"ფეხბურთი არის მაყურებლისთვის" - ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და იქ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი პრესკონფერენციიდან:

- საქართველო-ბელარუსის მატჩამდე საქართველოში კორონავირუსის გამო შეჩერდა ადგილობრივი ჩემპიონატი. რას აპირებთ?
- ძნელია რამის თქმა... დიახ, ალბათ, იქ უფრო მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ჩვენთან. ისინი არიან მასპინძელნი და რაიმე გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება. უამრავ გულშემატკივარს სურს, რომ საქართველოში წავიდეს და მხარი დაუჭიროს ჩვენს გუნდს. ჩვენ ორ ათასზე მეტი ბილეთი გავყიდეთ.

- გეგმავთ რაიმე ქმედებას ჩვენი ნაკრების დასაცავად? იყიდეთ პირბადეები?
- ჩვენ
ყველაფერი დავგეგმეთ და ვემზადებით. მათ ქვეყანაში ჩასასვლელად ყველაფერს ამზადებს ფედერაციის ტექნიკური ცენტრი. ისინი მიიღებენ ყველა ზომას. ჩვენ გვჭირდება დეზინფექცია - ოთახებში, დერეფნებში...  ჩვენ გამოგიგზავნით ერთგვარ გარანტიას, რომ იქ ყველაფერი გაკეთდება. სასტუმრო უკვე შეირჩა.

- სავარაუდოა, რომ მატჩი მაყურებლების გარეშე გაიმართება. ეს ჩვენთვის უკეთესია?
- ცუდია მაყურებლების გარეშე თამაში - ფეხბურთი არის მაყურებლისთვის. მაგრამ როდესაც არის კორონავირუსის რისკი, მაშინ მთავარია, რომ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ე ბიჯო გადაწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოთ ტარდება არ ტარდება თუ, როგორ ტარდება. ვაახ
2
ნაკრების ფეხბურთელები ვერ შეირიბებიან.გუშინ გასაგებად ახსნა მუჯირმა "ტაიმაუტში".ძალით ხომ არ ჩაგვატარებინებენ.
ნუკრი
12:12 13-03-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული