ყველაფრის დასადებად, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში გვაკლდა.

მოგვეცით შანსი ნამდვილი სპექტაკლის დადგმისა, შანსი
ჩვენი გულშემატკივრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით გახარებისა. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისთვის სულ ვლოცულობთ ხოლმე, თუმცა მოგვეცით ბავშვობის ოცნების ასრულების შესაძლებლობა. ყველას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის გადადეთ მატჩი. ეს გააკეთეთ იმიტომ, რომ ადამიანთა ჯანმრთელობისთვისაც უკეთესია, სამართლიანია და ათლეტებისთვის დამახასიათებელი", - დაწერა პანდევმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებული ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

მომზადებულია ekipa.mk-ის მიხედვით

altლევან კობიაშვილი უეფას: მაყურებლისთვის სტადიონის კარის დაკეტვა პრობლემის მოგვარების გზა არ არის

altსფფ განცხადებას ავრცელებს - ყველა საფეხბურთო შეჯიბრი შეჩერდა






მკითხველის კომენტარები / 3 /
ვემხრობი. ჩატარებას კი ბატონო, მაგრამ გადადებას წინ არაფერი უდგას. ჩემი აზრით,
უნდა გადაიდოს.
გიორგი
07:08 12-03-2020
0
არ მაინტერესებს მაგათი ოცნება. ვიგოდნიკი ხალხია.
ddgfdf
16:04 11-03-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული