საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის ჩატარების თარიღი კვლავ გაურკვეველია

AutoSharing Option
უეფამ დღეს 55-ვე წევრი ასოციაციის მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფედერაციების წარმომადგენლებს სანაკრებო მატჩებისა და საკლუბო ჩემპიონატების კალენდრის ალტერნატიული ვარიანტები გააცნო.

სანაკრებო თამაშების შესახებ და შემოდგომაზე გასამართი რვა პლეი-ოფის შეხვედრის, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის მატჩის სავარაუდო გრაფიკის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა მოგვიანებით მიიღებს.

ასევე, უეფამ რეკომენდაცია მისცა ფედერაციებს ეროვნული ჩემპიონატების დასრულების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს ევროტურნირების 2020-21 წლების სეზონზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილნი არიან.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უეფა ხუთშაბათს, აღმასკომის სხდომის შემდეგ მიიღებს.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროდ უპირატესობა საკუთარი მოედანი აღარც გვექნება. გულშემატკივრების გარეშე თითქმის თანაბარი შანსი იქნება. თუმცა მჯერა ჩვენი ბიჭები შანს არ გაუშვებენ.
G.LA
21:56 21-04-2020
0
5 _0 ს მოუგებდით როგორც 1994 ში უელს მოუგეთ ფინალში 2_1 კოსოვოს
varlami
12:51 22-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული