საქართველო - ბელარუსი მარტში არ გაიმართება

AutoSharing Option
ფიფამ დაადგინა, რომ წესი, რომლის მიხედვით კლუბები ვალდებულნი არიან ფეხბურთელები ნაკრებებში გაუშვან, მარტსა და აპრილში არ იმოქმედებს.

ეს დაკავშირებულია მთელს მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან, რომლის გამო ტურნირთა უმეტესობა შეჩერებულია.

ფიფას ესმის, რომ არსებულ ვითარებაში მატჩების ჩატარებამ შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნას არამარტო მოთამაშეთა და გულშემტკივართა ჯანმრთელობას, არამედ დიდი ალბათობით იმოქმედებს მატჩების შედეგებზე, ვინაიდან ზოგიერთი გუნდი სრული შემადგენლობით ვერ ითამაშებს.

იმისათვის, რათა თავი ავარიდოთ ჯანმრთელობის არასაჭირო რისკებსა და არასამართლიან შედეგებს, ფიფა გირჩევთ გადადოთ მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო შეხვედრა იქამდე, ვიდრე სიტუაცია
უსაფრთხო არ იქნება.

ფიფა ოდენ რეკომენდაციას იძლევა, მაგრამ ეს ფაქტიურად დირექტივაა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია რო გადაიდოს. სრული შემადგენლობით ვიქნებით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც. მთავარია ჯამრთელობა და გადარჩეს მსოფლიო.
გოგა
09:37 14-03-2020
2
კარგია რო გადაიდება.
Buxrika
13:47 14-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული