ქართველი გულშემატკივრის ინიციატივა - "მიეცით ბილეთების ფული ვირუსთან მებრძოლ ადამიანებს"!

AutoSharing Option
სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ მეძველია Facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს და ინიციატივით გამოდის:

"ორი 25-ლარიანი ბილეთი მაქვს ნაყიდი და დიდი ალბათობით, შედგება ეს მატჩი, ოღონდ უმაყურებლოდ. თუ ეს მართლა ასე მოხდა, ცხადია, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია დაგვიბრუნოს ბილეთებში გადახდილი თანხა...

ჰოდა, ასეთი რამ რომ გავაკეთოთ - უარი ვთქვათ ფულის დაბრუნებაზე, უბრალოდ სამახსოვროდ დავიტოვოთ ეს ბილეთები (შვილიშვილებს ვაჩვენებთ და მოვუყვებით ამ მატჩის და კორონას ამბავს), ხოლო რაც ფედერაციას ჩვენთვის უნდა მოეცა, რამე ანგარიში გაიხსნას იმ ხალხისთვის,
ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ამ დედანატირებ ვირუსთან მებრძოლი სხვა ადამიანებისთვის, ვისაც
ალბათ იმავე ხელფასზე ათმაგად მუშაობა უწევთ - და იქ ჩარიცხოს ეს თანხა. ცოტა არ იქნება - 55 ათასი ბილეთი იყო გაყიდული", - წერს მეძველია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩზე გადაწყვეტილება 17 მარტს ვიდეოკონფერენციაზე იქნება მიღებული. შეგახსენებთ, რომ მატჩის ჩატარების თარიღი 26 მარტია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგია ყოჩაღ.ოღონდ მივიდეს იმ ხალხთანაც და წაიღეთ ჩემიც. ბილეთის და ფულის დედაც ერთი. მთავარია ყველანი კარგად ვიყოთ.
გოგა
13 მარტი 2020 10:59
0
კარგი ინიციატივა! მივესალმები.კარგი კაცი ხარ ზურაბ.
123პპპ
13 მარტი 2020 10:42
0
მშვენიერი იდეაა, უბრალოდ გადამყიდველებს რამდენად მოეწონებათ ეგ არვიცი
Emre
13 მარტი 2020 10:08
0
შენ გაიხარე კარგო ადამიანო!!!
Goga
13 მარტი 2020 10:39
0
არ მაგქვს ბილეთი, არც კორონა ვირუსი და არც ჩემ რომელიმე ნაცნობს ბათუმში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ვარ ადამიანი და თანაც ქართველი, ჩემი დიდი პატივისცემა ამ იდეის ადამიანს და დიდი მადლობა ასეთი იდეისთვის, დიდი სიამოვნებით შეუერთდები ამ აქციას და რაც შემეძლება დავეხმარები კორონავირუსთან საბრძოლველად. გვიყვარდეს ერთმანეთი და დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. ღმერთი ფარავდეს სრულიად კაცობრიობას.
roma bejanidze
13 მარტი 2020 11:29
0
მშვენიერი ინიციატივაა, ჩემს მიერ ნაყიდი 2 ბილეთის ფულიც ალალი იყოს თავდაუზოგავად მშრომელი მედიკოსებისათვის! ოღონდაც მართლაც მათ შეხვდეთ ეს თანხა და უაზროდ არ დაიკარგოს!
უბრალოდ კაცი
13 მარტი 2020 11:19
0
მე ბილეთი არ მიყიდია,მაგრამ ჩამოყალიბდეს რაღაც ფონდი და ერი ხომ ვართ დავდგეთ ყველაფერზე მაღლა და დავეხმაროდ ერთმანეთს ამ კორონა.დაჯანდაბამაგის რაც არის,ვაჩვენოდ ჩვენს თავს,რომ გვიყვარს ერთმანეთი აბა ჩვენი.მილიონერები ხმას.არ იღებენ და ხალხმა გავაკეთოდ,ხომ გვყავს ხალხი.ვისაც ერი აფასებს ათმა უნდა აიღონ ინიციატივა,ჩაერთოს ყველა.არადამთავრობოები და გაიკეთონ ორგანიზაცია,უფალი გვგარავდეს მთელ კაცობრიობას.
გოჩა
13 მარტი 2020 10:17
0
თანხმა ვარ
Kakha
13 მარტი 2020 11:18
0
მე, მზად ვარ ჩემი 4 ბილეთის ფულს ზევიდან დავამატო კიდევ 4 ბილეთის ფული და დავეხმარო მედიკოსებს თუ დაინფიცირებულ ადამიანებს! ერთად დგომა გადაგვარჩენს.
c
13 მარტი 2020 12:34
0
ცალსახად მართებული და აუცილებელია განსაცდელში მყოფი ადამიანების დახმარება!!! ამასთანავე აჯობებს არა რომელიმე სუბიექტმა, მათ შორის ფედერაციამ, არამედ ყველამ ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება და ვისაც უნდა იმას დაეხმაროს ვირუსით დაავადებულების გარდა სამწუხაროდ სხვა სახის ავადმყოფები და შეჭირვებულებიც საკმარისად არიან... ამასთანავე დიდი ალბათობით თამაში გადაიდება და ძველი ბილეთები ძალაში იქნება!!! ასე რომ დამშვიდდით და თუ ვინმეს დახმარების სურვილი და საშუალება გვაქვს ისე დავეხმაროთ!!!!
მართებულია
13 მარტი 2020 11:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული