სანაკრებო თამაშების შესახებ და შემოდგომაზე გასამართი რვა პლეი-ოფის შეხვედრის, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის მატჩის სავარაუდო გრაფიკის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა მოგვიანებით მიიღებს.
ასევე, უეფამ რეკომენდაცია მისცა ფედერაციებს ეროვნული ჩემპიონატების დასრულების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს ევროტურნირების 2020-21 წლების სეზონზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილნი არიან.
ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უეფა ხუთშაბათს, აღმასკომის სხდომის შემდეგ მიიღებს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით