"მატჩის 26 მარტს გამართვა წარმოუდგენელია" - დავით მუჯირი საქართველო - ბელარუსის შეხვედრაზე

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც 26 მარტს გასამართ საქართველო-ბელარუსის მატჩზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სფფ-მ უეფას თხოვნით მიმართა, რომ აღნიშნული მატჩი გადაიდოს. როგორც მუჯირი აღნიშნავს, წარმოუდგენლად ჩანს, რომ 26 მარტს შეხვედრა შედგეს.

მისი თქმით, მგზავრობა ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი ხიფათის მომტანი იქნება და გულშემატკივრებიც დაცულნი არ იქნებიან.

მუჯირმა განაცხადა, რომ მოლოდინის რეჟიმში არიან, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსმა უამრავ სპორტულ ღონისძიებას შეუქმნა პრობლემა და გამონაკლისი არც საქართველოა. კიდევ ერთხელ
შეგახსენებთ, დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება უმაყურებლოდ ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნუ ექსპერტობთ აქ არაკომპეტენტური ხალხი... მადრიდის რეალს და იუვენტუსის ფეხბურთელებს დაუდგინდა და ლა ლიგა საერთოდ შეჩერდა. 2 კვირაში კიდე სიტუაცია უკეთესი ვერ იქნება (თუ არ გაუარესდა კიდე) და რა ფეხბურთზეა საუბარი? ის მოთამაშეები ზოგი რუსეთშია, ზოგი ამერიკაში, ზოგი ბელგიაში და გინდა არ გინდა საერთაშორისო მგზავრობა უწევთ. რატომ უნდა გაარისკინო ადამიანს ჯანმრთელობა?
ექსპერტი
16:13 12-03-2020
2
ამ დღეებში გამოაცხადებენ ჩემპიონთა ლიგის შეჩერებასაც. ნუ მიედ მოედებით, სულ არ მინდა ეგეთი თამაში თუ რისკის ქვეშ დადგება ჩემი ან ნებისმიერი ქართველის ჯანმრთელობა. გადადებენ და როცა ჩაწყნარდება ყველაფერი და ღმერთით მალე მოხდება ეს,მაშინ ჩაატარებენ
ზუზუ
16:58 12-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული